შინაარსზე გადასვლა

ანტონომასია

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანტონომასია — მეტონიმიის სახე, რომლის დროსაც ფრაზა ან ეპითეტი გამოყენებულია საკუთარი სახელის ნაცვლად (მაგალითად: „შემოქმედი“ — ღმერთი), ან პირიქით, საკუთარი სახელი გამოყენებულია ზოგადი იდეის გამოსახატავად, როგორც არქეტიპული სახე.

გვიანი შუა საუკუნეებისა და ადრეული რენესანსის პერიოდში ანტონომასიის ხშირი მაგალითი იყო ტერმინი „ფილოსოფოსის“ გამოყენება არისტოტელეს ნაცვლად.

ანტონომასიის სტილისტური მიზანი შესაძლოა იყოს სახელების ან ფრაზების გამეორების შემცირება.

ტერმინი მომდინარეობს ბერძნულიდან და „განსხვავებულ სახელდებას“ ნიშნავს.[1][2][3]

ცნობილი მაგალითები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • „ბიჭი, რომელიც გადარჩა“ — ჰარი პოტერი
  • „დრაკონების დედა“ — დეინერის ტარგარიენი
  • „ბნელი რაინდი“ — ბეტმენი