შინაარსზე გადასვლა

ალექს მორგანი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექს მორგანი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ალექსანდრა მორგან კარასკო
დაბადების
თარიღი
2 ივლისი, 1989 (1989-07-02) (35 წლის)
დაბადების
ადგილი
სან დიმასი, კალიფორნია, აშშ[1]
სიმაღლე 1.72 მეტრი
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ორლანდო პრაიდი
ნომერი 13
ახალგაზრდული კარიერა
2007 - 2010 კალიფორნია გოლდენ ბირზი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2008–209 უესტ ქოუსთი 2 (2)
2010 კალიფორნია სტორმი 3 (5)
2010 პალი ბლუზი 3 (1)
2011 უესტერნ ნიუ იორკ ფლეში 13 (4)
2012 სიეტლ საინდერს ვუმენი 3 (2)
2013-2015 პორტლენდ თორნსი 36 (15)
2016 ორლანდო პრაიდი 15 (4)
2017 ლიონი 8 (5)
2017-2020 ორლანდო პრაიდი 38 (14)
2020 ტოტენჰემ ჰოტსპური 14 (2)
2021- ორლანდო პრაიდი 0 (0)
ეროვნული ნაკრები
2008 აშშ U20 10 (5)
2010– აშშ 173 (108)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 27 თებერვალი, 2021
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 27 თებერვალი, 2021

ალექსანდრა მორგან კარასკო[2] (ინგლ. Alexandra Morgan Carrasco, დაბადების სახელი: ალექსანდრა პატრისია მორგანი; დ. 2 ივლისი, 1989), ცნობილი, როგორც ალექს მორგანიამერიკელი პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს ორლანდო პრაიდში, ამერიკის შეერთებული შტატების ქალთა ეროვნულ ლიგაში, უმაღლეს დივიზიონში.[3] ის არის ამერიკის შეერთებული შტატების ქალთა ეროვნული გუნდის თანაკაპიტანი კარლი ლოიდსა და მეგან რაპინოუსთან ერთად 2018 - 2020 წლებში.[4][5]

2013 წელს, ქალთა ეროვნული საფეხბურთო ლიგის ინაუგურაციული სეზონზე, მორგანი შეუერთდა პორტლენდ თორნსს და გუნდს ამავე წლის ლიგის მოგებაში დაეხმარა. მორგანმა თორნში 2015 წლის სეზონის განმავლობაში ითამაშა, მოგვიანებით კი ორლანდო პრაიდში გადავიდა. 2017 წელს მორგანმა ხელი მოაწერა კონტრაქტს ფრანგულ გუნდ „ლიონთან“. გუნდთან ერთად მორგანმა მოიგო კონტინენტური ევროპის ტრიპლეტი, რომელშიც შედიოდა უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგაც.

2018 წლის ივნისში გამოვიდა ფილმი,სახელწოდებით ალექსი და მე სადაც მორგანის სამსახიობო დებიუტი შედგა. ფილმში ფეხბურთელი საკუთარი თავის გამოგონილ ვერსიას განასახიერებს.

2015 წელს ჟურნალმა ტაიმმა მორგანი ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალ ფეხბურთელად დაასახელა. მორგანი, კანადელ ქრისტინე სინკლერისა და ავსტრალიელ სტეფ კატლისთან ერთად, გახდა პირველი ქალი ფეხბურთელი, რომელიც ფიფას ვიდეო თამაშების გარეკანზე გამოჩნდა 2015 წელს. მორგანი ლიონელ მესისთან ერთად ასევე გამოჩნდა FIFA 16-ის ამერიკულ გარეკანზე. იგი დასახელდა Time-ის 2019 წლის ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის.[6]

ალექს მორგანი პამელა და მაიკლ მორგანების ოჯახში დაიბადა სან დიმასში, ლოს-ანჯელესის ოლქში.[7] მორგანი თავის ორ უფროს დასთან, ჯენისთან და ჯერისთან ერთად, დიამონდ ბარში, სან დიმასის გარეუბანში გაიზარდა.[8][9] მორგანს ბავშვობიდანვე იტაცებდა სპორტი, მოგვიანებით კი ფეხბურთით დაინტერესდა. მის პირველ მწვრთნელთა შორის მამამისიც იყო.[10] მან საკლუბო კარიერა 14 წლისამ დაიწყო, როდესაც სიპრეს ელიტეს შეუერთდა.[11][12] კლუბთან ერთად მან მოიგო სანაპირო ფეხბურთის ლიგის ჩემპიონატი 16 წლამდელთა შორის და 19 წლამდელთა დონეზე მე-3 ადგილი დაიკავა.[13]

