მახვილო
მთა საქართველოში, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის მხარეების ადმინისტრაციულ საზღვა
მახვილო — მთა საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სამცხე-ჯავახეთის მხარის ბორჯომის მუნიციპალიტეტისა და შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ლიხის ქედის სამხრეთ დაბოლოებაზე, მდინარე ჩხერიმელის მარცხენა შენაკადის — ნუნისისწყლის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 1725 მ. აგებულია პალეოგენური ვულკანური წყებებით. კალთები ციცაბოა. შემოსილია შერეული ტყით.
მახვილო | |
---|---|
კოორდინატები: 41°56′34″ ჩ. გ. 43°27′07″ ა. გ. / 41.942917° ჩ. გ. 43.452083° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, ბორჯომის მუნიციპალიტეტი და ხაშურის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1725 მ |
ქედი | ლიხის ქედი |
ლიტერატურა
რედაქტირება- უკლება დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 520.