ადად-ნირარი III
იერსახე
ადად-ნირარი III — ასურეთის მეფე ძვ. წ. 811 — ძვ. წ. 783 წლებში. შამში-ადად V-სა და შამურაპატის ვაჟი.
ბავშვობის 5 წელი ადად-ნირარიმ დედის, შამურაპატის (სემირამიდა) მეთვალყურეობაში გაატარა. ადად-ნირარის დამოუკიდებელი მეფობა წარმატებული იყო. დასავლეთით მან დაასრულა სირიის დაპყრობა, ფაქტობრივად აუღებელი დამასკო აიღეს ასურელებმა და გაძარცვეს. ადად-ნირარი აღიარეს ფინიკიამ, ტირმა, სიდონმა, ისრაელმა, ფილისტიმელებმა და ხარკი გადაუხადეს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Рыжов, K. (2001). Энциклопедия - Все монархи мира - Древний Восток. Вече, Москва. ISBN 5-7838-0829-6