შინაარსზე გადასვლა

ვიკიპედია:რჩეული ფოტოები/არქიტექტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონგრესის ბიბლიოთეკა

კონგრესის ბიბლიოთეკა (ინგლ. Library of Congress), აშშ-ის დე-ფაქტო ეროვნული ბიბლიოთეკა და აშშ-ის კონგრესის კვლევითი განყოფილება. განლაგებულია სამ შენობაში, ვაშინგტონში, და უდიდესი ბიბლიოთეკაა მსოფლიოში, როგორც თაროების სივრცის, ისე წიგნების რაოდენობის მიხედვით. ბიბლიოთეკის მეთაური ამჟამად ჯეიმზ ბილინგტონია.


სხვა რჩეული ფოტოები / რედაქტირება


შატო შენონსო

შატო შენონსო (ფრანგ. Château de Chenonceau, შენონსოს სასახლე) — ამავე სახელწოდების სოფელში მდებარე სასახლე, საფრანგეთის დეპარტამენტ ენდრ და ლუარაში (ცენტრალური რეგიონი, საფრანგეთი). სასახლე განთქმული იყო, როგორც ანრი II-ის ფავოროტი დიანა დე პუატიეს ბინა, რომელმაც ეს სასახლე მეფისგან საჩუქრად მიიღო. ანრის სიკვდილის შემდეგ მისმა ცოლმა დიანას სასახლე გამოართვა შომონ-სიურ-ლუარის სანაცვლოდ. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში აქ სამხედრო ჰოსპიტალი იყო განთავსებული.


სხვა რჩეული ფოტოები / რედაქტირება


პულტენის ხიდი, ბათი.

პულტენის ხიდი (ინგლ. Pulteney Bridge), მდებარეობს მდ. ავონზე, ბათში, ინგლისი, და აიგო 1773 წელს. პროექტის ავტორია რობერტ ადამი. ეს არის ერთ-ერთი იმ ოთხი ხიდიდან მსოფლიოში, რომელსაც მთელ პერიმეტრზე მაღაზიები აქვს ჩამწკრივებული.

ხიდს სახელი ფრენსის პულტენის ჰქვია. ეს უკანასკნელი ბათუიკის მამულის მემკვიდრე იყო მდინარის მეორე მხარეს ბათიდან. ბათუიკი მცირე სოფელი იყო, თუმცა ფრენსისის მეუღლე უილიამ ჰონსტოუნი მასში დიდ პოტენციალს ხედავდა. მან შექმნა გეგმა ამ ადგილას ახალი ქალაქის მშენებლობისთვის, რომელიც ისტორიული ბათის გარეუბანი უნდა გამხდარიყო. ამისთვის მას არსებულ ბორანზე უკეთესი კავშირი სჭირდებოდა, შესაბამისად გაჩნდა ეს ხიდიც.


სხვა რჩეული ფოტოები / რედაქტირება


ვულუორზ ბილდინგი
ვულუორზ ბილდინგი

ვულუორზის შენობა ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე განთქმული ცათამბჯენია ნიუ-იორკ სიტიში. შენობა ნეო-გოთურ სტილშია აგებული არქიტექტორ კას გილბერტის მიერ 1910 წელს, ფრენკ ვულუორზის დაკვეთით. შენობის ბრწყინვალებისა და ევროპულ გოტიკურ ტაძრებთან მსგავსების გამო გახსნისას მას მყისვე "კომერციის საკათედრო ტაძარი" შეარქვეს, და ის მსოფლიოს უმაღლესი შენობა იყო ნიუ-იორკში 1930 წელს კრაისლერის შენობის დასრულებამდე.



სხვა რჩეული ფოტოები / რედაქტირება


აკაში-კაიკიოს ხიდი
აკაში-კაიკიოს ხიდი

აკაში-კაიკიოს ხიდი (明石海峡大橋 აკაში კაიკიო ო-ჰაში), ასევე ცნობილი როგორც მარგალიტის ხიდი, დაკიდული ხიდია იაპონიაში აკაშის სრუტეზე; აერთებს მაიკოს კობეში და ივაიას ავაძის კუნძულზე, და ჰონსიუ-სიკოკუს გზატკეცილის ნაწილია. ეს ყველაზე გრძელი დაკიდული ხიდია მსოფლიოში დღეისთვის, როგორც საერთო სიგრძით (3.911 მ), ასევე მიცი ცენტრალური ფრთის ზომით (1.991 მ). გეგმით ის ერთ-ერთია სამ ხიდთაგან ჰონსიუ-სიკოკუს მონაკვეთზე.


სხვა რჩეული ფოტოები / რედაქტირება


გრანდ სენტრალ ტერმინალი (ინგლ. Grand Central Terminal) რკინიგზის სადგურია ნიუ-იორკში. 1999 წელს დამთავრებული 12-წლიანი რესტავრაციით გამოჩნდა მთავარი დარბაზის უზარმაზარი ციური სხეულებით მოვარაყებული ჭერი. მანამდე ფრანგი მხატვარი პოლ სეზარ ჰელუს მიერ 1912 წელს მოხატული ჭერი თითქმის სრულიად დაფარული იყო როგორც ეგონათ ქვანახშირისა და დიზელის ჭვარტლით, თუმცა სპექტროსკოპული ანალიზით ეს სინამდვილეში სიგარეტის ნიკოტინის გამონაბოლქვი აღმოჩნდა.


სხვა რჩეული ფოტოები / რედაქტირება