ავსტრია არის ფედერალური რესპუბლიკა, რომელიც დაყოფილია 9 ფედერალურ მხარედ. მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე დიდია ვენა 1,6 მლნ კაციანი მოსახლეობით, ხოლო ფართობით უდიდესია ქვემო ავსტრია - 19,178 კმ².
ავსტრიის ფედერაციული მხარეები თავის მხრივ იყოფა 84 პოლიტიკურ ოლქად (Politische Bezirke) და 15 დაკანონებულ ქალაქად, რომლებსაც თავიანთი ოლქები გააჩნიათ, ხოლო თითოეული ოლქი იყოფა მუნიციპალიტეტებად.
1 ქვეყნები, რომლებიც მდებარეობს ევროპის საზღვრებთან, 2 ქვეყნები, რომლებიც მდებარეობს დასავლეთ აზიაში, 3 ქვეყნები, რომლებიც მდებარეობს ევროპა აზიის საზღვრებთან.