გრეის კელი
გრეის კელი | |
---|---|
გრეის კელი 1956 | |
მონაკოს 17-ე პრინცესა | |
მმართ. წლები: | 18 აპრილი, 1956 – 14 სექტემბერი, 1982 |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 12 ნოემბერი, 1929 |
დაბ. ადგილი: | ფილადელფია, პენსილვანია |
გარდ. თარიღი: | 12 სექტემბერი, 1982 (52 წლის) |
გარდ. ადგილი: | ლა-კოლე, მონაკო |
დაკრძ. ადგილი: | წმინდა ნიკოლოზის ტაძარი |
მეუღლე: | რენიე III |
შვილები: | |
სრული სახელი: | გრეის პატრიცია კელი |
დინასტია: | გრიმალდი (ქორწინებით) |
მამა: | ჯონ ბრენდან კელი |
დედა: | მარგარეტ კატერინ მაიერი |
რელიგია: | კაოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
გრეის პატრიცია კელი (ინგლ. Grace Patricia Kelly; დ. 12 ნოემბერი, 1929, ფილადელფია — გ. 14 სექტემბერი, 1982, მონაკო, ავტოავარიის დროს) — ამერიკელი მსახიობი, კინოაკადემიის ჯილდოს ლაურეატი, 1956 წლიდან იყო მონაკოს ტახტის მემკვიდრის რენიე III-ის მეუღლე. მონაკოს რიგით მე-10 პრინცესა. მონაკოს ამჟამინდელი მმართველის, პრინც ალბერ II-ის დედა.
ამერიკის კინოინსტიტუტის სიაში „AFI-ის 100 წელი... 100 ვარსკვლავი“ გრეისი კელი მე-13 ადგილზე დაასახელდა,[1] ხოლო 2001 წელს, ინგლისურმა ჟურნალმა „ვოგმა“ გამოაქვეყნა „ყველა დროის 100 ყველაზე ელეგანტური ქალბატონის“ სია, სადაც გრეისი კელი პირველ ადგილზე აღმოჩნდა.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გრეის პატრიცია კელი დაიბადა 1929 წლის 12 ნოემბერს ფილადელფიაში, პენსილვანიის შტატში გავლენიან ოჯახში.[2] მამამისმა, ირლანდიელ-ამერიკელმა,[3] ჯონ ბრენდან კელიმ 1920 წელს მოიგო 3 ოქროს მედალი ნიჩბოსნობაში, მას ასევე ჰქონდა აგურის მწარმოებელი საკუთარი ფირმა — „კელი, აგურის სამუშაოები“ ფილადელფიის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ამ ფირმამ ის მილიონერად აქცია. კელის დედას მარგარეტ კატერინ მაიერს ჰყავდა გერმანელი მშობლები.[4][5] ის იყო პირველი ქალი მწვრთნელი ქალთა სპორტული გუნდისა პენსილვანიის უნივერსიტეტში.[5][6] ის ასევე ახალგაზრდობაში მუშაობდა მოდელად. ის მესამე შვილი იყო ოჯახში. გრეის ჰყავდა უფროსი და პეგი, ძმა ჯონი და უმცროსი და ლიზანა, რომლებიც იზრდებოდნენ კათოლიკური რწმენით იზრდებოდნენ.[7][8] მისი ბიძა ჯორჯ კელი იყო ცნობილი დრამატურგი, პულიცერის პრემიის ლაურეატი.[9] ის იზრდებოდა მდიდრულ სახლში ფილადელფიაში.
1934 წლიდან სწავლობდა სასულიერო დანიშნულების კოლეჯში — „ღვთისმშობლის აკადემია“, სადაც გრეისმა მიიღო მკაცრი კათოლიკური განათლება. როცა 6 წლის გახდა, საშობაო სპეკტაკლში მიიღო მონაწილეობა, ეს იყო მისი პირველი როლი თეატრში.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1947 წელს დაწყებითი სწავლა-განათლების დამთავრების შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა ნიუ-იორკში, სადაც მუშაობა დაიწყო ფოტომოდელად, მალევე ჟურნალ „კოსმოპოლიტენის“ გარეკანზე მოხვდა. პარალელურად ის სწავლობდა ქიმიას და ასევე 2 წელი სწავლობდა ამერიკის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება — დრამატული ხელოვნების აკადემიაში. მალევე მან მრავალი როლი შეასრულა სხვადასხვა პიესებში. გრეისმა ასევე უამრავი სარეკლამო კონტრაქტი მიიღო სიგარეტისა და ლუდის მწარმოებელი კომპანიებიდან, რომელზეც გრეისი სიამოვნებით თანხმდებოდა.
