დილიჯანი
დილიჯანი (სომხ. Դիլիջան) — ქალაქი სომხეთში, ტავუშის ოლქში. დილიჯანი ცნობილი სამთოკლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტია, მდებარეობს მდინარე აღსთაფაზე. ქალაქი გამოირჩევა ტრადიციული სომხური არქიტექტურით. ქალაქს თითქმის მთლიანად გარს აკრავს კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი დილიჯანის ნაკრძალი.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
დილიჯანი Դիլիջան | |||
დილიჯანის ქუჩა | |||
| |||
ქვეყანა | სომხეთი | ||
რეგიონი | ტავუშის ოლქი | ||
კოორდინატები | 40°44′27″ ჩ. გ. 44°51′47″ ა. გ. / 40.74083° ჩ. გ. 44.86306° ა. გ. | ||
ამჟამინდელი სტატუსი | 1951 | ||
ფართობი | 13 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 1255—1510 მ | ||
ოფიციალური ენა | სომხური ენა | ||
მოსახლეობა | 23 700[1] კაცი (2015) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4, ზაფხულში UTC+5 | ||
სატელეფონო კოდი | +374 (268 0) | ||
საფოსტო ინდექსი | 3901-3906 | ||
საავტომობილო კოდი | 57 | ||
ოფიციალური საიტი | dilijan.am | ||
გეოგრაფიული მდებარეობა
რედაქტირებაქალაქი მდებარეობს სომხეთის მთიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, გუგარაქის ქედის აღმოსავლეთით, თავუშიდან შირაკიდან და გეღარქუნიქიდან მომავალი გზების გადაკვეთაზე.
ეკონომიკა
რედაქტირებადილიჯანში მოქმედებს 1947 წელს დაარსებული მინერალური წყლების ქარხანა, რომელიც აწარმოებს მინერალურ წყალს „დილიჯანი“.
ღირსშესანიშნაობა
რედაქტირებარამდენიმე კილომეტრში დილიჯანიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს სამონასტრო კომპლექსი ჰაღარწინი, იქვე 20 წუთის სავალზე სოფელ გოშში მდებარეობს მეორე ძველი სამონასტრო კომპლექსი გოშავანქი, ხოლო 15 კილომეტრზე ქალაქიდან დილიჯანის ნაკრძალში მდებარეობს თვალწარმტაცი ტბა პარზი.
გალერეა
რედაქტირება-
ჰაღარწინის მონასტერი
-
გოშავანქის მონასტერი
-
დილიჯანის ერთ-ერთი უბანი
-
გაზაფხული დილიჯანში
-
ტრადიციული არქიტექტურა
-
დილიჯანი ზემოდან
-
დილიჯანის რუკა