ბიზანტიურ-ბულგარული ომები
ბიზანტიურ-ბულგარული ომები | |||
---|---|---|---|
საათის ისრის მიმართულებით: ახელოოს ბრძოლა; ომურტაგი; ბულგარელების და ბიზანტიელების სამშვიდობო მოლაპარაკება; იმპერატორი ნიკიფორე II. | |||
თარიღი | 680–1355 (675 წელი) | ||
მდებარეობა | ბალკანეთის ნახევარკუნძული | ||
შედეგი | ბალკანეთზე ოსმალეთის გაბატონება. | ||
ტერიტორიული ცვლილებები |
ორივე იმპერიამ განიცადა ტერიტორიული ცვლილებები. | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ბიზანტიურ-ბულგარული ომები ვიკისაწყობში |
ბიზანტიურ-ბულგარული ომები — კონფლიქტების სერია ბიზანტიის იმპერიასა და ბულგარელებს შორის. დაპირისპირება V საუკუნეში ბალკანეთში ბულგარების გამოჩენის თანავე დაიწყო და 680 წლიდან ბულგარეთის იმპერიის სამხრეთით გაფართოვებასთან ერთად გამწვავდა. ბრძოლები მიმდინარეობდა გარდამავალი უპირატესობებით. ყველაზე მნიშვნელოვან გამარჯვებებს ბულგარელებმა კრუმის ხელმძღვანელობით მიაღწიეს. 814 წელს კრუმის გარდაცვალების შემდეგ მისმა შვილმა ომურტაგმა ბიზანტიასთან ოცდაათწლიანი სამშვიდობო ზავი დადო. 893 წელს სიმეონ I-მა ბიზანტიელებთან ბრძოლაში ასევე მიაღწია მნიშვნელოვან გამარჯვებებს, თუმცა მაინც ვერ შეძლო აღმოსავლეთის უდიდესი იმპერიის შექმნა.
971 წელს ბიზანტიის იმპერატორმა იოანე I ციმისკემ შეძლო დასუსტებული ბულგარეთის იმპერიის უმეტესი ნაწილის დაპყრობა, ასევე ხელში ჩაიგდო ბულგარეთის იმპერატორი ბორის II და დედაქალაქი პრესლავი. ბიზანტიამ ბულგარეთის საბოლოო დაპყრობა 1018 წელს ბასილი II-ს მმართველობის დროს, 1014 წელს ლიუჩთან ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ შეძლო. შემდეგ წლებში ბულგარეთში ბიზანტიელთა წინააღმდეგ რამდენიმე წარუმატებელი აჯანყება მოხდა. 1185 წელს პეტერ IV-მ და ივან ასენ I-მა წამოიწყეს აჯანყება. შიდა პრობლემების მქონე ბიზანტიამ ვეღარ შეძლო აჯანყების ჩხშობა, რაც გახდა ბულგარეთის მეორე იმპერიის დასაბამი.
მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა 1204 წელს კონსტანტინოპოლის დაპყრობით დასრულდა. ბულგარეთის იმპერატორმა კალოიანმა სცადა ახლად შექმნილ ლათინთა იმპერიასთან მეგობრული ურთიერთობის დამყარება, მაგრამ ჯვაროსნებმა ბულგარელებთან ყველანაირ ალიანსზე უარი თქვეს. ლათინთა იმპერიის დაცემის შემდეგ ბიზანტიამ შეძლო მოძლიერება და ბულგარეთში მიმდინარე სამოქალაქო ომის ფონზე თრაკიის ნაწილი დაიპყრო, თუმცა ბულგარეთის იმპერატორმა თეოდორ სტანისლავმა შეძლო თრაკიის მიწების უკან დაბრუნება. ბულგარეთის და ბიზანტიის ურთიერთობებში დაძაბულობა გაგრძელდა მანამ სანამ ოსმანებმა 1393 წელს ჯერ ბულგარეთის დედაქალაქი ველიკო-ტირნოვო ხოლო შემდეგ 1453 წელს კონსტანტინოპოლი დაიპყრეს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Runciman, Steven (1929) The Emperor Romanus Lecapenus and His Reign. Cambridge.
- Woodhouse 1986, 109; Sp. Lambros, Argyropouleia, Athens 1910, 7,29
- Edward Gibbon, Decline and Fall of the Roman Empire, chapter 53.