გენოტიპი
იერსახე
გენოტიპი (ბერძ. genos — გვარი და ტიპი) — ორგანიზმის ქრომოსომებში ლოკალიზებური ყველა გენის ერთობლიობა. ტერმინი შემოიღო დანიელმა ბიოლოგმა ვილჰელმ იოჰარსენმა 1909 წელს. ფართო გაგებით გენოტიპი არის ორგანიზმის ყველა მემკვიდრული ფაქტორის — ბირთვულის (გენომი), ციტოპლაზმურის (პლაზმონი) და პლასტიდურის (პლასტიდომი) ერთობლიობა. ეს ურთიერთმოქმედ გენთა სისტემაა, რომელიც შეიცავს გენეტიკურ ინფორმაციას ყველა შესაძლო ფენოტიპის, ე.ი. ორგანიზმის შინაგან და გარეგან ნიშან-თვისებათა ერთობლიობის შესახებ.
გენოტიპი შედგება ცალკეული დისკრეტული ერთეულების — გენებისაგან, რომლებიც ორგანიზმის ნიშან-თვისების განსაზღვრავენ.