ანანია (ჯაფარიძე)
მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე) | |||
| |||
---|---|---|---|
ეკლესია: | საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია | ||
განათლება: | თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მცხეთის სასულიერო სემინარია | ||
დაბადების სახელი: | თენგიზ ანატოლის ძე ჯაფარიძე | ||
დაბადება: | 7 აგვისტო, 1949 ტყიბული | ||
ბერად აღკვეცა: | 1979 წლის 14 აპრილი | ||
დიაკვნად კურთხევა: | 1979 წლის 19 აპრილი | ||
მღვდლად კურთხევა: | 1979 წლის 27 სექტემბერი | ||
ეპისკოპოსად კურთხევა: | 1981 წლის 15 მარტი | ||
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: | 1992 წლის 25 დეკემბერი | ||
მიტროპოლიტობა ებოძა: | 2001 წლის 15 ნოემბერი |
მიტროპოლიტი ანანია (ერისკაცობაში — თენგიზ ანატოლის ძე ჯაფარიძე; დ. 20 აგვისტო 1949, ტყიბული) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი 1981 წლიდან, ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი, რეალური ისტორიის დამდგენი საპატრიარქოს მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე, ქართული უნივერსიტეტის ობიექტური ისტორიის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი. ანგელოზის დღე — 1 (14) ოქტომბერი, წმინდა ანანია მოციქულის ხსენება; კათედრა და რეზიდენცია მანგლისსა და თეთრიწყაროში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიტროპოლიტი ანანია, ერისკაცობაში თენგიზ ანატოლის ძე ჯაფარიძე, დაიბადა 1949 წლის 20 აგვისტოს, ტყიბულში. 1966 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, 1974 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკა-კავშირგაბმულობის ფაკულტეტი. მცხეთის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში ბერად აღიკვეცა და ეწოდა ანანია, 1979 წლის 4 აპრილს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, ხოლო იმავე წლის 27 სექტემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდლად. 1979წ. დაინიშნა თბილისის წმიდა სამების ძველი ტაძრის წინამძღვრად. 1980 წლის ივნისში მღვდელ-მონაზონი ანანია დაინიშნა ალავერდის მონასტრის წინამძღვრად. 1980 წლის 27 სექტემბერს მიენიჭა იღუმენის წოდება, ხოლო 1981 წლის 8 მარტს არქიმანდრიტის წოდება. 1981 წლის დასაწყისში წმიდა სინოდის მიერ არქიმანდრიტი ანანია გამორჩეულ იქნა საეპისკოპოსო კანდიდატად, 1981 წ. 15 მარტს უწმიდესმა პატრიარქმა სვეტიცხოვლის ტაძარში აკურთხა ეპისკოპოსად და დაადგინა ნიკორწმიდის ეპარქიის მმართველად. უწმიდესმა და უნეტარესმა კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აღსაყდრებისთანავე ერთ-ერთ განსახორციელებელ გეგმად დაისახა ისტორიულ მესხეთში ქრისტიანობისა და ქართული სულიერების აღორძინება. დაარსებული იქნა ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპარქია, რომლის მმართველად 1981 წლის 29 აპრილს დადგენილი იქნა ეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე. ის ამასთანავე, მისმა უწმიდესობამ დანიშნა საქართველოს საპატრიაქოს სამეურნეო-საფინანსო განყოფილების გამგედ. იმჟამად, სამცხე-ჯავახეთის ეპარქიაში მოქმედებდა ერთადერთი ეკლესია წმიდა მარინეს სახელობისა (ახალციხის რაბათში), მესხეთის დანარჩენი ეკლესია-მონასტრები ათეისტური რეჟიმის გამო გაუქმებულნი ღვთისმსახურების გარეშე იყვნენ მიტოვებულნი. უფლის შემწეობით მეუფე ანანიამ 70-წლიანი უქმობის შემდეგ აკურთხა და აამოქმედა საფარის, ვარძიის, ზარზმის, უდეს, ვალეს, ხვილიშის, აბასთუმნისა და სხვა ეკლესიები. მისი უწმიდესობის კურთხევით ამოქმედდა მონასტრებიც.
