შინაარსზე გადასვლა

ემანუელ დე მარტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ემანუელ დე მარტონი
ფრანგ. Emmanuel de Martonne
დაბ. თარიღი 1 აპრილი, 1873(1873-04-01)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი შაბრი[1]
გარდ. თარიღი 24 ივლისი, 1955(1955-07-24)[5] [7] (82 წლის)
გარდ. ადგილი სო[1]
დასაფლავებულია მონპარნასის სასაფლაო
მოქალაქეობა საფრანგეთი
საქმიანობა გეოგრაფი და კლიმატოლოგი
მუშაობის ადგილი პარიზის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლა
მამა Alfred de Martonne
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი[3] , კალუმის გეოგრაფიული მედალი, ვეგას მედალი, ვიქტორიას მედალი, Prix Fabien, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი[3] და Binoux Prize
გავლენა მოახდინეს

ემანუელ დე მარტონი (ფრანგ. Emmanuel de Martonne; დ. 1 აპრილი 1873 — გ. 24 ივლისი 1955) — ფრანგი გეოგრაფი. მონაწილეობა აქვს მიღებული პარიზის მშვიდობის კონფერენციაში.

1882 წელს შევიდა პარიზის უმაღლეს ნორმალურ სკოლაში. უმაღლესი განათლება მიიღო ისტორიისა და გეოგრაფიის დარგში. საველე კვლევები ჩაატარა ევროპის ქვეყნებში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. მისი ძირითადი შრომები მიეძღვნა ზოგად და რეგიონულ ფიზიკურ გეოგრაფიას.

მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფიზიკური გეოგრაფიისა და გეომორფოლოგიის საფუძვლების დამუშავებაში; კლიმატების კლასიფიკაციის შემუშავებაში, აგრეთვე ფიზიკურ-გეოგრაფიულ ქვეყანათმცოდნეობაში. მუშაობდა ფერდინანდ ფონ რიხტჰოფენთან და ალბრეხტ პენკთან ერთად. 1899 წლიდან ასწავლიდა რენის უნივერსიტეტში.

1905 წელს ჩააბარა ლიონის უნივერსიტეტში, ხოლო 4 წლის შემდეგ სორბონში. 1909 წლიდან პარიზის უნივერსიტეტის პროფესორია. პარიზის მშვიდობის კონფერენციის დროს პირველი მსოფლიო ომის შემდეგ იყო საგარეო საქმეთა მინისტრის — ანდრე ტარდიესა და პრემიერ-მინისტრის ჟორჟ კლემანსოს მრჩეველი; აგრეთვე ლობირებდა საფრანგეთის შემადგენლობაში ელზას-ლოთარინგიის დაბრუნებას.

1933 წელს გახდა რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო წევრი. 1938-1952 წლებში იყო საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის პრეზიდენტი (1952 წლიდან საპატიო პრეზიდენტი). 1939 წელს მიენიჭა კალუმის გეოგრაფიული მედალი, ხოლო 1950 წელს ვიქტორიას მედალი. 1942 წლიდან გახდა საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #116811676 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 3.2 Léonore databaseministère de la Culture.
  4. SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 Babelio — 2007.
  6. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  7. 7.0 7.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas, R. Mathis — 2009.