1949 წელს, საბოლოოდ მოახერხა ბროდვეიზე ეთამაშა იოჰან სტრინბერგის პიესაში — „მამა“- ში. 1950-დან 1954 წლამდე გრეისი გამოჩნდა სხვადასხვა სატელევიზიო შოუში. 1951 წელს კი როლი მიიღო ჰენრი ჰეთეუეის დრამატულ ეპიზოდურ ფილმში „14 საათი“, სადაც ითამაშა 40 ეპიზოდში. ამ სერიალმა პოპურალურობა მოუტანა და ამერიკის სათაყვანებელ ქალად აქცია
მომდევნო წელს (1952) გრეისი კელიმ მთავარი როლი მიიღო ფრედ ცინემანის ვესტერნ ფილმში — „ზუსტად შუადღეს, სადაც მისი პარტნიორი იყო გერი კუპერი. 1953 წელს ჯონ ფორდმა მიიწვია ფილმ „მოგამბოში“, სადაც მისი პარტნიორები იყვნენ კლარკ გეიბლი და ავა გარდნერი. ამ ფილმისთვის გრეისი ნომინირებული იყო ოსკარზე, როგორც საუკეთესო მსახიობი ქალი.
1954 წელს მონაწილეობა მიიღო ბინგ კროსბის ფილმ „სოფლელ გოგონაში“, სადაც ერთი ალკოჰოლისტის ცოლის როლი შეასრულა, ფილმისთვის 1955 წელს იგი კიდევ ერთხელ წარდაგინეს „ოსკარზე“, როგორც საუკეთესო ქალის შემსრულებელი, რამაც ჰოლივუდში მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მალევე მონაწილეობა მიიღო ალფრედ ჰიჩკოკის სამ ფილმში. ორი მათგანი — მკვლელობაზე — (პირველი — „მკვლელობის შემთხვევაში აკრიფეთ M" (1954) და მეორე — „ფანჯარა ეზოს მხარეს“ (1954)). მისი ალფრედ ჰიჩკოკის მესამე ფილმი იყო „ქურდის დაჭერა“ კერი გრანტი ერთად, როლით ფრენსის სტივენსი.
1955 წელს MGM-მა გამოუშვა კელის ბოლო ფილმი, მუსიკალური კომედია „მაღალი საზოგადოება“, დაფუძნებული კომედიურ ფილმზე „ფილადელფიის ამბავი“ (1940)
ამერიკის კინოინსტიტუტმა „100 საუკეთესო კინოს ვარსკვლავების“ სიაში გრეისი მე-13 ადგილზე დაასახელა.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1948 წელს გრეისის ცხოვრებაში გამოჩნდა დონ რიჩარდსონი, რომელმაც გრეის ცოლობა შესთავაზა, რაზეს გრეისი დასთახმდა. თუმცა მათი ქორწინების წინააღმდეგები იყვნენ გრეისის მშობლები. მშობლებმა გაიგეს, რომ დონი კვლავ პირველ ქორწინებაში იყო და ქალიშვილს მასთან კავშირი აუკრძალეს.
1949 წელს გრეის კელის ცხოვრებაში გამოჩნდა ირანის შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი, რომელმაც გრეისს ცოლობა სთხოვა, თუმცა უარი მიიღო.
1953 წელს კელის ურთიერთობა ჰქონდა ფილმი „მოგამბოს “მთავარი როლის შემსრულებელ კლარკ გეიბლთან. მათი ურთიერთობა გადაღებების დასრულების შემდეგ დასრულდა.
გრეისს ამის შემდეგ ჰქონდა 3 წარუმატებელი ურთიერთობა: პირველად რეი მილანდი. მათ რომანს სკანდალი მოჰყვა, რადგან მილანდი დაქორწინებული იყო, მის მეუღლეს კი გავლენიანი მეგობრები ჰყავდა. მეორედ უილიამ ჰოლდენთან, თუმცა ჯონ კელიმ სასიძო კვლავ დაიწუნა. მას მესამე და საბოლოო რომანი იტალიელ დიზაინერთან, ოლეგ კასინისთან ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ურთიერთობა ყველაზე ხანგრძლივი და სერიოზული იყო, ოჯახმა კვლავ უარყო ქალიშვილის არჩევანი და მათი ურთიერთობაც დასრულდა.
