ბიტჩა
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბიტჩა Bytča | |||||
| |||||
ქვეყანა | სლოვაკეთი | ||||
მხარე | ჟილინის მხარე | ||||
რაიონი | ბიტჩა | ||||
კოორდინატები | 49°13′27″ ჩ. გ. 18°33′51″ ა. გ. / 49.22417° ჩ. გ. 18.56417° ა. გ. | ||||
პრიმატორი | მიროსლავ მინარჩიკი | ||||
დაარსდა | 1234 | ||||
პირველი ხსენება | 1234 | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1250 | ||||
ფართობი | 43,168 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 337 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 11 293 კაცი (2013) | ||||
სიმჭიდროვე | 261,59 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | +421-41 | ||||
საფოსტო ინდექსი | 014 01 | ||||
საავტომობილო კოდი | BY | ||||
ოფიციალური საიტი | bitca.sk | ||||
ბიტჩა (სლოვაკ. Bytča, უნგრ. Nagybiccse) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ სლოვაკეთში, მდინარე ვაგზე. მოსახლეობა შეადგენს 11 293 ადამიანს (2013 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით).
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი ჩამოყალიბდა 1946 წელს დასახლებების — დიდი ბიტჩას, პატარა ბიტჩასა და ჰლინიკ ნად ვაჰომის შერწყმის შედეგად. პირველი წერილობითი ცნობა ქალაქის ძირითადი ნაწილის, დიდი ბიტჩას, შესახებ თარიღდება 1234 წლით.[1] თავდაპირველად ის ფეოდალური სამფლობელოს ცენტრი იყო, მოგვიანებით კი სახელოსნო ცენტრი გახდა.
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია ციხე-დარბაზი, რომელიც XIII საუკუნეში აშენდა როგორც „წყლის ციხესიმაგრე”, XVI საუკუნეში კი რენესანსის სტილში აღადგინეს, ასევე ქორწინების სასახლე (1601 წ), რომელიც ამ ტიპის ერთადერთი შენობაა სლოვაკეთში, რენესანსის, ბაროკოსა და კლასიკური ბურჟუაზიის სახლები, არქივი და სხვა.
ეთნიკური შემადგენლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რელიგიური შემადგენლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კათოლიკეები — 90,87 %
- ლუთერანები – 1,51 %
- ბერძენი კათოლიკეები – 0,11 %
- მართლმადიდებლები – 0,02 %
- ათეისტები – 4,35 %[2]
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დღესდღეობით, ბიტჩაში არსებობს ტექსტილის, ხის დამუშავებისა (სპორტული ინვენტარი) და საკვები მრეწველობის (ლუდსახარში) ობიექტები.
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცნობილი ბიტჩელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იოზეფ ტისო — სლოვაკეთის პირველი რესპუბლიკის პრეზიდენტი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ციხე-დარბაზი
-
ქორწინების სასახლე
-
სინაგოგა
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ www.bytca.sk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-08. ციტირების თარიღი: 2014-10-09.
- ↑ 2.0 2.1 web.archive.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-16. ციტირების თარიღი: 2007-11-16.