ვლადიმირ პრელოგი
ვლადიმირ პრელოგი (ხორ. Vladimir Prelog; დ. 23 ივლისი 1906, სარაევო – გ. 7 იანვარი 1998, ციურიხი) — შვეიცარიელი ქიმიკოსი, ხორვატული წარმოშობისა. ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი, ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიის დარგში 1975 წელს.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა სარაევოში 1906 წლის 23 ივლისს. 1914 წელს 8 წლის პრელოგი შეესწრო სარაევოს მკვლელობას. პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან მალევე ოჯახი ზაგრებში გადადის საცხოვრებლად, სადაც პრელოგი სწავლობს გიმნაზიაში. 1924 წლიდან პრაღის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტია. მისი სამეცნიერო ხელმძღვანელია ემილ ვოტოჩეკი, ხოლო ვოტოჩეკის ასისტენტი, რუდოლფ ლუკეში, აქტიურად ეხმარებოდა ახალგაზრდა სტუდენტს ქიმიის შესწავლაში და დააინტერესა იგი ორგანული ქიმიით.
დიდი დეპრესიის გამო აკადემიური პოზიციები ძალიან მცირე იყო, ამიტომ პრელოგმა მუშაობა დაიწყო პრეზას კერძო ლაბორატორიაში, რომელიც იშვიათ ქიმიკატებზე მუშაობდა. 1935 წელს მას ზაგრების უნივერსიტეტში იწვევენ ლექტორად. იგი ახერხებს პატარა ლაბორატორიის ორგანიზებას ზაგრებში, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ იძულებულია დატოვოს ზაგრები და რიხარდ კუნის მიწვევით გერმანიაში მიემგზავრება, საიდანაც ახერხებს შვეიცარიაში გაღწევას და ციურიხში დასახლებას. ციურიხში იგი ხორვატული წარმოშობის მეცნიერის, ლავოსლავ რუჟიჩკას დახმარებით ეწყობა ადგილობრივ ლაბორატორიაში. 1957 წლიდან ლაბორატორიის წამყვანი მეცნიერია.[24]
ნობელის პრემია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრელოგი გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიის დარგში 1975 წელს, ორგანული მოლეკულებისა და სტერეოქიმიური რეაქციების დარგში განხორციელებული კვლევების გამო.[25] იგივე დარგში იმავე წელს ასევე დააჯილდოვეს ჯონ კორნფორთი [26]
იუგოსლავიის აკადემიის საპატიო წევრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1986 წლიდან იუგოსლავიის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის საპატიო წევრია.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1933 წელს პრაღაში დაქორწინდა კამილა ვიტეკზე, 1949 წელს შეეძინათ ვაჟი იანი.[24]
გარდაცვალება და მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრელოგი ციურიხში, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა 1998 წლის 7 იანვარს. მისი ფერფლი 2001 წლის 27 სექტემბერს დაკრძალეს ზაგრებში, მიროგოის სასაფლაოზე. 2008 წელს პრაღაში გაიხსნა მისი მემორიალი.[27]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 5.0 5.1 Hrvatski biografski leksikon — 1983.
- ↑ 6.0 6.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 7.0 7.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 8.0 8.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas, R. Mathis — 2009.
- ↑ 9.0 9.1 Munzinger Personen
- ↑ Прелог Владимир // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #119247496 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Farmaceutsko-biokemijski fakultet Sveučilište u Zagrebu - 140 godina povijesti Fakulteta
- ↑ https://www.jutarnji.hr/zivot/jedina-gimnazija-na-svijetu-koja-ima-dva-nobelovca-i-cak-37-akademika-nalazi-se-u-hrvatskoj-6656277
- ↑ The Nobel Prize in Chemistry 1975 — Nobel Foundation.
- ↑ Table showing prize amounts — Nobel Foundation, 2019.
- ↑ https://en.gdch.de/gdch/prizes-and-awards/gdch-awards/august-wilhelm-von-hofmann-commemorative-medal.html
- ↑ Award winners : Davy Medal
- ↑ https://narodne-novine.nn.hr/clanci/sluzbeni/1996_08_69_1302.html
- ↑ List of Royal Society Fellows 1660-2007 — ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 289.
- ↑ https://www.acs.org/funding/awards/roger-adams-award-in-organic-chemistry/past-recipients.html
- ↑ https://scg.ch/component/page/paracelsus
- ↑ https://www.rsc.org/prizes-funding/prizes/archives/robert-robinson-award/
- ↑ https://doc.rero.ch/record/102980?ln=fr
- ↑ 24.0 24.1 Vladimir Prelog (1975) Autobiography, the Nobel Committee.
- ↑ Rezende, Lisa (2006). Chronology of Science. Infobase Publishing. ISBN 0-8160-5342-1.
- ↑ James, Laylin K. (2006). Nobel Laureates in Chemistry, 1901-1992. American Chemical Society & Chemical Heritage Foundation. ISBN 0-8412-2459-5.
- ↑ Sanader otkrio spomenik Prelogu u Pragu; 06.12.2008
|