ურთიერთობა პრინც რენიერთან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კელი ხელმძღვანელობდა აშშ-ს დელეგაციას კანის კინოფესტივალზე 1955 წლის აპრილში. მასში მოწვეული იყო პრინცი რენიე, გრეისი ჟურნალ „პარი მატჩის“ გარეკანზე მოსახვედრად უნდა შეხვედროდა მას.
1955 წლის 6 მაისს მონაკოს პრინცის სასახლეში შეხვედრა შედგა[10] და მან და პრინცმა ჟურნალის გარეკანისათვის ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და გაუღიმეს. პრინცმა გრეისს სასახლე დაათვალიერებინა, ბაღში გაასეირნა. როდესაც კელის ჰკითხეს, თუ როგორ მოეწონა პრინცი, მან უპასუხა: „მომხიბვლელია, ჩემი აზრით, ძალიან მომხიბვლელია“. შემდეგ პრინცს მოკლე, თავაზიანი ბარათი გაუგზავნა, სადაც მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. ასე დაიწყო მათი მიმოწერა, რომელიც ნახევარ წელიწადს გაგრძელდა. პრინცთან თავდაპირველი ვიზიტის დროს, იგი ხვდებოდა ოლეგ კასინის.
1955 წლის 16 დეკემბერს რენიე ნიუ-იორკში ჩავიდა ოფიციალურად დანიშნულ 2 თვიან ტურზე ამერიკაში თუმცა მისი მთავარი მიზანი იყო მოეძებნა მეუღლე, რადგან საფრანგეთთან 1918 წელს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით (რასაც მოჰყვა მონაკოს მემკვიდრეობის კრიზისი 1918 წელს.) თუ მონაკოს არ ეყოლებოდა მემკვიდრე, მაშინ მონაკო იძულებული იქნებოდა საფრანგეთს შეერთდებოდა. შეერთებულ შტატებში გამართულ პრესკონფერენციაზე რენიერს დაუსვეს კითხვა, ჰყავდა თუ არა ცოლი, მან უპასუხა: „არა“. შემდეგ მეორე კითხვა დაუსვეს: „თუ შენ გეყოლება ცოლი, ვინ მოგეწონებათ?"“, რენიემ გაიცინა და უპასუხა: „არ ვიცი - საუკეთესო“. რენიემ აღნიშნა მისი რჩეული როგორი უნდა ყოფილიყო: „გრძელი თმით, შემოდგომის ფოთლების ფერით, რომელშიც თითქოს ცურავს ქარი, თვალები კი ექნებოდა ისეთი ლურჯი, როგორიც აქვს ხოლმე ზღაპრულ ფერიას“.
30 წელს გადაცილებული რენიეს სჭირდებოდა მეუღლე, მონაკოს მემკვიდრეობის გადასარჩენად, ამ მიზნებისათვის კი გრეის კელიზე უკეთესი ქალი მას ამქვეყნად არ ეგულებოდა. აშშ-ში ყოფნისას, 1955 წლის 25 დეკემბერს რენიე III თავისი ამალით ჯეკ კელის სახლს ეწვია სამი დღის შემდეგ მან ოფიციალურად თხოვა მას ქალიშვილის ხელი. გრეისმა უნებურად წამოიძახა „თანახმა ვარ“. ოჯახებმა დაიწყეს მზადება იმ დროისათვის, რასაც პრესამ უწოდა „საუკუნის ქორწინება“.
გრეისი ნიშნობის ბეჭედს ატარებდა ფილმში, როცა იმღერა კოლი პორტერის სიმღერა „ჭეშმარიტი სიყვარული“ ბრინგ გროსბისთან ერთად.
ქორწილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1956 წლის 4 აპრილს გრეის კელი ხომალდ „კონსტიტუციით“ ამერიკიდან მონაკოში გაემგზავრა.სადაც 20,000 მონაკოელი მას და მის ოჯახს ქუჩაში დახვდა და ულუცავდა. როგორც მონოკოს ნაპოლეონის კოდექსი და კათოლიკური ეკლესიის კანონები მოითხოვდა ქორწილზე აუცილებლად უნდა შესრულებულიყო ორი ცერემონიალი — სამოქალაქო და რელიგიური.[11] 16 წუთიანი სამოქალაქო ცერემონია 1956 წლის 18 აპრილს მონაკოს პრინცის სასახლეში გაიმართა,[11] რასაც მონაკოს 3000 მოქალაქე დაესწრო.[12][13] მომდევნო დღეს საეკლესიო ცერემონიალი გაიმართა მონაკოს წმინდა ნიკოლოზის ტაძარში.[11] ქორწინებას, პირდაპირ ეთერში 30 მილიონზე მეტი მაყურებელი ადევნებდა თვალს, როგორც ბიოგრაფი რობერტ ლაისი ამბობს, ეს იყო „პირველი თანამედროვე მოვლენა, რომელიც გაუშვეს მედიაში“.[13]
გრეისის საქორწილო კაბა შექმნილია MGM-ის აკადემიის ჯილდოს მფლობელი ჰელენ როუზის მიერ.[13] კაბაზე ექვსი კვირის განმავლობაში მუშაობდა 30 მკერავი. ქორწილს ესწრებოდა 700-მდე სტუმარი, მათ შორის არიან რამდენიმე ცნობილი ადამიანები: არისტოტელე ონასისი, კერი გრანტი, დევიდ ნივენი და მისი მეუღლე ჰოროდისი, გლორია სუონსონი, ავა გარდნერი, აღა-ხან III, გლორია გინესი,[14] ენიდ ლინდემანი, ლედი დიანა კუპერი, ლუის დე ვილმორინი, ლოელია ლინდსენი და კონრად ჰილტონი. ქორწილში დაპატიჟებული იყო ფრენკ სინატრაც, თუმცა არ დასწრებია ცერემონიალს.[15][16] ახალდაქორწინებულმა წყვილმა თაფლობის თვე ხმელთაშუაზღვისპირეთის შემოვლაში გაატარეს,[13][17] როცა მონაკოში დაბრუნდნენ პრინცის ბრძანებით მონაკოში აკრძალეს გრეისის ფილმების ჩვენებაც.
მათ სამი შვილი შეეძინათ. ქორწინებიდან 9 თვეში დაიბადა პრინცესა კაროლინა, ორი წლის შემდეგ კი მონაკოს პრინცი ალბერ მეორე, მესამე შვილი პრინცესა სტეფანია დაიბადა 1965 წელს.
1962 წელს კელის შესთავაზეს როლი ფილმ „მარნიში“, თუმცა მონაკოში საზოგადოებრივი აღშფოთების გამო მან საბოლოოდ უარი თქვა ფილმზე.
სიკვდილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1982 წლის 13 სექტემბერს გრეისი თავის უმცროს ქალიშვილ სტეფანიასთან ერთად მონაკოში გამგზავრებას აპირებდა, რომელიც უკვე 17 წლის იყო. გრეისმა თავად გადაწყვიტა მანქანის საჭესთან დაჯდომა, მონაკოს ერთ-ერთ მოსახვევში გრეისმა მანქანაზე კონტროლი დაკარგა და ვეღარ შეძლო დაემორჩილა საკუთარი „Rover P6 3500“[18] და ქალიშვილთან ერთად 37 მეტრი (120 ფუტი) სიღრმის ხევში გადაიჩეხა. დედა-შვილი პრინცესა გრეისის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმები მიიჩნევნდენ, რომ გრეისმა განიცადა მცირედი ინსულტი მანქანის მართვის დროს, რამაც გამოიწვია ავარია.[19] სამშაბათს 14 სექტემბერს ექიმმა შატლენმა გრეისის ქმარ-შვილს განუცხადა, რომ ქალის მდგომარეობა უიმედო იყო და ისინი იძულებულნი იყვნენ ხელოვნური სუნთქვის აპარატი გამოეთიშათ. 1982 წლის 14 სექტემბერს, 10:55 საათზე, 52 წლის ასაკში გრეისი კელი გარდაიცვალა.[20]
სტეფანიამ ავარიის დროს განიცადა მცირე ტვინის შერყევა და მცირე მოტეხილობა,[21] რის გამოც ვერ დაესწრო დედის დაკრძალვას.
