Mob Psycho 100 (იაპონ. モブサイコ100?) — იაპონური ვებ-მანგა, შექმნილი ვინმე One-ის მიერ. მანგა ჟურნალ Ura Sunday-ში ქვეყნდებოდა 2012 წლის 18 აპრილიდან 2017 წლის 22 დეკემბრამდე.[1] 2016 წელს მოხდა მისი ადაპტირება ანიმე-ტელესერიალად. „Mob Psycho 100“-ის სატელევიზიო დრამა 2018 წელს გამოვიდა.

Mob Psycho 100
モブサイコ100
ჟანრი მოქმედებითი
მანგა
Mob Psycho 100
ავტორი ONE
იმპრინტი Ura Sunday Comics
ჟურნალი Ura Sunday
ორიგინალური გამოცემა 18 აპრილი, 201222 დეკემბერი, 2017
ტომები 16
ანიმე ტელესერიალი
Mob Psycho 100
რეჟისორი ჰიროში სეკო
სტუდია Bones
ლიცენზიატი
ორიგინალური არხი Tokyo MX, Yomiuri TV, BS Fuji, TV Asahi Channel 1
ინგლისურად ჩვენება
ორიგინალური ეთერი 12 ივლისი, 2016 27 სექტემბერი, 2016
ეპიზოდები 37 + 2 OVA

ტელესერიალი

რედაქტირება
 
ანიმე Mob Psycho 100-ის პოსტერი

2015 წლის 2 დეკემბერს გამოცხადდა, რომ მანგას მიხედვით გამოვიდოდა ანიმე-ტელესერიალი, რომელიც შეიცავდა 12 ეპიზოდს, რომელთაგან თითოეულის ხანგრძლივობა 22-25 წუთი იქნებოდა. პირველი ეპიზოდი ეთერში გავიდა 2016 წლის 12 ივლისს, პირველი სეზონის ჩვენება კი დასრულდა 2016 წლის 27 სექტემბერს. პირველ სეზონს მოჰყვა მეორე (2019 წლის იანვარი-აპრილი) და მესამე (2022 წლის ოქტომბერი-დეკემბერი) სეზონი.

ანიმეს მოკლე შინაარსი

რედაქტირება

დედამიწაზე ხდება პარანორმალური, ამოუხსნელი მოვლენები. აგრეთვე არსებობენ სულები, რომლებიც ადამიანებს ემტერებიან, მათ გასანადგურებლად კი საგანგებოდ მომზადებულები არიან ადამიანები, რომლებსაც ექსტრასენსებს უწოდებენ. ამ ხალხს მიეკუთვნება ანიმეს მთავარი პერსონაჟი კაგეამა სეიგო, რომლის ზედმეტსახელია „მობი“. იგი არის ბიჭი, რომელიც ფეთქდება თუ მისი ემოციური მოცულობა მიაღწევს 100 პროცენტს, ამასთანავე – მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ექსტრასენსი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Natasha, Inc.. 裏サンデー 革新的WEBマンガ誌の裏側を語る (1/4) - コミックナタリー Power Push. natalie.mu. ციტირების თარიღი: March 14, 2016.