აეროდინამიკა
იერსახე
აეროდინამიკა (ძვ. ბერძნ. ἀηρ – ჰაერი და δύναμις – ძალა) — ჰიდროაერომექანიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის აირის მოძრაობის კანონებს და აირის მიმართ მოძრავი სხეულების ზედაპირზე წარმოქმნილ ძალებს.
აეროდინამიკა განიხილავს ბგერამდელი, ანუ 340 მ/წმ-მდე (1200 კმ/სთ) სიჩქარით მოძრაობას. აეროდინამიკის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა უზრუნველყოს საფრენი აპარატების დაპროექტება მათზე მოქმედი აეროდინამიკური ძალების გაანგარიშების მეთოდებზე დაფუძნებით.
აეროდინამიკა დამოუკიდებელ მეცნიერებად XX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა ავიაციის განვითარებასთან დაკავშირებით, თუმცა ჰიდროდინამიკის ზოგადი განტოლებანი, რომელთა კერძო სახეს აეროდინამიკის განტოლებები წარმოადგენს, ჯერ კიდევ ლ. ეილერმა, ჟ. ლაგრანჟმა, ჯ. სტოქსმა, მ. ნავიემ და სხვ. დაადგინეს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- NASA Beginner's Guide to Aerodynamics დაარქივებული 2012-07-15 საიტზე Wayback Machine.
- Aerodynamics for Students
- Applied Aerodynamics: A Digital Textbook დაარქივებული 2007-11-10 საიტზე Wayback Machine.
- Aerodynamics for Pilots დაარქივებული 2009-06-17 საიტზე Wayback Machine.
- Aerodynamics and Race Car Tuning დაარქივებული 2009-04-13 საიტზე Wayback Machine.
- Aerodynamic Related Projects
- eFluids Bicycle Aerodynamics დაარქივებული 2009-12-15 საიტზე Wayback Machine.
- Application of Aerodynamics in Formula One (F1)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 103-104.
- დოლიძე დ., ჰიდროაერომექანიკა, თბ., 1960.
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |