შინაარსზე გადასვლა

თეოდორე I (კონსტანტინოპოლის პატრიარქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
22:25, 13 ოქტომბერი 2020-ის ვერსია, ოქროს ბოტი (განხილვა | წვლილი) (ლიტერატურა: გასწორება using AWB)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თეოდორე.

წმინდა თეოდორე (დ. უცნობია — გ. 28 იანვარი, 687) — კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (677–679; 686–687), მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 27 დეკემბერი, ახალი სტილით — 9 იანვარი. კონსტანტინოპოლის მკვიდრი იყო. კეთილმსახური ცხოვრებისათვის იგი ხუცესად აკურთხეს. უფლის რჩეული წმინდა სოფიას ტაძარში მღვდელმსახურებდა და საჭურჭლის მცველის მოვალეობასაც აღასრულებდა. 676 წელს თეოდორე კონსტანტინოპოლის პატრიარქად აირჩიეს, მაგრამ ორი წლის შემდეგ, ცილისმწამებელთაგან დასმენილი, ტახტიდან ჩამოაგდეს. 683 წელს სიმართლემ იზეიმა და ნეტარი თავის ხარისხში აღადგინეს. აქედან მოყოლებული, სიკვდილის დღემდე იგი მშვიდად მართავდა კონსტანტინოპოლის ეკლესიას; გარდაიცვალა 687 წელს.

  • წმიდანთა ცხოვრება, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
წინამორბედი:
კონსტანტინ I
კონსტანტინოპოლის პატრიარქი

677679
შემდეგი:
გიორგი I
წინამორბედი:
გიორგი I
კონსტანტინოპოლის პატრიარქი

686687
შემდეგი:
პავლე III