ეპისკოპოსმა ანანიამ 1990 წელს დააარსა ახალციხის სასულიერო სასწავლებელი სემინარია, რომელიც ამავე დროს იყო საღვთისმეტყველო ინსტიტუტი. მის კურსდამთავრებულებს დიპლომი უფლებას ანიჭებდა ეღვაწათ საშუალო სკოლებში საღვთო სჯულის მასწავლებლად. ილია მეორემ 80-იან წლებში რამდენიმეჯერ მოილოცა სამცხე-ჯავახეთის ეპარქია და გააფართოვა მისი საზღვრები. კერძოდ, ეპარქიის გამგებლობას დაემატა ბორჯომის რაიონიც, სადაც მეუფე ანანიამ აკურთხა ქ. ბორჯომის, ახალდაბის, სადგერის, კიმოთესუბნის და სხვა ეკლესიები, აკურთხა სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის ღვთისმსახურები, მრავალ ეკლესიასა და მონასტერში აღევლინა პირველი წირვა.
1992 წლის 25 დეკემბერს, მეუფე ანანიას მიენიჭა მთავარეპისკოპოსის წოდება და დანიშნულ იქნა მანგლისის ეპარქიის მმართველად, რომელიც იმჟამად მხოლოდ თეთრიწყაროს რაიონს მოიცავდა. მალევე მისმა უწმიდესობამ გააფართოვა ეპარქია და მას დაუმატა წალკის რაიონი. 1995 წლის 17 ივნისს ჩამოყალიბდა მანგლისისა და წალკის ეპარქია, რომლის მმართველადაც დაინიშნა მეუფე ანანია.
მეუფე ანანიას მღვდელმთავრობისას მანგლისისა და წალკის ეპარქიაში 1993 წლიდან ამოქმედდა და აშენდა მრავალი ეკლესია და მონასტერი. მათ შორის ასურეთის, თეთრიწყაროს, ალგეთის, ენაგეთის, წყლულეთის, კოდის, მარაბდის, წინწყაროს, ფარცხისის, ჭივჭავის, ირაგის, ბეშთაშენის, ჯინისის, ბარეთის და სხვა ეკლესიები. ამოქმედდა მონასტრები: გუდარეხი, ბედიანი, ფიტარეთი, ბერთა, სამება (გუნიაკალა) და სხვა. წალკის რაიონში რამდენიმე დიდი მონასტრის ამოქმედებამ, იქამდე გაუქმებული ეკლესიებისა და ახალი სამღვდელო პირების კურთხევამ მყარი საფუძველი შექმნა იმისათვის, რათა აღდგენილიყო XVII-XX საუკუნეებში გაუქმებული, წინა საუკუნეებში ისტორიულად არსებული წალკის ეპარქია. 2001 წლის 15 ნოემბერს მთავარეპიკოსპოსი ანანია აღვლენილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. მიტროპოლიტმა ანანიამ დაწერა და გამოსცა მრავალი წიგნი, გამოკვლევა და პუბლიცისტური წერილები. მიტროპოლიტმა დალოცა წალკის მოწესეები და სასულიერო პირები, რათა ერთგულად დამორჩილებოდნენ წალკელ ეპისკოპოსს. წმიდა სინოდმა 2013 წელს მეუფე ანანიას სამღვდელმოძღვრო ეპარქიას უწოდა მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქია.
თეოლოგიის კათედრის დაარსება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2001 წლის 19 ოქტომბერს, მეუფე ანანიამ შეძლო საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს უმაღლეს სასწავლებელში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თეოლოგიის კათედრის დაარსება. ამ მოვლენასთან დაკავშირებით გაიმართა უნივერსიტეტის დიდი საბჭოს სხდომა, რომელსაც დაესწრო მისი უწმიდესობა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II, რომელმაც თავის გამოსვლაში ბრძანა:
ილია მეორის სიტყვით გამოსვლა ტექნიკურ უნივერსიტეტში.2001 წლის 19 ოქტომბერს:
თეოლოგიის კათედრას თეოლოგიის სასწავლო სამეცნიერო ცენტრი ეწოდა, რომელსაც ხელმძღვანელობს მიტროპოლიტი ანანია სრული პროფესორის წოდებით.
