შეი მიჩელი
შენონ ეშლი გარსია მიტჩელი[2] (ინგლ. Shannon Ashley Garcia Mitchell; დ. 10 აპრილი, 1987) — კანადელი მსახიობი, ავტორი და მოდელი. 2010 წლიდან 2017 წლამდე მონაწილეობას იღებდა ABC Family/Freeform-ის სატელევიზიო სერიალ „პატარა საყვარელი მატყუარები“-ში[3], სადაც იგი თამაშობდა როგროც ემილი ფიელდსი. 2018 წელს გადაიღეს ფსიქოლოგიურ ტრილერში, „შენ“-ში, ფიჩ სელინჯერის როლით. იგი ასევე გადაღებულია ამერიკულ საშინელებათა ჟანრის ფილმში–„გვამი“ (2018).
შეი მიტჩელი | |
---|---|
მიტჩელი 2019 წელს | |
დაბადების სახელი | შენონ ეშლი გარსია მიტჩელი |
დაბადების თარიღი |
10 აპრილი, 1987[1] ონტარიო, კანადა |
ეროვნება | კანადელი |
მოქალაქეობა | კანადა |
საქმიანობა |
|
აქტიური | 2007-დღემდე |
პარტნიორ(ებ)ი | მატე ბეიბილი (2017-დღემდე) |
შვილ(ებ)ი | 1 |
ადრინდელი ცხოვრება
რედაქტირებაშეი მიტჩელი დაიბადა 1987 წლის 10 აპრილს, მისისაგაში, ონტარიოში[4] . არის გარსია და მარკ მიტჩელის ქალიშვილი. შეის მშობლები ფინანსისტები[5] არიან. მამამისი ეთნიკური წარმომავლობით შოტლანდიელი და ირანელია, ხოლო დედამისი ფილიპინელია. ჰყავს უმცროსი ძმა, სახელად შონი[6]. არის მომღერლის და „Tony“ ნომინაციის გამარჯვებულის, ლეა სალონგას პირველი ბიძაშვილი, რომელიც ცნობილია მიუზიკლში „Miss Saigon“-ში შესრულებული კიმის როლით.[7] ჯერ კიდევ პატარა ასაკში, მიტჩელი დაინტერესებული იყო საშემსრულებლო ხელოვნებით. მოგვიანებით მან მშობლებს განუცხადა რომ სამსახიობო კარიერის შექმნა სურდა. მიტჩელმა ცეკვა 5 წლის ასაკში დაიწყო. როდესაც შეი 10 წლის იყო, იგი ოჯახთან ერთად ბრიტანეთის კოლუმბიაში გადავიდა საცხოვრებლად. მათი ჩამოსვლიდან 1 წლის შემდეგ, საერთაშორისო სამოდელო სააგენტომ ჩაატარა ღია კასტინგი, მოზარდი გოგონებისთვის, შეი მიტჩელი ერთ-ერთი მათგანი იყო იმათ შორის, რომელიც ღია კასტინგზე აირჩიეს. იგი სწავლობდა „როკრიჯის საშუალო სკოლაში“, ხოლო შემდგომ „დასავლეთ ვანკუვერის საშუალო სკოლაში“ გადავიდა და აქვე დაასრულა სწავლა. ზედმეტსახელი–„შეი“ მას მეგობრებმა შეარქვეს, რადგან იგი ჯენიფერ ლოპესის დიდი ფანი იყო, სწორედ ამიტომ, მეგობრები მას „შეი ლო“-ს ეძახდნენ.
კარიერა
რედაქტირებასამსახიობო და სამოდელო კარიერა
რედაქტირებაგვიანი მოზარდობის პერიოდში, შეი სხვადასხვა კომპაანიისთვის ბანგკოკში, ჰონგ-კონგში და ბარსელონაში მოდელობდა, საბოლოოდ კი ტორონტოში მსახიობობის შესწავლა დაიწყო. მან თეატრალურ სააგენტოსთან დაიწყო თანამშრომლობა, მოგვიანებით კი მონაწილეობა მიიღო დრამატულ სერიალში, სახელად: „Degrassi: The Next Generation“. გადაიღეს Global-ის სერიალ „ახალწვეულები“-ში, გამოჩნდა რეპერის, შონ პოლის[8], მუსიკალურ ვიდეო–„Hold My Hand“-ში. 2010 წელს Disney XD-ს სერიალის „Aaron Stone“-ის მეოთხე ეპიზოდში, მიტჩელმა გულშემატკივრის-ირინა ვებერის როლით ითამაშა.
