ბილწი ბიბლია
იერსახე
ბილწი ბიბლია (ინგლ. The Wicked Bible) — ბიბლიის 1631 წლის გამოცემა სამეფო მესტამბეების - რობერტ ბარკერისა და მარტინ ლუკასის მიერ. ასეთი სახელის მიზეზი გახდა გამომცემლების მიერ დაშვებული შეცდომა ათი მცნების ადგილას: ინგლისური სიტყვა „not“ გამოტოვებულია მეშვიდე მცნებაში. ანუ იმის მაგიერ რომ წერებულიყო: „Thou shalt not commit adultery“ (არ იმრუშო), ეწერა „Thou shalt commit adultery“ (იმრუშე) (იხ. სურათი), რაც მცნების საპირისპირო მნიშვნელობისაა. გამომცემლები დააჯარიმეს და გამომცემლის ლიცენზია ჩამოართვეს[1].
უმრავლესობა უკვე გამოცემული ბიბლიისა დაწვეს. თუმცა რამდენიმე შემორჩენილია კოლექციონერთა ხელში[2].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1631 "Wicked Bible", Greatsite.com
- ↑ რიკ გეკოსკი (23 ნოემბერი, 2010). „The Wicked Bible: the perfect gift for collectors, but not for William and Kate“. „გარდიანი“. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება)