შინაარსზე გადასვლა

გველფები და გიბელინები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გველფების და გიბელინების დაპირისპირების XIV საუკუნის გამოსახულება

გველფები (იტალ. guelfi, გერმ. Guelfen / Welfen) — პაპის მომხრე პოლიტიკური მოძრაობა XII—XVI საუკუნის იტალიაში, რომელიც იბრძოდა საღვთო რომის იმპერიის იმპერატორთა და იტალიაში მათი მომხრეების „გიბელინების“ - წინააღმდეგ (უპირატესად შედიოდნენ ვაჭრები და ხელოსნები).

გიბელინები (იტალ. ghibellini, გერმ. Ghibellinen / Waiblinger) — პოლიტიკური მოძრაობა XII—XIII საუკუნის იტალიაში, რომელიც მხარს უჭერდა გერმანიის იმპერატორებს და ებრძოდა პაპის პარტიას - გველფებს (შედგებოდა უპირატესად ფეოდალურ დიდგვარიანთა წარმომადგენლებისაგან).

გველფებსა და გიბელინებს შორის ბრძოლამ ასხვა ჰპოვა ცნობილი ფლორენციელის დანტე ალიგიერის პოემაში „ღვთაებრივი კომედია“ (1307-1321). ავტორი ამ მოვლენების მონაწილე იყო.

გველფების და გიბელინების ერთგული ძირითადი ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გიბელინების ერთგული
ძირითადი ქალაქები
გველფების ერთგული
ძირითადი ქალაქები
ქალაქები, რომლებიც
მერყეობდნენ არჩევანში
არეცო
კრემონა
ფორლი
ლოდი
მოდენა
ოსიმო
პიზა
პისტოია
სიენა
სპოლეტო
ტოდი
ბოლონია
ბრეშა
კრემა
გენუა
მანტუა
ორვიეტო
პერუჯა
ბერგამო
ფერარა
ფლორენცია
ლუკა
მილანი
პადუა
პარმა
პიაჩენცა
ტრევისო
ვერონა
ვიჩენცა

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]