ეუსტაკიო-მენდესის პროვინცია
იერსახე
პროვინცია | |
---|---|
ეუსტაკიო-მენდესის პროვინცია Provincia Eustaquio Méndez | |
ქვეყანა | ბოლივია |
კოორდინატები | 20°15′00″ ს. გ. 64°50′00″ დ. გ. / 20.25000° ს. გ. 64.83333° დ. გ. |
ფართობი | 4 070 კმ² |
მოსახლეობა | 32 038 კაცი (2001) |
სიმჭიდროვე | 7.9 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTCBOT (UTC-4) |
ეუსტაკიო-მენდესი — პროვინცია ბოლივიაში, ტარიხას დეპარტამენტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩუკისაკის დეპარტამენტი. სახელი ეწოდა პოლივიის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლის, სამხედრო ლიდერ ეუსტაკიო მენდესის პატივსაცემად. პროვინცია ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია 90 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთით 105 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 4 070 კმ²-ია.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2001 წლის მონაცემებით, პროვინციის მოსახლეობა 32 038 ადამიანს შეადგენდა.
- მოსახლეობის 46.9 % 15 წელზე ნაკლები ასაკისაა.
- პროვინციის ძირითადი ენა ესპანურია. მასზე მოსახლეობის 99.7 % ლაპარაკობს; 1.7 % ასევე კეჩუაზე, 0.2 % აიმარაზე და 0.1 % გუარანზე.
- მოსახლეობის 78.1 %-ს არ აქვს ელექტროენერგია, 77.8 %-ს სასმელი წყალი. (1992)
- მოსახლეობის 67.8 % დაკავებულია სოფლის მეურნეობაში, 0.1 % მაღაროებში, 5.9 % მრეწველობაში, 26.2 % მომსახურების სფეროში. (2001)
- მორწმუნეთა 95.1 % კათოლიკეა, 3.1 % პროტესტანტი. (1992)
დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინცია შედგება ორი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფიან. დედაქალაქია სან-ლორენსო.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პროვინციის რუკა დაარქივებული 2012-04-20 საიტზე Wayback Machine.
- ბოლივიის სტატისტიკის ეროვნული ისნტიტუტი
- ტარიხას დეპარტამენტის სოციალური მონაცემები დაარქივებული 2013-03-19 საიტზე Wayback Machine.