შინაარსზე გადასვლა

ინსეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
16:01, 16 მარტი 2013-ის ვერსია, Addbot (განხილვა | წვლილი) (Bot: 21 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q865416)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ინსეის სისტემა (იაპონურად 院政) იყო მმართველობის განსაკუთრებული ფორმა იაპონიაში, რომლის დროსაც „ტენნო“ (Tennō, იაპონიის იმპერატორი) გადადგებოდა-ხოლმე, თუმცა ძალაუფლებასა და გავლენას კვლავაც არ ჰკარგავდა. გადამდგარ „ტენნო“-ს ერქვა „დაჯო-ტენნო“ (Dajō-Tennō), ან შემოკლებით „ჯოკო“ (Jōkō). თუ გადამდგარი „ჯოკო“ ბუდისტურ ტაძარში წავიდოდა, მაშინ მას „დაჯო-ჰოო“ (იაპონურად 太上法皇 - Dajō-Hōō) ეწოდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ დაჯო-ტენნოსა და დაჯო-ჰოოს ჰეიანის ხანამდეც და მის შემდომაც იცნობდნენ, "ინსეის სისტემა" ცნებობრივად უკავშირდება მაინც 1086 წელს „შირაკავა-ტენნო“-ს (იაპონურად 白河天皇 - Shirakawa-tennō) მიერ დანერგილ მმართველობის სისტემას.