შინაარსზე გადასვლა

აბრამ გოლდფადენი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბრამ გოლდფადენი
დაბადების თარიღი 24 ივლისი 1840
სტაროკონსტანტინოვი რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 9 იანვარი 1908 (67 წლის)
ნიუ-იორკი აშშ
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა დრამატურგი, თეატრის რეჟისორი
მწერალი, პოეტი
პედაგოგი, გამომცემელი

ავრომ გოლდფადენი (ავრუმ გოლდენფოდენი, დ. 24 ივლისი, 1840, სტაროკონსტანტინოვი — გ.9 იანვარი, 1908, ნიუ-იორკი) — ებრაელი პოეტი, დრამატურგი, გამომცემელი და მასწავლებელი, თეატრის რეჟისორი.[1][2]

ავრომ გოლდფადენი დაიბადა 1840 წლის 24 ივლისს ქალაქ სტაროკონსტანტინოვში (ახლანდელი უკრაინის ხმელნიცკის ოლქი) ხელოსნის ოჯახში. მისი კერძო მასწავლებელი გახლდათ ავრომ ბერ გოტლობერი. ლიტერატურით ადრევე დაინტერესდა. გერმანული ენა მოსე მენდელსონის თორიდან ისწავლა.

1857 წელს ჩაირიცხა ჟიტომირის რაბინულ სკოლაში, რომელიც 1866 წელს დაამთავრა. მუშაობდა მასწავლებლად სიმფეროპოლისა და ოდესის ებრაულ სამთავრობო სკოლებში.

1869 წელს იგი დაქორწინდა ცნობილი პედაგოგის ქალიშვილზე. 1875 წელს გადავიდა ლვოვში და ცდილობდა გამოექვეყნებინა გაზეთი „ძველი ისრაელი“. ამით ფული ვერ გამოიმუშავა, მაგრამ დიდება მოიპოვა.

1876 ​​— ჩერნოვცი. მან გამოსცა „ბუკოვინის ისრაელის სახალხო გაზეთის“ 18 ნომერი. ამის შემდეგ იგი გაემგზავრა იასში, 1887 წელს — ნიუ-იორკში, შემდეგ ლონდონში, პარიზში 1889 წელს და ისევ ნიუ-იორკში 1903 წელს, რათა "მომკვდარიყო თავისიანებს შორის". გარდაიცვალა 1908 წელს.[3][4]

ლიტერატურული და სასცენო მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აბრამ გოლდფადენის ქანდაკება იასის ეროვნულ თეატრთან

1856 წელს გოლდფადენმა გამოსცა თავისი პირველი კრებული ებრაულად, „ყვავილები და ფერები“.

სტუდენტობის წლებში მან დაწერა მრავალი ლექსი იდიშზე, ხოლო კოლეჯის დამთავრების შემდეგ გამოსცა ლექსების კრებული, „ებრაული ლექსები მარტივ ებრაულ ენაზე“.

1875 — გაზეთი "ძველი ისრაელი", 1876 — "ბუკოვინა ისრაელის სახალხო გაზეთი".

აბრამ გოლდფადენის ისტორიული ოპერეტა" ბარ კოხბას" ლიბრეტო (1883), გამოცემული 1917 წ.

იასში გადასვლის შემდეგ გოლდფადენმა გადაწყვიტა თავისი სიმღერები შეესრულებინა ქალაქის ბაღში სცენაზე, მაგრამ მსი გამოსვლა წარუმატებელი გამოდგა, რადგან მაყურებელს რაღაც უფრო მარტივი მოსმენა სურდა. ამის შემდეგ ის მიხვდა, რომ საჭირო იყო ებრაული საზოგადოების გემოვნების ამაღლება.

გოლდფადენმა გადაწყვიტა სპექტაკლის დაედგა. მან შეკრიბა დასი და დაწერა პიესა „ბებია და შვილიშვილი“. 1876 ​​წლის მთელი ზაფხულის განმავლობაში დასი წარმატებით ასრულებდა ქალაქის ბაღში, მაგრამ შემდგომში დაიშალა, ჯგუფის შემადგენლობა შეიცვალა და გოლდფადენი გაემგზავრა აღმოსავლეთ ევროპაში, გზაში წერდა პიესებს და ოპერეტებს.

დროთა განმავლობაში დრამატურგმა ბიბლიურ მოთხრობებს („შულამითი“, „ბარ კოხბა“) მიმართა და მისი პიესები პურიმშფილის მსგავსი გახდა.

1883 წელს მეფის მთავრობამ აკრძალა ებრაული თეატრი და გოლდფადენი გადავიდა ვარშავაში და თავის თეატრს გერმანული უწოდა.

1888-1889 წლებში ცდილობდა გამოეცა "ნიუ-იორკის ილუსტრირებული გაზეთი ნიუ-იორკში" და დააარსა სამსახიობო სკოლა. მისი ძალისხმევით დაიდგა პირველი თეატრალური წარმოდგენა ამერიკის შეერთებულ შტატებში ებრაულად.

გოლდფადენი 60-მდე პიესის ავტორია. მათ შორის აღსანიშნავია: "ჯადოქარი", "ორი სულელი“ "ბებია და შვილიშვილი", "წვევამდელები", "შულამიტი", "ბარ კოხბა", "დოქტორი ალმასადო".[5]

1940 წელს კიევში გამოიცა გოლდფადენის რჩეული დრამატული ნაწარმოებები.[6]

  1. "Goldfadn, Avrom." YIVO Encyclopedia of Jews in Eastern Europe. Retrieved 2017-03-03.
  2. Большая Советская энциклопедия / Гл. ред. Б. А. Введенский. — 2-е изд. — 1952. — Т. 12. Голубянки — Гродовка. — С. 10. (რუს.)
  3. Burial of a Yiddish Poet" (January 12, 1908). The New York Times.
  4. "75,000 At Poet's Burial - East Side Streets Thronged with Mourners for Abraham Goldfaden". The New York Times. January 11, 1908. p. 1. Retrieved 10 May 2016.
  5. Sandrow, Nahma. "Goldfadn, Avrom". Cambridge Guide to Theatre. Cambridge University Press, 1995. ISBN 9780521434379. p. 432.
  6. Date according to Partial list of plays by Goldfaden. Many of these may be on the mark, but some (such as the absurdly early 1877 for a serious work such as Rabi Yoselman) are obviously mistaken.