პარაგვაი-არგენტინის ურთიერთობები — საგარეო ურთიერთობები პარაგვაისა და არგენტინას შორის. დიპლომატიური ურთიერთობები ამ ორ მეზობელ ქვეყანას შორის 1811 წელს დამყარდა, მეგობრობის, დახმარებისა და ვაჭრობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით. ორივე ქვეყანა 1864 — 1870 წლებში ომში ჩაერთო (სამთა ალიანსის ომი), თუმცა ამის შემდეგ ერთმანეთთან აღარასდროს უომიათ. არგენტინას საელჩო აქვს ასუნსიონში და ორი გენერალური საკონსულო ქვეყნის მასშტაბით — სიუდად-დელ-ესტესა და ენკარნასიონში. თავის მხრივ, პარაგვაის საელჩო მოქმედებს ბუენოს-აირესში, ქვეყნის მასშტაბით კი სულ 7 საკონსულო, სხვადასხვა მსხვილ ქალაქში. ორივე ქვეყანა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრია.