ბრეტ კავანო
იერსახე
ბრეტ მაიკლ კავანო (ინგლ. Brett Michael Kavanugh; დ. 12 თებერვალი, 1965) — ამერიკელი მოსამართლე და იურისტი, 2018 წლის 6 ოქტომბრიდან აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. უზენაეს სასამართლოში დანიშვნამდე, იყო აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე კოლუმბიის ოლქში. იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს პრეზიდენტ ჯორჯ უოკერ ბუშის ადმინისტრაციაში.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მისი კანდიდატურა წამოაყენა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, მას შემდეგ, რაც ჯერ კიდევ რონალდ რეიგანის მიერ დანიშნულმა ენტონი კენედიმ გადაწყვიტა პენსიაზე გასვლა. სენატმა კავანოს კანდიდატურა 2018 წლის 6 ოქტომბერს, 50 ხმით 48-ს წინააღმდეგ დაამტკიცა.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ [http://www.tabula.ge/ge/story/137815-bret-kavano-ashsh-s-uzenaesi-sasamartlos-mosamartled-daamtkices ბრეტ კავანო ბრეტ კავანო აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცეს — ტაბულა]