შინაარსზე გადასვლა

გენუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გენუა
Genova
დროშა გერბი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
რეგიონი ლიგურია
პროვინცია გენუა
კოორდინატები 44°24′00″ ჩ. გ. 8°55′00″ ა. გ. / 44.40000° ჩ. გ. 8.91667° ა. გ. / 44.40000; 8.91667
ქალაქის მერი Marco Bucci
ფართობი 240.29 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 20
ოფიციალური ენა იტალიური ენა
მოსახლეობა 558 745 (1 იანვარი, 2023)[1]
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 010
საფოსტო ინდექსი 16100
საავტომობილო კოდი GE
ოფიციალური საიტი comune.genova.it
გენუა — იტალია
გენუა

გენუა (იტალ. Genova [ˈdʒɛːnova]) — ქალაქი ჩრდილო იტალიაში, გენუის ყურის (ლიგურიის ზღვა) ნაპირზე. უკავია 30 კმ სირგძის ვიწრო სანაპირო ზოლი (იტალიის რივიერა). გენუის პროვინციისა და ლიგურიის ოლქის მთავარი ქალაქი. 582 320 ათასი მცხოვრები (2012). ქალაქ-თანამგზავრებთან ერთად ქმნის ურბანიზებულ რაიონს — დიდ გენუას.

ძველად გენუა ლიგურების დასახლება იყო. ძვ. წ. III საუკუნეში რომაელებმა დაიპყრეს და რომის სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო ნავსადგური გახდა. ადრინდელი შუა საუკუნეებში მისი ეკონომიკური მნიშვნელობა დაეცა. ლანგობარდების დროს (641 წლიდან) გენუა იყო საჰერცოგოს, ხოლო IX საუკუნიდან სამარკგრაფოს ცენტრი. XI საუკუნეში, ტირენის ზღვის ჩრდილოეთი ნაწილის არაბებისაგან განთავისუფლების შემდეგ, გენუა გაცხოველებულ ვაჭრობას იწყებს სამხრეთ იტალიასთან, სიცილიასთან, ესპანეთთან, აფრიკასთან. ჯვაროსნულ ლაშქრობებში მონაწილეობამ გენუა უძლიერეს სამხედრო-საზღვაო სახელმწიფოდ აქცია. XII საუკუნეში გენუა წარმოადგენდა ქალაქ-კომუნას. გენუის მთავარი მეტოქეები იყვნენ პიზა და ვენეცია.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლის მუნიციპალური საბჭოს გადაწყვეტილებით ქალაქი გაყოფილია 9 რაიონად.[2]

გენუას 9 რაიონი
ფერარის პიაცას პანორამა.
პანორამული სურათი.

გენუას მეტროპოლიტენის სისტემა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გენუას მეტროპოლიტენის სისტემა.
  • Gino Benvenuti. Le repubbliche marinare. Amalfi, Pisa, Genova e Venezia. Netwon Compton, Rome, 1989.
  • Steven A. Epstein; "Business Cycles and the Sense of Time in Medieval Genoa." Business History Review 62 (1988): 238–60.
  • Hughes Diane Owen. "Kinsmen and Neighbors in Medieval Genoa." In The Medieval City, edited by Harry A. Miskimin, David Herlihy, and Adam L. Udovitch, 1977, 3–28.
  • Hughes Diane Owen. "Urban Growth and Family Structure in Medieval Genoa." Past and Present 66 (1975): 3–28.
  • Lopez Robert S. "Genoa." In Dictionary of the Middle Ages, pp. 383–87. 1982.
  • Vitale Vito. Breviario della storia di Genova. Vols. 1–2. Genoa, 1955.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. https://demo.istat.it/?l=it
  2. Testo del Regolamento sul sito del Comune di Genova. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-06. ციტირების თარიღი: 2009-04-11.