გრეისი დაკრძალეს 18 სექტემბერს ოჯახის საძვალეში გრიმალთან, წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში, მონაკოში.[22] დაკრძალვას 400-მდე სტუმარი ესწრებოდა, რომელთა შორის იყვნენ უცხო ქვეყნების მთავრობის წარმომადგენელები. სტუმრებს შორის იყვნენ: ბრიტანეთის სამეფო სახლის წარმომადგენელი, უელსის პრინცესა დაიანა, კერი გრანტი, ნენსი რეიგანი, დანიელ მიტერალდი, ფარაჰ ფეჰლევი და სხვა.
დაახლოებით ასი მილიონი მაყურებელი მთელ მსოფლიოში უყურებდა მის დაკრძალვას. მოგვიანებით ჯეიმზ სტიუარტმა თქვა შემდეგი სიტყვები:
ხოლო ფრენკ სინატრამ გრეისის დაკრძალვაზე მას — „დაბადებიდან დედოფალი“ უწოდა. ამბობენ, რომ გრეისის დაკრძალვაზე მთელი მონაკო ტიროდა.
პრინცი რენიე, რომელიც გრეისის გარდაცვალების შემდეგ ხელახლა არ დაქორწინებულა, 2005 წელს გარდაიცვალა, ის გრეისის გვერდით დაკრძალეს.[23] მათ აკლდამაზე წერია „მშვიდობა და დუმილი“.
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოდა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1930-იან წლებში მოდის სახლმა „ჰერმესმა“ გამოუშვა ყველასთვის მისაწვდომი ტყავის ჩანთა „Sac à dépêches“. 1954 წელს ალფრედ ჰიჩკოკმა კოსტიუმების დიზაინერ ედიტ ჰედს საშუალება მისცა ფილმ „ქურდის დაჭერის“ მთავარი როლის შემსრულებელი გრეის კელისთვის ჰერმესიდან შეეძინა აქსესუარები. ჰედის თქმით კელის შეუყვარდა ეს ჩანთა. მისი ქორწინებიდან თვეების შემდემ, როცა კელი კაროლინზე იყო ორსულად, მან ფოტოების გადაღებისთვის ეს ჩანთა გამოიყენა, რადგან თავის ორსული მუცელი პაპარაცებისგან დაემალა. ეს ფოტოები ნაჩვენები იყო ჟურნალ „ცხოვრებაში“. 1950-იან წლებში ჩანთა ძალიან პოპულარული გახდა, რადგან ჰოლივუდელი გრეისი მიიჩნეოდა მოდის დედოფლად. ამიტომ 1977 ჩანთას შეუცვალეს სახელი და დაარქვეს „კელი“. დღეს ამ ჩანთის მოდელის საწყისი ფასი 11 ათასი დოლარია. ის ჩანთა, რომელიც კელის ეჭირა ფოტოებში დღეს ინახება მონაკოს სასახლის არქივში.
მრავალი გამოფენა გაიმართა კელის ცხოვრების ამსახველი ფოტოებისა და ტანსაცმლისა. ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმში 2006 წელს მისი ქორწილის 50 წლისთავზე გამოიფინა მისი საქორწილო კაბა, რომელიც შექმნა MGM-ის აკადემიის ჯილდოს მფლობელმა ჰელენ როუზმა. კაბაზე ექვსი კვირის განმავლობაში მუშაობდა 30 მკერავი. კაბის შესაქმნელად 25 მეტრი საუკეთესო აბრეშუმი და 100 მეტრი აბრეშუმის მაქმანი გამოიყენეს, რომელიც ქორწილამდე 125 წლით ადრე დაამზადეს ფრანგმა მემაქმანეებმა. თავსაბურავისთვის კი ათასობით მარგალიტი.
2010 წლის აპრილში ლონდონში ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმში ჩატარდა მისი ტანსაცმელის გამოფენა,[24] სადაც ტანსაცმელთან ერთად წარმოდგენილი იყო ჩანთა „კელი“.
კელი მრავალი თანამედროვე დიზაინერის შთაგონებად იქცა.
