შინაარსზე გადასვლა

ავგუსტ კროგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
08:12, 28 ივნისი 2020-ის ვერსია, Kober (განხილვა | წვლილი) (სქოლიო)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ავგუსტ კროგი
დაბ. თარიღი 15 ნოემბერი, 1874(1874-11-15)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი გრენა
გარდ. თარიღი 13 სექტემბერი, 1949(1949-09-13)[8] [2] [3] [4] [5] [6] [7] (74 წლის)
გარდ. ადგილი კოპენჰაგენი[8]
მოქალაქეობა დანიის სამეფო
საქმიანობა ექიმი, ზოოლოგი, პედაგოგი, უნივერსიტეტის პროფესორი და ფიზიოლოგი
მუშაობის ადგილი კოპენჰაგენის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი კოპენჰაგენის უნივერსიტეტი და Aarhus Katedralskole
სამეცნიერო ხარისხი Danish PhD[9]
მეუღლე Marie Krogh
შვილ(ებ)ი Bodil Schmidt-Nielsen
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[10] [11] , კრუნის სახელობის პრემია, ჰარვარდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ოქსფორდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ედინბურგის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ოსლოს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[12] , ბელის მედალი, ლუნდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და Silliman Memorial Lectures
გავლენა მოახდინეს

შეკ ავგუსტ სტინბერგ კროგი (დან. Schack August Steenberg Krogh; დ. 15 ნოემბერი, 1874, გრენო, დანია, — გ. 13 სექტემბერი, 1949, კოპენჰაგენი) — დანიელი ფიზიოლოგი. კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პროფესორი (1916-1945). იკვლევდა ადამიანის სუნთქვის შედარებითი ფიზიოლოგიის, პერიფერიული სისხლის მიმოქცევის ანატომიისა და ფიზიოლოგიის და უჯრედული ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა საკითხს. კაპილარული სისხლის მიმოქცევის რეგულირების მექანიზმის აღმოჩენისთვის 1920 წელს მიიღო ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში.

ავგუსტ კროგი დაიბადა გრენოში (იუტლანდი), გემთმშენებლის ოჯახში 1874 წელს. სკოლაშივე გატაცებული იყო საბუნებისმეტყველო საგნებით. ფიზიოლოგიის მიმართ ინტერესი მისმა მასწავლებელმა ვილემ სორენსენმა. 1899 წელს კროგმა დაამთავრა კოპენჰაგენის უნივერსიტეტი, სადაც ჯერ მედიცინას, შემდეგ კი ზოოლოგიას სწავლობდა. 1897 წლიდან მუშაობდა ცნობილ მეცნიერთან, კრისტიან ბორთან სამედიცინო ფიზიოლოგიის ლაბორატორიაში. 1903 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი. 1908 წლიდან იყო კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ზოოფიზიოლოგიის ასოცირებული პროფესორი, 1916-1945 წლებში კი — პროფესორი და ცხოველთა ფიზიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. მისი კვლევების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩატარებულია ასევე გენტოფტის კერძო ლაბორატორიაში, რომელიც კროგმა კომპანია „კარლსბერგისა“ და სკანდინავიის ინსულინის ფონდის დახმარებით შექმნა.

კროგმა განსაკუთრებით დაინტერესებული იყო სუნთქვის შედარებითი ფიზიოლოგიით, რომელსაც თავის ცოლთან, მარი იორგენსენთან ერთად სწავლობდა. ამ სამუშაოს მსვლელობისას კროგმა აღმოაჩინა, რომ კაპილარები ვიწროვდება ან ფართოვდება ქსოვილებში ჟანგბადის საჭიროების მიხედვით, რისთვისაც 1920 წელს ნობელის პრემია მიენიჭა. კროგმა აღწერა სხვადასხვა ორგანოს კაპილარული კედლის ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებები და დაასაბუთა ნივთიერებათა ცვლაში კაპილარული სისხლის მიმოქცევის მნიშვნელობა. გამოიკვლია იონთა როლი უჯრედების ცხოველმოქმედებაში და ბიოლოგიური მემბრანების განვლადობა. ცოლ-ქმარმა კროგებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს დანიაში ინსულინის წარმოებისა და გავრცელების საქმეში. 1923 წელს ავგუსტ კროგმა დააარსა ინსულინის მწარმოებელი „ნორდისკ ინსულინლაბორატორიუმ“, რომელიც შემდგომში, 1989 წელს კონკურენტ „ნოვო ტერაპეუტისკ ლაბორატორიუმს“ შეუერთდა და „ნოვო ნორდისკის“ (Novo Nordisk) სახელწოდებით ფარმაცევტულ გიგანტად იქცა.

ავგუსტ კროგი იყო ედინბურგის, ბუდაპეშტის, ლუნდის, ჰარვარდის, გეტინგენის, ოსლოსა და ოქსფორდის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი, დანიის მეცნიერებათა აკადემიის და მსოფლიოს სხვადასხვა სწავლული საზოგადოების, მათ შორის ლონდონის სამეფო საზოგადოების, უცხოელი წევრი. გარდაიცვალა კოპენჰაგენში 1949 წელს, 74 წლის ასაკში. ავგუსტ კროგსა და ბირტე მარი იორგენსენს ჰყავდათ 4 შვილი, მ. შ. ერიკ კროგი იყო აარჰუსის უნივერსიტეტის ანატომი, ხოლო ქალიშვილი ბოდილი კი — ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ცნობილი ფიზიოლოგი.

  • Larsen, E. H. (2001). „August Krogh and the laboratory of animal physiology situated at Ny Vestergade 11“. Ugeskrift for Laeger. 163 (51): 7240–7248. PMID 11797555.
  • Kardel, T. (1999). „About the seven little devils who changed physiology. August and Marie Krogh on pulmonary gas exchange“. Ugeskrift for Laeger. 161 (51): 7112–7116. PMID 10647306.
  • Schmidt-Nielsen, B. (1984). „August and Marie Krogh and respiratory physiology“. Journal of Applied Physiology: Respiratory, Environmental and Exercise Physiology. 57 (2): 293–303. doi:10.1152/jappl.1984.57.2.293. PMID 6381437.
  • Poulsen, J. E. (1975). „The impact of August Krogh on the insulin treatment of diabetes and our present status“. Acta Medica Scandinavica. Supplementum. 578: 7–14. doi:10.1111/j.0954-6820.1975.tb06497.x. PMID 1098401.
  • Dejours, P. (1975). „August Krogh and the physiology of respiration“. Scandinavian Journal of Respiratory Diseases. 56 (6): 337–346. PMID 769148.
  • Kenez, J. (1965). „The Capillaries and Krogh“. Orvosi Hetilap. 106: 177–178. PMID 14275297.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  6. 6.0 6.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. 7.0 7.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  8. 8.0 8.1 Крог Август // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  9. Krogh, Schack August Steenberg
  10. The Nobel Prize in Physiology or Medicine 1920Nobel Foundation.
  11. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  12. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 207.