ვარსკვლავის წარმოქმნა
იერსახე
ვარსკვლავის წარმოქმნა არის პროცესი, რომლითაც ვარსკვლავთშორის სივრცეში არსებულ მოლეკულურ ღრუბლებში მკვრივი რეგიონები კოლაფსირდება და ვარსკვლავები წარმოიქმნება. ვარსკვლავის წარმოქმნა, როგორც ასტრონომიის განშტოება, მოიცავს ვარსკვლავთშორისი სივრცისა და გიგანტური მოლეკულური ღრუბლების (გმღ) შესწავლას, როგორც ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების წინამორბედები, ასევე პროტოვარსკვლავებისა და ახალგაზრდა ვარსკვლავური ობიექტების შესწავლას, როგორც მისი უშუალო შედეგები. ის ძალიან ახლო კავშირშია ასტრონომიის სხვა განშტოებასთან — პლანეტის წარმოქმნასთან. ვარსკვლავის წარმოქმნის თეორია მოიცავს ცალკეული ვარსკვლავის წარმოქმნას, მაგრამ ის უნდა ეწყობოდეს ორმაგი ვარსკვლავებისა და საწყისი მასის ფუნქციების სტატისტიკებს.