პრინცესა გრეისი ვარდების ბაღი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრინცესა გრეისის ვარდების ბაღი არის მონაკოს ფონტვიეილის რაიონში. ბაღი ეძღვნება კელის ხსოვნას. 1984 წელს გაიხსნა რენიე III-ის მიერ.[25] მას 4 ჰექტარის (9,9 აკრი) ზომის მიწა აქვს დაკავებული ფონტვიეილის ბაღთან ერთად და ის ღიაა ყოველდღე დილიდან საღამომდე. ბაღში არის გრეისის ქანდაკება, რომელიც ცნობილი მოქანდაკის კის ვერკადეს მიერ არის შესრულებული, ქანდაკება 4000 ვარდისგან შედგება.[26]
კელის ოჯახის სახლი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კელის ოჯახის სახლი 1929 წელს ჯონ ბ. კელის მიერ აშენდა, ფილადელფიის აღმოსავლეთის ნაწილში. გრეისი ცხოვრობდა ამ სახლში 1950 წლამდე. ამ სახლში პრინცმა რენიემ სთხოვა ხელი. კელის ოჯახმა გაყიდა თავისი ქონება 1974 წელს.[27][28] პრინცმა ალბერტმა შეიძინა სახლი, რათა გამოეყენებინა მუზეუმად.[29][30]
გრეისი კულტურაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიმღერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გრეისი კელის ეძღვნება ბრიტანელი მომღერალ მიკას სიმღერა „გრეისი კელი“.
ფილმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გრეის კელის ცხოვრებას რამდენიმე ფილმი ეძღვნება
- 1983 წელს ამერიკელებმა გადაიღეს დოკუმენტური ხასიათის სატელევიზიო ფილმი „გრეისი კელი“, ფილმში ასახულია კელის ადრეული ცხოვრება, ფილმში მონაწილეობდნენ ჩერილ ლედი, როგორც კელი და იან მაკშეინი, როგორც რეინერი.[31]
- სატელევიზიო ფილმი „მთავარი მოწმე“
- 2014 წელს გადაღებული ფილმი „მონაკოს პრინცესა“ სადაც კელის როლის ასრულებს ნიკოლ კიდმანი.
მონეტები და საფოსტო მარკები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2007 წელს, მონაკომ გამოაქვეყნა 20001 ცალი 2 ევროს მონეტა, რომელიც მიეძღვნა გრეის კელის გარდაცვალების 25 წლისთავს. ეს 2 ევროს მონეტა ყველაზე იშვიათია და აქვს მცირე მიმოქცევა, ამავდროულად ყველაზე ძვირადღირებულია (აუქციონზე მონეტის ღირებულება აღემატება 1200 ევროს).
- 1993 წელს კელი გამოჩნდა აშშ საფოსტო მარკაზე, რომელიც გამოვიდა მონაკოში.[32]
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1951 | ფ | თოთხმეტი საათი | Fourteen Hours | ლუსი ენი ფულერი |
1952 | ფ | ზუსტად შუადღეს | High Noon | ემი ფაულერ კეინი |
1953 | ფ | მოგამბო | Mogambo | ლინდა ნორდლი |
1954 | ფ | მკვლელობის შემთხვევაში აკრიფეთ მ | Dial M for Murder | მარგო მარი ვენდისი |
1954 | ფ | ფანჯარა ეზოს მხარეს | Rear Window | ლიზა ქეროლ ფრემონი |
1954 | ფ | სოფლელი გოგონა | The Country Girl | ჯორჯი ელჯინი |
1955 | ფ | ქურდის დაჭერა | To Catch a Thief | ფრენსის სტივენსი |
1956 | ფ | გედი | The Swan | პრინცესა ალექსანდრა |
1956 | ფ | მაღალი საზოგადოება (1956) | High Society | ტრეისი სამანტა ლორდი |
1956 | ფ | ქორწილი მონაკოში | The Wedding in Monaco | გრეისი კელი |
1959 | ფ | გლუკი და ლიებე მონაკოში | Glück und Liebe in Monaco | გრეისი კელი |
ჯილდოები, პრემიები და ნომინაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დისკოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „True Love“(ქარ: ჭეშმარიტი სიყვარული), დუეტი ბინგ კროსბისთან (ფილმიდან „მაღალი საზოგადოება“, 1956)
- „L'Oiseau du Nord et L'Oiseau du Soleil“(ქარ:„ჩრდილოეთის ჩიტი და მზის ჩიტი“), ფრანგულად და ინგლისურად (1978)
- „Birds, Beasts & Flowers: A Programme of Poetry, Prose and Music“(ქარ: ჩიტები, ურჩხულები და ყვავილები: პოეზიის, პროზის და მუსიკის პროგრამა“),(1980)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Leigh, Wendy (2007). True Grace: The Life and Times of an American Princess. New York: Thomas Dunne Books. ISBN 0-312-34236-5.