1992-1993 წლებში სამოქალაქო დაპირისპირებისა და აფხაზეთში ქართველთა ეთნიკური წმენდის შემდეგ საზოგადოება ერთგვარად ნიჰილისტურად განეწყო ეროვნულ ფასეულობათა მიმართ, ამ ფონზე მეუფე ანანიას დაევალა ლექციების წაკითხვა თბილისის სასულიერო აკადემიის სტუდენტებისათვის ეროვნულ-საეკლესიო სულისკვეთების ამაღლების მიზნით. 2002 წლის 5 ივნისს სასულიერო აკადემიის დიპლომანტებთან და პროფესორ მასწავლებლებთან შეხვედრისას უწმიდესმა პატრიარქმა ილია II-მ განაცხადა:
უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II ქადაგებანი თბილისის სასულიერო აკადემიაში, 2007 წელი.
2013 წლის 14 ივნისს ტექნიკურ უნივერსიტეტში თეოლოგიის კათედრის დაარსების მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ შეკრებილების წინაშე მადლობა გადაუხადა ცენტრის ხელმძღვანელს მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძეს, ცენტრის შექმნისა და გაწეული ღვაწლის გამო. მიტროპოლიტი ანანია 40-ზე მეტი შრომის ავტორია.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2013 წლის ივლისში საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
- 2007 წლის 25 დეკემბერს, მისმა უწმიდესობამ მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე) ქართველი ერისა და საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის დააჯილდოვა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი წმ. გიორგის ოქროს ორდენით.
- მეუფე ანანია დაჯილდოებულია ალექსანდრიის საპატრიარქოს წმიდა მარკოზის ორდენით, აგრეთვე ეკლესიის ჯილდოებით.
- 2009 წლის 18 აგვისტოს მიტროპოლიტი ანანია დაჯილდოვდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გიორგი ნიკოლაძის მედლით.
- 2005 წელს მიტროპოლიტი ანანია გახდა რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის შრომების სია
ქართულ ენაზე
- საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ახალციხე-რაბათი, 1983-1988 წ.
- ქართველთა წინაპრების ბიბლიური ისტორია ადამიდან იესომდე, 1994.
- ქართული ეკლესია XVII-XVIII საუკუნეებში, საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 1994.
- შობა, ჯვარცმა, აღდგომა და ამაღლება უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, 1995.
- დედა ეკლესია (ქადაგებანი, წერილები), 1996.
- წმიდა დიდმოწამე ქეთევან დედოფალი. წმიდა მეფე ლუარსაბ II. მეფე თეიმურაზის ბრძოლა ქართველობისათვის, ტყვეთა სყიდვა, თბილისი. 1996.
- საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია (4 ტომი), გამომცემლობა "მერანი", 1996-2003, ტ. I; ტ. II; ტ. III; ტ. IV.
- "ქართლის ცხოვრების" არმენოფილური რედაქცია, 1997.
- ქართველი ერის წარმოშობის შესახებ, 1997.
- საინგილო (ქართველთა გალეკება), 1998.
- მესხეთი (ქართველთა გამაჰმადიანება), 1998.
- ქართლ-კახეთი (ქართველთა გასომხება), 1999.
- ლაზეთ-თრიალეთი (ქართველთა გაბერძნება), 1999.
- ქართველი ხალხის მომზადება მაცხოვრის მისაღებად. 2001.
- რეგიონალიზმი შეაფერხებს ეროვნულ კონსოლიდაციას. 2002.
- ქართული საეკლესიო (სალიტერატურო) ენის ჩამოყალიბების საკითხისათვის (იოანე ლაზი), 2002.
- პეტრე იბერი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი, 2002.
- რჩევები უცხოეთში წამსვლელ ქართველებს, 2002.
- სიბრძნის ხიდი მეცნიერებასა და სარწმუნოებას შორის, 2002.
- პოლემიკა კათოლიკებთან (კათოლიკური პროზელიტიზმის შესახებ), 2002.
