დემოკრატიულ-რესპუბლიკური პარტია (აშშ)
Democratic-Republican Party დემოკრატიულ-რესპუბლიკური პარტია | |
---|---|
ქვეყანა | აშშ |
ისტორია | |
დამფუძნებლები | ტომას ჯეფერსონი, ჯეიმზ მადისონი |
დაფუძნდა | 1792 |
დაიშალა | 1825 |
პოზიციები | |
იდეოლოგია | ჯეფერსონიზმი, კლასიკური ლიბერალიზმი, რესპუბლიკანიზმი |
შტაბ-ბინა | ვაშინგტონი |
დემოკრატიულ-რესპუბლიკური პარტია (ინგლ. Democratic-Republican Party) — აშშ-ის პოლიტიკური პარტია. დაარსდა დაახლოებით 1792 წელს ტომას ჯეფერსონის და ჯეიმზ მადისონის მიერ და 1800-1824 წლებში აშშ-ის დომინანტი პარტია იყო.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1789 წელს შეიქმნა ანტიადმინისტრაციული პარტია, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ჯეიმზ მადისონი და ტომას ჯეფერსონი. ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ხაზინის პირველი მდივნის, ალექსანდრე ჰამილტონის პოლიტიკას ჯორჯ ვაშინგტონის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს. ფედერალისტური პარტიისგან განსხვავებით, ანტიადმინისტრაციულ პარტიას არაორგანიზებული პოლიტიკური სტრუქტურა ჰქონდა. პარტიის წევრების უმეტესობა ანტიფედერალისტები იყვნენ, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ აშშ-ს კონსტიტუციის რატიფიკაციას.
1792 წელს ტომას ჯეფერსონმა დემოკრატიულ-რესპუბლიკური პარტია ჩამოაყალიბა, რომელსაც მეორენაირად „ჯეფერსონის რესპუბლიკელებსაც“ უწოდებდნენ. დემოკრატ-რესპუბლიკელები ფედერალისტური პარტიის ფისკალური და საგარეო პოლიტიკის მოწინააღმდეგეები იყვნენ. პარტია 1824 წელს რამდენიმე ფრაქციად დაიშალა. ერთი მათგანი, რომელსაც ენდრუ ჯექსონი ხელმძღვანელობდა, თანამედროვე დემოკრატიული პარტიის საფუძველი გახდა, ხოლო მეორე, რომელსაც ჯონ კუინსი ადამსი და ჰენრი კლეი მეთაურობდნენ ნაციონალ-რესპუბლიკურ პარტიად ჩამოყალიბდა.
აშშ-ის პრეზიდენტები დემოკრატიულ-რესპუბლიკური პარტიიდან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტომას ჯეფერსონი (1801–1809)
- ჯეიმზ მადისონი (1809–1817)
- ჯეიმზ მონრო (1817–1825)
- ჯონ კუინსი ადამსი (1825–1829)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Banning, Lance. The Jeffersonian Persuasion: Evolution of a Party Ideology (1980)
- Beard, Charles A. Economic Origins of Jeffersonian Democracy (1915)
- Brown, Stuart Gerry. The First Republicans: Political Philosophy and Public Policy in the Party of Jefferson and Madison 1954.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- A New Nation Votes: American Election Returns 1787-1825 დაარქივებული 2008-07-25 საიტზე Wayback Machine.