- Taraborrelli, J. Randy (2003). Once Upon a Time: Behind the Fairy Tale of Princess Grace and Prince Rainier. Grand Central Publishing. ISBN 978-0-7595-2790-4.
- Wydra, Thilo (2014). Grace. A Biography. New York: Skyhorse Publishing. ISBN 978-1629145419.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „გრეის კელი“ ვიკისაწყობში.
- გრეის კელი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- გრეის კელი — ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (IBDb) (ინგლისური)*
- გრეის კელი — ბრიტანიკა
- გრეის კელი – ნამდვილი ამბავი ზღაპრის მიღმა დაარქივებული 2017-09-06 საიტზე Wayback Machine.
- პრინც ალბერტის წინაპართა ხე დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
- გრეის კელის წინაპართა სია დაარქივებული 2007-12-18 საიტზე Wayback Machine.
- დედოფალ გრეის ფონდი – USA დაარქივებული 2020-04-10 საიტზე Wayback Machine.
- მონაკოს სამეფო სახლი
- გრეის კელის სურათები
- გრეის კელის სამეფო ქორწილის სურათები დაარქივებული 2011-09-16 საიტზე Wayback Machine.
- მოკლე ფილმი გრეის კელის შესახებ დაარქივებული 2011-11-04 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Profile. Wayback Machine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ივლისი, 2011.
- ↑ High Society (washingtonpost.com). ციტირების თარიღი: 2 ივნისი, 2016.
- ↑ Jacobs, Laura. Grace Kelly's Forever Look.
- ↑ Margarethe M. Majer, 13 Dec 1898; "Pennsylvania, Philadelphia City Births, 1860-1906".
- ↑ 5.0 5.1 Margaret Majer Kelly (1899 -1990). University of Pennsylvania. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-27. ციტირების თარიღი: 2018-07-24.
- ↑ Kaplan, Tracey (8 იანვარი, 1990). „Margaret Kelly, 91; Princess Grace's Mother, Head of Influential Family“. Los Angeles Times. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ Spoto, Donald; Forshaw, Barry (28 მაისი, 2009). „Grace Kelly and Hollywood by Donald Spoto“. The Times. UK. ციტირების თარიღი: 20 მაისი, 2010. ციტატა: „Born in 1929 and raised by stiff-necked Catholic parents in Philadelphia … Philadelphia convent girl (always remaining Roman Catholic) ...“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Jacobs, Laura (მაისი, 2010). „Grace Kelly's Forever Look“. Vanity Fair. ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი, 2010. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Leigh 2007
- ↑ Annenberg, Walter H., ed. (May 7, 1955). „Grance Kelly Visits Monaco Prince“. The Philadelphia Inquirer. 252 (127). Philadelphia, PA. p. 1 – წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ.
- ↑ 11.0 11.1 11.2 (April 30, 1956) The Big Week in Monaco: Movies' Pretty Princess Assumes a Real Life Title. Time Inc, გვ. 37. „'I'm halfway married,' she exclaimed after the first wedding, a 16-minute civil ceremony in his crimson-damasked throne“
- ↑ Hintz, Martin (2004). Monaco. Children's Press. ISBN 978-0-516-24251-4.
- ↑ 13.0 13.1 13.2 13.3 Choron, Sandra; Choron, Harry (2010) Planet Wedding: A Nuptial-pedia. Houghton Mifflin Harcourt, გვ. 103. ISBN 978-0-618-74658-3.
- ↑ Vickers, Hugo (2007). Horses & Husbands – The Memoirs of Etti Plesch, გვ. 170. ISBN 978-1-904349-54-9.
- ↑ Quine, Judith Balaban (1990). The Bridesmaids: Grace Kelly and Six Intimate Friends. Pocket Books. ISBN 978-0-671-70770-5.
- ↑ Davies, Jennifer. Fatal Car Accidents of the Rich and Famous. RW Press, გვ. 38. ISBN 978-1-909284-04-3.
