გაბროვო
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
გაბროვო Габрово | |||||
| |||||
ქვეყანა | ბულგარეთი | ||||
რეგიონი | გაბროვოს პროვინცია | ||||
კოორდინატები | 42°52′00″ ჩ. გ. 25°20′00″ ა. გ. / 42.86667° ჩ. გ. 25.33333° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1477 | ||||
ფართობი | 233817000 კვადრატული მეტრი | ||||
ცენტრის სიმაღლე | 392 მ | ||||
მოსახლეობა | 58 950 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 250 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 066 | ||||
საფოსტო ინდექსი | 5300 | ||||
ოფიციალური საიტი | https://gabrovo.bg | ||||
გაბროვო (ბულგ. Габрово) — ქალაქი ცენტრალურ ბულგარეთში, გაბროვოს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
მდებარეობს ბალკანეთის მთების ძირას, მდინარე იანტრის ხეობაში, ცნობილია როგორც იუმორისა და სატირის საერთაშორისო დედაქალაქი; გამოირჩევა ბულგარული აღორძინების არქიტექტურით. ამავე დროს, გაბროვო მდინარე იანტრაზე მდებარე უგრძესი ქალაქია ბულგარეთში — 25 კმ,[1] სიგანე კი ყველაზე ფართო ადგილას 1 კმ-ს შეადგენს. ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს ბულგაეთის გეოგრაფიული ცენტრი, კურორტი უზანა.
გაბროვოში დაიბადა ბრაზილიის პრეზიდენტ დილმა რუსეფის მამა, ბულგარელი პეტარ რუსევი.
სახელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყველაზე გავრცელებული ლეგენდის თანახმად, გაბროვო დააარსა მჭედელმა სახელად რაჩომ,[2] რცხილნარ ტერიტორიაზე, საიდანაც მიიღო სახელი გაბროვო (გაბარ, ბულგარულად რცხილა).
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაბროვოს მიმდებარე ტერიტორია ნეოლითის ხანიდან იყო დასახლებული. ეკონომიკური მნიშვნელობა არეალმა XII საუკუნეში შეიძინა. ყვაოდა ხელოსნობა და ვაჭრობა. შუა საუკუნეების გაბროვო პატარა, გზისპირა სოფელი იყო 100 მაცხოვრებლით.
XIX საუკუნეში, ოსმალეთის იმპერიის მიერ ბულგარეთის დაპყრობის შემდეგ, დრამატულად შეიცვალა გაბროვოს დემოგრაფიული მდგომარეობა. იქიდან გამომდინარე, რომ ის ერთადერთი დასახლება იყო საკმაოდ ვრცელ გეოგრაფიულ არეალში, ოსმალთა დაპყრობილი ახლომდებარე ციხესიმაგრეებიდან ხალხი საცხოვრებლად აქ მოემართებოდა. შედეგად, გაბროვო სოფლიდან პატარა ქალაქად გადაიქცა, დაიწყო ეკონომიკური, კულტურული და სულიერი აღმასვლა.
1835 წელს, ვასილ აპრილოვმა და ნიკოლაი პალაუზოვმა გაბროვოში დააარსეს ბულგარეთის პირველი სეკულარული სკოლა — აპრილოვის ეროვნული უმაღლესი სკოლა. 1860 წელს, ოსმალურმა მმართველობამ გაბროვოს ოფიციალურად მიანიჭა ქალაქის სტატუსი. გაბროვოს საქონელი და სამომხმარებლო ნაწარმი სახელგანთქმული გახდა არა მხოლოდ მთელ ოსმალეთის იმპერიაში, არამედ ბუქარესტშიც, სადაც დღემდე არსებობს ქუჩა სახელწოდებით „გაბროვენი“.
1878 წელს ბულგარეთის გათავისუფლებიდან სულ მალე, გაბროვო მრწეველობის ცენტრად იქცა, განვითარდა მისთვის ტრადიციული ეკონომიკა. გაიხსნა ფაბრიკები, საფონდო ბირჟები, რის გამოც ქალაქს ხშირად „ბულგარეთის მანჩესტერს“ ეძახდნენ.[3]
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაბროვოს მოსახლეობა ძალიან სწრაფად, თითქმის გაორმაგდა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. თუმცა, ქვეყანაში კომუნიზმის მარცხის შემდეგ, ქალაქის მოსახლეობამ კლება იწყო. ხალხმა ემიგრაცია დაიწყო საზღვარგარეთ ან დედაქალაქ სოფიაში. ამჟამად, გაბროვოს მოსახლეობა 60 000 ადამიანამდეა,[4] პიკი კი 1985-1991 წლებში იყო, 80 000 კაცი.
ეთნიკური ჯგუფები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2011 წლის აღწერის მონაცემებით, გაბროვოს ეთნიკური შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურებოდა:
- ბულგარელები 54 227 (97.9 %)
- თურქები 473 (0.9 %)
- ბოშები 343 (0.6 %)
- სხვები 193 (0.3 %)
- გაურკვეველი 151 (0.3 %)
- არადეკლარირებული 3563 (6.0 %)
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაბროვო დაძმობილებულია შემდეგ ქალაქებთან:[5]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ (2012) Bulgaria (Other Places Travel Guide). Other Places Publishing, გვ. 135. ISBN 9780982261996.
- ↑ Kay, Annie (2008). Bulgaria. Bradt Travel Guides, გვ. 157. ISBN 9781841621555.
- ↑ Gabrovo in Encyclopaedia Britannica
- ↑ (ბულგარული)National Statistical Institute - Main Towns Census 2011 დაარქივებული 2011-04-08 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Twin Towns. gabrovo.bg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 იანვარი 2017. ციტირების თარიღი: 27 April 2014.
- ↑ INTERNATIONAL COOPERATION. panevezys.lt. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ივლისი 2018. ციტირების თარიღი: 27 April 2014.
- ↑ Miasta partnerskie i zaprzyjaźnione Nowego Sącza Polish. Urząd Miasta Nowego Sącza. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-23. ციტირების თარიღი: 2013-08-01.