2010 წელს მიტჩელი FreeForm-ის სერიალ „პატარა საყვარელი მატყუარებში“ ემილი ფაიელდსის როლზე აირჩიეს. მიუხედავად კრიტიკული შეფასებებისა, სერიალმა დიდი პოპულარობა მოიპოვა[9] , სერიალის მეშვიდე-ბოლო სეზონი 2017 წლის 27 ივნისს გამოუშვეს.
2017 წლის აგვისტოს, მიტჩელმა Lifetime-ის სატელევიზიო სერიალში, „შენ“-ში ფიჩ სელინჯერის როლის შესრულება დაიწყო. ხოლო სექტემბერში, ABC-ს სერიალში-„The Heiresses“-ში იგი მთავარ როლზე აირჩიეს, სერიალია 2018 წელს გამოუშვეს[10][11][12], დაფუძნებულია სარა შეპარდის ამავე სახელწოდების მქონე წიგნზე.
სხვა სამუშაო
რედაქტირება2015 წელს, მიტჩელმა მიშაელ ბლენთან ერთად ნოველა, „Bliss“-ი გამოაქვეყნა. მიტჩელს თავისი იუტუბ გვერდიც აქვს[13], სადაც იგი პერიოდულად ტვირთავს ვიდეოებს.
პირადი ცხოვრება
რედაქტირება2019 წლის 28 ივნისს, მსახიობმა თავის ინსტაგრამ და იუტუბ გვერდზე აღნიშნა რომ იგი თავის შეყვარებულთან-მატე ბეიბელთან[14][15] ერთად პირველ შვილს ელოდებოდა[16]. ხოლო, 2019 წლის 20 ოქტომბერს წყვილს, გოგონა-ატლას ნოა შეეძინათ.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Shay Mitchell's Birthday Instagram Celebrated Her Mom. Teen Vogue.
- ↑ Tomada, Nathalie (7 January 2013). „The Filipino in Shay Mitchell“. The Philippine Star. ციტირების თარიღი: 2 October 2019.
- ↑ Benson, Ashley [AshBenzo]. (10 April 2013) Happy birthday to my gum drop @shaymitch. ციტირების თარიღი: 14 June 2013
- ↑ Hudson, Kathryn. (4 June 2013) ELLE Canada interview: Shay Mitchell. ELLE Canada. ციტირების თარიღი: 16 August 2016.
- ↑ Tomada, Nathalie. (7 January 2013) The Filipino in Shay Mitchell. The Philippine Star. ციტირების თარიღი: 8 January 2014.
- ↑ Mitchell, Shay [shaymitch]. (21 August 2012) Yes my little brother 'Sean' @CrookedBeatz ;) RT @__SwagOnLou__: @shaymitch #PPLayWithShay do you have any brother or sister?:) x. ციტირების თარიღი: 2 February 2018
- ↑ Hogan, Heather (26 July 2010). „An interview with Shay Mitchell“. AfterEllen. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 August 2012. ციტირების თარიღი: 30 January 2013.
- ↑ Shay Mitchell Bio. kidzworld. ციტირების თარიღი: 3 October 2013.
- ↑ Tuesday Cable: Justified Finale & Law & Order:CI Flat, Plus Deadliest Catch, The Hills, WWE NXT. Tvbythenumbers.zap2it.com (9 June 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 4 September 2013.
- ↑ Andreeva, Nellie. (14 August 2017) 'Pretty Little Liars' Alum Shay Mitchell Inks Pod Deal With Warner Bros. TV; Set To Co-Star In 'You' Lifetime Series. Deadline. ციტირების თარიღი: 9 April 2018
- ↑ Highfill, Samantha. (15 March 2018) Lifetime announces fall premiere date for YOU starring Penn Badgley. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: 7 May 2018
- ↑ Highfill, Samantha. Love turns into obsession in the first trailer for YOU starring Penn Badgley. Entertainment Weekly (10 April 2018). ციტირების თარიღი: 7 May 2018
- ↑ Shay Mitchell.
- ↑ Bailey, Alyssa. (2019-06-28) Shay Mitchell Announces She's Pregnant With Her First Child en-US. ციტირების თარიღი: 2019-06-28
- ↑ Juneau, Jen. (2019-06-28) Shay Mitchell Is Pregnant! Actress Expecting First Child Five Months After Revealing Miscarriage en. ციტირების თარიღი: 2019-06-28
- ↑ Mackelden, Amy. (2019-07-05) Shay Mitchell Shared Her Baby's Gender Reveal on YouTube and It's Hilarious. ციტირების თარიღი: 2019-09-01