- ↑ Taraborrelli 2003, p. 149
- ↑ References:
- Establishing the age and marque of the car: „1982: Hollywood princess dead“. BBC News. September 14, 1982. ციტატა: „After leaving the road her 10-year-old Rover tumbled 100 ft (30.5 m) down a ravine...“
- Establishing the model: Parish, James Robert (2002). The Hollywood Book of Death: The Bizarre, Often Sordid, Passings of More than 125 American Movie and TV Idols, eBook, McGraw Hill, გვ. 23. ISBN 978-0-07-178476-4. ციტირების თარიღი: October 18, 2014. „After loading her Rover 3500 with luggage and dresses to be altered, she informed her chauffeur that there was now no room for him in the car, and that she would drive instead.“
- Establishing the platform: Gerard, Jasper (January 24, 2011). „Classic Rover P6 review“. The Telegraph. London, UK. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 26, 2012. ციტირების თარიღი: October 18, 2014. ციტატა: „It's always a little ominous when a car is best remembered for a tragic mishap, but such, alas, is the fate of the P6; this is what Grace Kelly was driving when she careered off the Corniche in Monaco.“
- ↑ Vinocur, John (September 17, 1982). „Princess Stricken Before Crash, Doctors Say“. New York Times. ციტირების თარიღი: September 23, 2014.
- ↑ Leigh, Wendy (2007) True Grace: The Life and Death of an American Princess. New York, NY: Thomas Dunne Books, გვ. 245. ISBN 978-0-312-34236-4.
- ↑ „BBC On This Day September 14th 1982“. BBC News. September 14, 1985. ციტირების თარიღი: March 13, 2010.
- ↑ Death of Princess Grace – history – central. British Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 მარტი, 2010. ციტირების თარიღი: 13 მარტი, 2010.
- ↑ Monaco Cathedral. Service Informatique du Ministère d'Etat (Monaco Minister of State Information Service) (28 ივლისი, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ივნისი, 2008. ციტირების თარიღი: October 16, 2010.
- ↑ Nikkhah, Roya (22 დეკემბერი, 2009). „Grace Kelly's wardrobe to go on display at V&A museum in London“. The Daily Telegraph. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ Fontvieille Park and the Princess Grace Rose Garden. ციტირების თარიღი: 25 მაისი, 2013.
- ↑ Richard, Sale (June 1, 1999). Provence & Côte D'Azur. Landmark, გვ. 207. ISBN 978-1-901522-45-7. ციტირების თარიღი: May 26, 2013.
- ↑ FRANKOWSKI, MEG. (31 ოქტომბერი, 2012) Pennsylvania historical marker unveiled at Kelly family's former home in East Falls. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-18. ციტირების თარიღი: 2018-07-24.
- ↑ Heavens, Alan J.. (14 ოქტომბერი, 2017) Monaco reportedly buys Grace Kelly's East Falls birthplace. ციტირების თარიღი: 21 ოქტომბერი, 2017
- ↑ Mikelbank, Peter. Prince Albert Buys Mom Princess Grace’s Childhood Home in Philadelphia. ციტირების თარიღი: 21 ოქტომბერი, 2017.
- ↑ American Princess in Philadelphia! Prince Albert Opens Mom Princess Grace's Childhood Home.
- ↑ Grace Kelly. IMDb. ციტირების თარიღი: 10 თებერვალი, 2012.
- ↑ Healey, Barth (21 მარტი, 1993). „U.S. and Monaco Honor Grace Kelly“. New York Times. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება)
|
- გრეის კელი
- დაბადებული 12 ნოემბერი
- დაბადებული 1929
- გარდაცვლილი 14 სექტემბერი
- გარდაცვლილი 1982
- XX საუკუნის ამერიკელი ქალი მსახიობები
- ამერიკის დრამატული ხელოვნების აკადემიის კურსდამთავრებულები
- მონაკოს დედოფლები
- ამერიკელი ქალი კინომსახიობები
- გერმანელი ამერიკელები
- ირლანდიელი ამერიკელები
- ამერიკელი ტელემსახიობი ქალები
- Metro-Goldwyn-Mayer-ის კონტრაქტორები
- ოსკარის მფლობელი კინომსახიობები
- ოქროს გლობუსის გამარჯვებულები
- მონაკოს პრინცესები