- საქართველოს ეკლესიის ისტორიის წყაროები, პერიოდიზაცია და საეკლესიო ისტორიოგრაფია, თბილისი. 2002.
- საქართველოს საეკლესიო კრებები (3 ტომი), 2003, ტ. I; ტ. II; ტ. III.
- მსოფლიო საეკლესიო კრებები ქართველ ეპისკოპოსთა მონაწილეობით, 2003.
- ორი თეორია ქართველი ხალხის ჩამოყალიბების დროის შესახებ, 2003.
- წმიდა ნინოს ცხოვრება, 2004.
- წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის ცხოვრება, 2004.
- საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია (მოკლე რედაქცია), 2004.
- საქართველოს დედაეკლესია "საკითხავი ყმაწვილთათვის". გამომცემლობა "ციცინათელა', თბილისი. 2006.
- შიდა ქართლი (ქართველთა გაოსება), 2006.
- აფხაზეთი (ქართველთა "გააფხაზება"), 2007.
- თეორია საქართველოს ეკლესიის პროზელიტიზმის შესახებ და მისი კრიტიკა, საგამომცემლო სახლი "ტექნიკური უნივერსიტეტი", თბილისი. 2007.
- დედაღვთისმშობელი - შემწე ქართული ენისა, გამომცემლობა "მწიგნობარი", თბილისი. 2008.
- ლევან II დადიანი "ხელმწიფე ივერიისა", 2008.
- კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ლაზიკის ეპარქია, თბილისი. 2008.
- ენა და სახელმწიფო, თბილისი. 2008.
- ეკლესია კუთხეთა ამკავშირებელი დუღაბი, თბილისი. 2008.
- საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია (მესამე გამოცემა). საპატრიარქოს გამომცემლობა "ალილო", თბილისი. 2009.
- დიპტიქი და დიასპორა. საპატრიარქოს გამომცემლობა "ალილო", თბილისი.2009.
- საქართველოს საეკლესიო კანონების კრებული. საგამომცემლო სახლი "ტექნიკური უნივერსიტეტი", თბილისი. 2010.
- ქართველთა დენაციონალიზაცია XVII-XX საუკუნეებში. საგამომცემლო სახლი "ტექნიკური უნივერსიტეტი", თბილისი.2010.
- ივანე ჯავახიშვილი საქართველოს ეკლესიის ერთიანობის შესახებ, საქართველოს საპატრიარქოსთან შექმნილი საქართველოს რეალური ისტორიის დამდგენი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნა. საგამომცემლო სახლი "ტექნიკური უნივერსიტეტი", თბილისი., 2010.
- სტრაბონი კოლხეთის შესახებ. საგამომცემლო სახლი "ტექნიკური უნივერსიტეტი", თბილისი. 2011.
- ქართულ-სომხური საეკლესიო ურთიერთობები. საგამომცემლო სახლი `ტექნიკური უნივერსიტეტი", თბილისი. 2011.
- უცხოური (ბერძნულ-ლათინური), სომხური და ქართული წყაროები წმიდა ნინოს შესახებ. საგამომცემლო სახლი "ტექნიკური უნივერსიტეტი", თბილისი. 2011.
- პროკოფი კესარიელი, აგათია სქოლასტიკოსი, მენანდრე, თეოფილაქტე სიმოკატა, თეოფანე, ეპიფანე კონსტანტინოპოლელი და იმპერატორი იუსტინიანე ლაზიკის შესახებ. საგამომცემლო სახლი "ტექნიკური უნივერსიტეტი", თბილისი. 2011.
- საეპისკოპოსოები ლაზიკაში. საგამომცემლო სახლი "ტექნიკური უნივერსიტეტი", თბილისი. 2011.
- საქართველოს წმიდა მეფეები. საგამომცემლო სახლი "ტექნიკური უნივერსიტეტი", თბილისი. 2012.
- საეკლესიო სამართალი კანონები. საგამომცემლო სახლი `ტექნიკური უნივერსიტეტი", თბილისი. 2012.
- სახელმწიფო ენის განვრცობა მშვიდობისა და სტაბილურობის საფუძველი. თბილისი. 2012.
