არტემ ახნაზაროვი
იერსახე
არტემ ახნაზაროვი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1 (13) ოქტომბერი, 1866 |
დაბადების ადგილი | თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 28 მარტი, 1942 (75 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
საქმიანობა | მწერალი, ჟურნალისტი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
არტემ მიხეილის ძე ახნაზაროვი (დ. 13 ოქტომბერი [ ძვ. სტ. 1 ოქტომბერი], 1866, თბილისი — გ. 28 მარტი, 1942, იქვე), ქართველი მწერალი, ჟურნალისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი მოთხრობა „კაკაბაძე“ გამოაქვეყნა 1885 ჟურნალ „ნობათში“. ამ დროიდან მოყოლებული ქართულ ჟურნალ-გაზეთებში სისტემატურად იბეჭდებოდა მისი მოთხრობები, ლექსები, სცენები, ფელეტონები „ორანის“, „ჩიორას“, „მანოელიძის“, „ალფას“, „დუშიკოს“ და სხვა ფსევდონიმებით. 1896—1902 წლებში თანამშრომლობდა ილია ჭავჭავაძის „ივერიაში“. თარგმნა ალექსანდრე პუშკინის , მიხეილ ლერმონტოვის, ლევ ტოლსტოის, მაქსიმ გორკის, ჯერომ კლაპკა ჯერომის, ემილ ზოლას, გი დე მოპასანისა]] და სხვათა ნაწარმოებები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გაგოშიძე შ., არტემ ახნაზაროვი, თბ., 1971;
- იმედაშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 304, 1997
- იმედაშვილი გ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 108.