შინაარსზე გადასვლა

დასახლებული პუნქტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დასახლებული პუნქტიმოსახლეობის გაერთიანება განაშენიანებული მიწის ნაკვეთზე. დასახლებული პუნქტის აუცილებელი პირობაა მისი მუდმივი გამოყენება სამოსახლოდ. დასახლებული პუნქტი მოსახლეობის გეოგრაფიის ერთ-ერთი ძირითადი მეცნიერული კატეგორიაა. მის მრავალგვარობას, მატერიალურ ფორმებს განსაზღვრავს საერთო სოციალურ-ეკონომიკური პირობები და საწარმოო ძალთა დონე. ამავე დროს დასახლებული პუნქტის საერთო სახე, მისი ნაგებობები ასახავს მატერიალური კულტურის ეროვნულ ხასიათს, ხალხის ტრადიციებს. დასახლებული პუნქტის ბუნებრივი გარემოცვა გავლენას ახდენს მის მატერიალურ ფორმირებაზე.