მორგანმა დაიმონდ ბარის საშუალო სკოლაში სწავლობდა. სასკოლო საზოგადოებაში ის თავისი სისწრაფითა და შესაძლებლობებით იყო ცნობილი.[14]მორგანი თამაშობდა ოლიმპიური განვითარების პროგრამის რეგიონალურ და სახელმწიფო გუნდებში.[13] მოგვიანებით მორგანმა განაცხადა, რომ სწორედ ეს პროგრამა დაეხმარა განვითარებასა და წინსვლაში.[15]

17 წლის ასაკში მორგანი მიიწვიეს ამერიკის შეერთებული შტატების 20 წლამდელთა ეროვნულ ნაკრებში. მამაკაცთა ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ თამაშის დროს მორგანმა წინა ჯვარედინი მყესების დაზიანება მიიღო და გუნდში 2008 წლის აპრილამდე აღარ უთამაშია.[16]

საერთაშორისო კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მორგანი ამერიკის ქალ ფეხბურთელთა ეროვნულ გუნდთან ერთად ფრისკოში, ტეხასში

მორგანის ტრავმა ნელა პროგრესირებდა, რის გამოც ის 2008 წლის აპრილამდე შეერთებული შტატების 20 წლამდელთა ნაკრებში აღარ მიუწვევიათ.[17] გუნდში მისი დებიუტი 2008 წელს ქალაქ პუებლაში, მექსიკაში შედგა. სადებიუტო თამაშში მორგანმა პირველი გოლიც გაიტანა კუბის წინააღმდეგ.[18]

მორგანი ასევე მონაწილეობდა 2008 წლის ფიფას ქალთა 20 წლამდელთა მსოფლიო თასზე ჩილეში. ტურნირის მსვლელობისას ფეხბურთელმა სულ ოთხი გოლის გატანა მოახერხა საბრანგეთის, არგენტინისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ. მორგანის მეოთხე გოლის წყალობით ამერიკის შეერთებული შტატები ჩემპიონი გახდა. მისი გოლი მოგვიანებით ტურნირის საუკეთესო გოლად[19] და საბოლოოდ ფიფას წლის მეორე საუკეთესო გოლად იქნა მიჩნეული.[20] მორგანს, როგორც მესამე ყველაზე მეტი გოლის ავტორს ბრინჯაოს ფეხსაცმელი გადაეცა. როგორც მეორე საუკეთესო თავდამსხმელს, მორგანს ვერცხლის ბურთი გადაეცა (საუკეთესო თავდამსხმელად მორგანის გუნდელი, სიდნი ლეროუქსი დასახელდა).[21]

მორგანი ასევე მიიწვიეს ზრდასრულთა ეროვნულ გუნდში. მისი დებიუტი მექსიკის წინააღმდეგ შედგა 2010 წელს.[22] ამერიკის ქალთა ეროვნული ნაკრების კვერთით მორგანმა პირველი გოლი ჩინეთის წინააღმდეგ გაიტანა 2010 წლის ოქტომბერში. მან უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა იტალიის წინააღმდეგ გამარჯვებაში, როდესაც მოედანზე 86-ე წუთზე შევიდა და მეოთხე დამატებით წუთზე ანგარიში გახსნა.[23]

მორგანი დაქორწინდა ფეხბურთელ სერვანდო კარასკოზე, 2014 წლის 31 დეკემბერს.[24] წყვილი ერთმანეთს ბერკლიში, ფეხბურთის თამაშიშას შეხვდა.[25] 2019 წლის ოქტომბერში მათ განაცხადეს, რომ 2020 წლის აპრილისთვის გოგონას ელოდებოდნენ.[26] მათი ქალიშვილი, ჩარლი ელენა კარასკო, დაიბადა 2020 წლის 7 მაისს.[27]

2016 წლის 24 იანვარს მორგანს თავისი მშობლიური ქალაქის, დაიმანდ ბარის გასაღები საზეიმოდ გადაეცა.[28][29]

  • Morgan, Alex (2015), Breakaway: Beyond the Goal, Simon and Schuster, ISBN 1481451073
  • Grainey, Timothy (2012), Beyond Bend It Like Beckham: The Global Phenomenon of Women's Soccer, University of Nebraska Press, ISBN 0803240368
  • Lisi, Clemente A. (2010), The U.S. Women's Soccer Team: An American Success Story, Scarecrow Press, ISBN 0810874164
  • Longman, Jere (2009), The Girls of Summer: The U.S. Women's Soccer Team and How it Changed the World, HarperCollins, ISBN 0061877689
  • Stevens, Dakota (2011), A Look at the Women's Professional Soccer Including the Soccer Associations, Teams, Players, Awards, and More, BiblioBazaar, ISBN 1241047464

