შინაარსზე გადასვლა

გელზენკირხენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
გელზენკირხენი
Gelsenkirchen
დროშა გერბი

ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
მხარე ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალია
კოორდინატები 51°31′00″ ჩ. გ. 7°06′00″ ა. გ. / 51.51667° ჩ. გ. 7.10000° ა. გ. / 51.51667; 7.10000
მმართველი Frank Baranowski
ფართობი 104,84 კმ²
ცენტრის სიმაღლე 60
მოსახლეობა 257 981 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 2 461 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 0209
საფოსტო ინდექსი 45801-45899
საავტომობილო კოდი GE
ოფიციალური საიტი gelsenkirchen.de
გელზენკირხენი — გერმანია
გელზენკირხენი
გელზენკირხენი — ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალია
გელზენკირხენი

გელზენკირხენი (გერმ. Gelsenkirchen) — ქალაქი გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში. მდებარეობს რურის არეალის ჩრდილოეთ ნაწილში. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 257 981 ადამიანს შეადგენს.

გელზენკირხენი პირველად 1150 წელს მოიხსენიება, მაგრამ XIX საუკუნემდე მხოლოდ პატარა სოფლად რჩებოდა. სწორედ ამ პერიოდიდან, ინდუსტრიულმა რევოლუციამ მთელი არეალის ზრდა დააჩქარა. 1840 წელს, როდესაც ქვანახშირის მპოპვება დაიწყო, ქალაქში 6000 მოსახლე ცხოვრობდა, უკვე 1900 წლისთვის კი 138 000.

XX საუკუნის დასაწყისში, გელზენკირხენი ევროპაში ქვანახშირის მომპოვებელი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი იყო. მას „ათასი ცეცხლის ქალაქს“ უწოდებდნენ, რადგან მაღაროების გაზი ღამღამობით კაშკაშა ალით იწვოდა. 1928 წელს, გელზენკირხენი მეზობელ ქალაქებს — ბუერსა და ჰორსტს შეერწყა. ამ პერიოდში მისი სახელი გელზენკირხენი-ბუერი გახდა, 1930 წლიდან კი მხოლოდ გელზენკირხენი დამკვიდრდა. ნაცისტურ პერიოდში, ქალაქი ქვანახშირის მოპოვებისა და ნავთობის წარმოების ცენტრად რჩებოდა, რის გამოც მეორე მსოფლიო ომისას იგი მოკავშირეთა მიერ იბომბებოდა. დღეისათვის, გელზენკიხენში აღარაა არც ერთი ქვანახშირის მაღარო და ქალაქი ახალი პროფილის ძიებაშია. დეკადების განმავლობაში ქალაქს უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა გერმანიაში. დღეისათვის, აქ ფუქციონირებს გერმანიაში უდიდესი მზის ენერგიის სადგური. ქალაქს ჰყავს ცნობილი საფეხბურთო კლუბი შალკე 04.

გელზენკირხენის მოსახლეობის ზრდა
წელი მოსახლეობა
1798 ca. 350
1838 505
1871 7,825
1875 11,295
1 დეკემბერი 1890 ¹ 28,057
1 დეკემბერი 1895 ¹ 31,582
1 დეკემბერი 1900 ¹ 36,937
1903 138.000
1 დეკემბერი 1905 ¹ 147,005
1 დეკემბერი 1910 ¹ 169,513
1914 175,000
8 ოქტომბერი 1919 ¹ 168,557
16 ივნისი 1925 ¹ 208,512
1928 340,077
წელი მოსახლეობა
16 ივნისი 1933 ¹ 332,545
17 მაისი 1939 ¹ 317,568
1945 160,000
13 სექტემბერი 1950 ¹ 315,460
1959 391,745
6 ივნისი 1961 ¹ 382,689
31 დეკემბერი 1970 347,100
30 ივნისი 1975 325,400
30 ივნისი 1980 305,600
30 ივნისი 1985 286,500
1 იანვარი 1989 287,255
30 ივნისი 1997 287,800
31 დეკემბერი 2003 272,445
31 დეკემბერი 2004 270,107

¹ აღწერები

ქალაქის პანორამა
ქალაქის პანორამა

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]