ეიზენჰაუერის დოქტრინა
ეიზენჰაუერის დოქტრინა მიუთითებს დუაიტ ეიზენჰაუერის მიმართვაში კონგრესისადმი 1957 წლის 5 იანვარს. დოქტრინის მიხედვით ქვეყანას შეეძლო ეკონომიკური ან (სხვა ქვეყნიდან აგრესისიის შემთხვევაში) სამხედრო დახმარება ეთხოვა ამერიკისთვის. აიზენჰაუერმა გამოარჩია სსრკ-დან საფრთხე და აშშ-ს სამხედრო კომიტეტს უფლება მისცა „დაეცვა ტერიტორიული მთლიანობა და პოლიტიკური დამოუკიდებლობა ისეთი ქვეყნებისა, რომლებიც ითხოვენ დახმარებას რომელიმე საერთაშორისო კომუნიზმს დაქვემდებარებული ქვეყნის აშკარა აგრესიის წინააღმდეგ“[1].
გლობალურ პოლიტიკურ კონტექსტში, დოქტრინა იყო გამოხმაურება შესაძლო ომისა, რომელსაც სსრკ-ს, სუეცის კრიზისის საბაბით, ეგვიპტეში შესაძლო შესვლა მოასწავებდა. რეგიონში წარმოქმნილი უხელისუფლებობის გამო, რომელიც ინგლისური და ფრანგული მხარეების წარუმატებლობას მოჰყვა, ეიზენჰაუერმა ჩათვალა, რომ თავისი გავლენის გაზრდა აუცილებელი იყო. სიტუაციას ართულებდა ეგვიპტის პრეზიდენტის ნასარის პოლიტიკა. მან განალაგა ბაზები, რომლებსაც იყენებდა აშშ-სა და სსრკ-ს ინტერესთა შესაჯახებლად. ამასთან ნასარი იღებდა სსრკ-სგან დახმარებას.
რეგიონულ დონეზე, დოქტრინის მიზანი იყო დახმარება არაბული რეჟიმებისა უზრუნველეყო ნასარის პოლიტიკური კონტროლის ალტერნატივა.
დოქტრინა 5 მარტს დაამტკიცა კონგრესმა 422 ხმით 79 ხმის წინააღმდეგ. 9 მარტს გამოცხადდა ოფიციალურად კონგრესის რეზოლუციაზე პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ.
შეიარაღებული ძალები პირველად გამოიყენეს ლიბანის კრიზისისას, როცა ამერიკის სამხედრო ძალებმა მოახდინეს ინტერვენცია ლიბანში.
დოქტრინის მიზნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დოქტრინა მიზნად ისახავდა არაბულ ქვეყნებში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჩახშობას, აგრეთვე იქ (სუეცის კრიზისის გამო ინგლის-საფრანგეთის პოზიციების დასუსტებასთან დაკავშირებით) აშშ-ის პოზიციების განმტკიცებას. დოქტრინის განსახორციელებლად ასიგნებულ იქნა 200 მლნ. ამერიკული დოლარი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქსე, ტ. IV, გვ. 59–60, თბ. 1979.