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Alex Morgan, Christine Sinclair among first seven players added to Portland Thorns FC through allocation process“. Portland Thorns FC. January 11, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 30, 2020. ციტირების თარიღი: October 26, 2015. ციტატა: „Born: July 2, 1989, in Diamond Bar, Calif., Hometown: Diamond Bar, Calif.“
  2. List of Players – 2019 FIFA Women's World Cup. FIFA (June 16, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 17, 2019. ციტირების თარიღი: June 18, 2019
  3. „Why did Alex Morgan leave Tottenham? USWNT star's NWSL return explained“. The Equalizer. January 8, 2021. ციტირების თარიღი: January 8, 2021.
  4. Kassouf, Jeff (October 3, 2018). „USWNT notebook: Scheduling, captains and other updates from World Cup qualifying camp“. The Equalizer. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 4, 2018. ციტირების თარიღი: October 4, 2018.
  5. Kassouf, Jeff (January 17, 2021). „Becky Sauerbrunn named USWNT captain, again“. The Equalizer. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 20, 2021. ციტირების თარიღი: January 18, 2021.
  6. Alex Morgan: The 100 Most Influential People of 2019 en-us. ციტირების თარიღი: September 22, 2020
  7. „Alex Morgan Biography“. A&E Biography. January 17, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 11, 2018. ციტირების თარიღი: January 26, 2013.
  8. U.S. Soccer (July 16, 2012), Alex Morgan: Daughter of Diamond Bar [Back Home], https://www.youtube.com/watch?v=Xllc0JHuycw. წაკითხვის თარიღი: May 8, 2019
  9. Borden, Sam (July 22, 2012). „Rising as Fast as Her Feet Will Take Her“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 9, 2019. ციტირების თარიღი: November 20, 2013.
  10. Office, AYSO National (August 26, 2016), Learn All About U.S. Soccer Star and AYSO Alum Alex Morgan!, https://vimeo.com/180336355. წაკითხვის თარიღი: May 8, 2019
  11. Cohen, Emily (November 2, 2011). „Becoming Alex Morgan: Rising star reflects on youth game (Part 1)“. Soccer America. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 27, 2017. ციტირების თარიღი: October 28, 2015.
  12. Cohen, Emily (November 2, 2011). „Becoming Alex Morgan: Rising star reflects on youth game (Part 1)“. Soccer America. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 27, 2017. ციტირების თარიღი: April 6, 2014.
  13. 13.0 13.1 „Alex Morgan“. University of California, Berkeley. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 15, 2019. ციტირების თარიღი: March 16, 2014.
  14. Robledo, Fred. (January 17, 2012) Diamond Bar's Alex Morgan continues to prove she belongs, London Olympics are next. Inside So Cal. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 18, 2020. ციტირების თარიღი: April 6, 2014
  15. Curley, Joe. U.S. Women's National Team Phenom Alex Morgan Talks About the Upcoming World Cup & Cal South ODP. Cal South. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 5, 2014. ციტირების თარიღი: April 6, 2014
  16. Angulo, Blair. (July 19, 2012) Alex Morgan kicks it old school. ESPN. ციტირების თარიღი: March 16, 2014
  17. Q&A with U.S. Under-20 Star Alex Morgan. Cal Athletics (July 11, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 24, 2012. ციტირების თარიღი: თებერვალი 28, 2021.
  18. U.S. Under-20 Women Hand Cuba 9–0 Defeat in FIFA U-20 World Cup Qualifying Action. United States Soccer Federation (June 20, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 11, 2011. ციტირების თარიღი: თებერვალი 28, 2021.
  19. FIFA U-20 Women's World Cup Chile 2008 Goal of the Tournament. FIFA. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 11, 2009. ციტირების თარიღი: თებერვალი 28, 2021.
  20. 2008 Goal of the Year declared. FIFA (January 20, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 25, 2018. ციტირების თარიღი: თებერვალი 28, 2021.
  21. Morgan and Leroux, blazing a trail]. FIFA (December 8, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 26, 2013. ციტირების თარიღი: თებერვალი 28, 2021.
  22. WINTER GAMES U.S women overcome Mexico in snow, 1–0. Big Apple Soccer (March 31, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 23, 2011. ციტირების თარიღი: თებერვალი 28, 2021.
  23. U.S. women shut out Italy, 1–0, and near World Cup qualification (November 20, 2010). ციტირების თარიღი: January 31, 2021
  24. Fowler, Tara. (January 1, 2015) Soccer Stars Alex Morgan and Servando Carrasco Are Married. ციტირების თარიღი: January 3, 2015
  25. Laura, Amato. Heavy. ციტირების თარიღი: November 9, 2015
  26. Gartland, Dan. (October 23, 2019) USWNT Star Alex Morgan Expecting Baby Girl. ციტირების თარიღი: October 23, 2019
  27. Alex Morgan and Servando Carrasco Welcome a Daughter EN. ციტირების თარიღი: May 9, 2020
  28. Alex Morgan Will Receive Key to the City of Diamond Bar (January 24, 2016). ციტირების თარიღი: March 6, 2016
  29. DBHS soccer star Alex Morgan accepts key to city (January 27, 2016). ციტირების თარიღი: May 3, 2018