შინაარსზე გადასვლა

აბრევიაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბრევიაცია (ლათ. abbreviatio — „შემოკლება“) — ბიოლოგიაში, ონტოგენეზის თანმიმდევრული შემოკლება მისი ცალკეული სტადიების ამოვარდნის გამო. აბრევიაციის დროს ორგანო ვერ აღწევს სრულ განვითარებას ან რედუცირდება. ტერმინი შემოიღო ბ. მატვეევმა 1930 წელს. ა. სევერცოვი ამ მოვლენას უარყოფით ანაბოლიას უწოდებდა.

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 34.
  • გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე, „ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები“, თბ., 2011