დიკლოსმთა
იერსახე
დიკლოსმთა | |
---|---|
დიკლოსმთა | |
კოორდინატები: 42°29′18″ ჩ. გ. 45°46′31″ ა. გ. / 42.488444° ჩ. გ. 45.775500° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | ახმეტის მუნიციპალიტეტი ჩეჩნეთი დაღესტანი |
სიმაღლე | 4285 მ |
ქედი | პირიქითი ქედი |
ამგებელი ქანები | თიხის ფიქალი და ქვიშაქვა |
სურათები ვიკისაწყობში |
დიკლოსმთა — მწვერვალი საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის აღმოსავლეთ ნაწილში, პირიქითის ქედზე, საქართველოსა და რუსეთის (ჩეჩნეთი და დაღესტანი) საზღვარზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 4285 მ. აგებულია ქვედაიურული თიხის ფიქალისა და ქვიშაქვისაგან. აქვს რელიეფის მყინვარული და ეროზიულფორმებიანი ციცაბო კალთები. ჩრდილო და სამხრეთ კალთებზე თანამედროვე მყინვარებია. განვითარებულია სუბალპური, ალპური, სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩანგაშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 430.