- ფლავიუს არიანე ლაზებისა და ძიდრიტების შესახებ. საგამომცემლო სახლი "ტექნიკური უნივერსიტეტი", თბილისი. 2012.
- ეგრისი. საგამომცემლო სახლი "ტექნიკური უნივერსიტეტი", თბილისი. 2012.
- აბაზგიის ეპარქია. საგამომცემლო სახლი "ტექნიკური უნივერსიტეტი", თბილისი. 2012.
- ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია. საგამომცემლო სახლი "ტექნიკური უნივერსიტეტი", თბილისი. 2012.
- აფხაზეთის საკათალიკოსო. საგამომცემლო სახლი "ტექნიკური უნივერსიტეტი", თბილისი. 2012.
- საქართველოს წმიდა სამოციქულო და მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციის საზღვრები. საგამომცემლო სახლი .ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი. 2012.
- სკანდა და სარაპანა. საგამომცემლო სახლი "ტექნიკური უნივერსიტეტი", თბილისი. 2012.
- საქართველოს ეკლესიის ისტორიის წყაროები. გამომცემლობა "მერიდიანი", თბილისი. 2012, .
- უწმიდესი ილია II და წმიდა სინოდი არასწორი ისტორიოგრაფიული თეორიების შესახებ. საგამომცემლო სახლი "ტექნიკური უნივერსიტეტი", თბილისი. 2013.
- ქალდეა (საეპისკოპოსოები ლაზიკაში). საგამომცემლო სახლი "ტექნიკური უნივერსიტეტი", თბილისი.2013.
- ივანე ჯავახიშვილი და უწმიდესი პატრიარქი ილია II საქართველოს ეკლესიის ერთიანობის შესახებ. საგამომცემლო სახლი "ტექნიკური უნივერსიტეტი", თბილისი. 2013.
- ალბანეთისა და ხუნძეთის საეკლესიო იურისდიქცია. საგამომცემლო სახლი "ტექნიკური უნივერსიტეტი", თბილისი. 2013.
- რეგიონების თვითმმართველობა. საგამომცემლო სახლი "ტექნიკური უნივერსიტეტი", თბილისი. 2013.
- საქართველოს ისტორია საერო და საეკლესიო 100 რუკის მიხედვით. გამომცემლობა "გუმბათი", თბილისი. 2014.
- არიან-ქართლი. საგამომცემლო სახლი "ტექნიკური უნივერსიტეტი", თბილისი. 2015.
- კირიონ I. საგამომცემლო სახლი "ტექნიკური უნივერსიტეტი", თბილისი. 2015.
- სამეგრელო ლამბერტისა და ბოროზდინის აღწერით. საგამომცემლო სახლი "ტექნიკური უნივერსიტეტი", თბილისი. 2015.
- გურამ გრიგოლია ეგრის-ლაზიკის შესახებ. საგამომცემლო სახლი "ტექნიკური უნივერსიტეტი", თბილისი. 2015.
- თეორია საქართველოს პროზელიტიზმის შესახებ (წმიდა სინოდის დადგენილება იურისდიქციის საზღვრებთან დაკავშირებით). საგამომცემლო სახლი "ტექნიკური უნივერსიტეტი", თბილისი. 2015.
რუსულ ენაზე
- Краткая история грузинской апостольской святой Церкви. Издателство «Меридиани», 2012.
- Краткая история грузинской апостольской святой Церкви. Издателство «ТУ», 2011.
- Краткая история грузинской апостольской Церкви. Издателство «ТУ», 2010.
- Месхети (Мусульманизация Грузин), Издателство «Универсал», თბილისი. 2008.
ინგლისურ ენაზე
- Lazeti-Trialeti (Georgians’ Hellenization), 1999.
- A Short History of the Georgian Church, New York, 2014.
თურქულ ენაზე
- Mesheti (Gürcülerin islamlaştırması), 1998.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს რესპუბლიკა, 2013, 15. VI
- უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II ქადაგებანი თბილისის სასულიერო აკადემიაში, 2007, გვ. 22.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- patriarchate.ge // მაღალყოვლადუსამღვდელოესი ანანია
- meufeanania.info მანგლელი მიტროპოლიტი ანანიას ოფიციალური საიტი
|