აზიური ფაროსანა (ლათ. Halyomorpha halys) — მწერი კუსებურასებრთა (ფაროსანასებრთა) ოჯახისა.

აზიური ფაროსანა

ზრდასრული
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Halyomorpha halys Stål, 1855[1]

გავრცელება

რედაქტირება

გავრცელებულია ჩინეთში, იაპონიაში, კორეასა და ტაივანში.[2] იგი შემთხვევით იქნა ინტროდუცირებული აშშ-ში, სადაც პირველად 1998 წლის სექტემბერში შენიშნეს.[3] აზიური ფაროსანა ითვლება სოფლის მეურნეობის პარაზიტად.[4] იგი 2010-2011 წლებში აშშ-ის ხეხილის ბაღების გრძელ-სეზონური მავნებელი გახდა.[5] ამჟამად გავრცელებულია ევროპაში (მათ შორის საქართველოშიც) და ახლახან აღმოაჩინეს სამხრეთ ამერიკაში.[6]

საქართველოში

რედაქტირება

ფაროსანა საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მწერმა 2016 წლის სეზონზე თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. თხილის გარდა, იგი აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს; განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს. მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს.[7]

საწინააღმდეგო ზომები

რედაქტირება

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 მარტის განკარგულებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 7 574 400 ლარი გამოეყო, დამატებით სურსათის ეროვნულ სააგენტოს თხილის ფართობების დამუშავებისთვის საჭირო მუშახელის შრომის ანაზღაურებისთვის 4 854 400 ლარი გადაერიცხა, აქედან 1 421 300 ლარი მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 14 ათას ჰექტარზე თხილის ფართობის დასამუშავებლად. მოსახლეობას ჰექტარ-ნახევარს სახელმწიფო საკუთარი სახსრებით უწამლავს, 5 ჰექტრამდე ფართობის მფლობელებს კი, პრეპარატი უფასოდ გადაეცემა.[8]

2018 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად 14 მილიონი ლარი დახარჯა. 2018 წლის ბიუჯეტის პირველად პროექტთან შედარებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 10 მილიონი ლარით მეტი მიიღო.[9]

სიცოცხლის ციკლი

რედაქტირება

ზამთრის ძილიდან გამოსული აზიური ფაროსანა აპრილის ბოლოდან-მაისში იწყებს დამატებით კვებას (რომელსაც გვიან შემოდგომამდე აგრძელებს) და კვერცხდებას ფოთლის ქვედა მხარეზე ჯგუფებად. 4-5 დღეში ჩნდებიან მოწითალო ნიმფები (მატლები), რომლებიც ფერს თანდათან იცვლიან (მეორე ასაკში მოშავო, ხოლო შემდგომ — მოთეთრო-ყავისფერი ხდებიან), 5 ასაკის გავლის შემდეგ გადაიქცევიან ზრდასრულ მწერებად — იმაგოებად. ზრდასრული ფაროსანას ზომა 12-17 მმ-ია, განიერი, ყავისფერი, მარმარილოს შეფერილობით — ფეხებზე, მუცლის გვერდებსა და ულვაშებზე თეთრი ზოლები.

მწერი იკვებება ფოთლის, ყლორტისა და ნაყოფის წვენით; ძლიერი ხორთუმის მეშვეობით ხვრეტს ახალშემოსული თხილის ნაჭუჭს, ათხელებს ნაყოფის შიგთავსს, წოვს და მასში წარმოქმნის კორპისებრ ლპობად ლაქებს. ზამთარში გადარჩენის მიზნით ფაროსანა სახლებში და სათავსოებში გადაადგილდება. გადაადგილებას იწყებს შემოდგომის ბოლოს, როდესაც თანდათან აცივდება. ძვრება ნაპრალებში, სხვენზე, კარადებში, საწოლებში, კარებისა და ფანჯრის ღრიჭოებში; ასევე ბაღებსა და ტყეში ჩამოცვენილი ფოთლების სქელი ფენის ქვეშ და ხეების ფუღუროებში. ერთ სახლში შესაძლოა 26 000-მა მწერმა მოიყაროს თავი. იძინებს აპრილამდე.[10]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Rice, Kevin B.; Bergh, Chris J.; Bergmann, Erik J.; Biddinger, Dave J.; et al. (2014). "Biology, ecology, and management of brown marmorated stink bug (Hemiptera: Pentatomidae)". Journal of Integrated Pest Management. 5 (3): A1–A13. doi:10.1603/IPM14002.
  • Khrimian, Ashot; Shearer, Peter W.; Zhang, Aijun; Hamilton, George C.; Aldrich, Jeffrey R. (2008). "Field Trapping of the Invasive Brown Marmorated Stink Bug, Halyomorpha halys, with Geometric Isomers of Methyl 2,4,6-Decatrienoate". Journal of Agricultural and Food Chemistry. 56 (1): 197–203. PMID 18069789. doi:10.1021/jf072087e.
  • Funayama, Ken (2004). "Importance of apple fruits as food for the brown-marmorated stink bug, Halyomorpha halys (Stal) (Heteroptera: Pentatomidae)". Applied Entomology and Zoology. 39 (4): 617. doi:10.1303/aez.2004.617.
  • Nielsen, Anne L.; Hamilton, George C. (2009). "Life History of the Invasive Species Halyomorpha halys (Hemiptera: Pentatomidae) in Northeastern United States". Annals of the Entomological Society of America. 102 (4): 608. doi:10.1603/008.102.0405.
  1. Wermelinger, Beat; Denise Wyniger; Beat Forster. 2008. First records of an invasive bug in Europe: Halyomorpha halys Stål (Heteroptera: Pentatomidae), a new pest on woody ornamentals and fruit trees? Mitteilungen der Schweizerischen Entomologischen Gesellschaft: Bulletin de la Société Entomologique Suisse 81: 1–8.
  2. Brown Marmorated Stink Bug. პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ციტირების თარიღი: May 25, 2011.
  3. Jacobs, Steve (September 2010). „Brown Marmorated Stink Bug — Entomology — Penn State University:“. State College, PA: Penn State University College of Agricultural Sciences. http://ento.psu.edu/extension/factsheets/brown-marmorated-stink-bug. წაკითხვის თარიღი: October 21, 2010.
  4. „Move Over, Bedbugs: Stink Bugs Have Landed“. New York Times. September 26, 2010. ციტირების თარიღი: September 28, 2010. ციტატა: „Government and university researchers say they need more time to study the bug, which has been in the United States since about 1998. Native to Asia, it was first found in Allentown, Pa., and has no natural enemies here.“
  5. Stink Bug Invasion: Is a Wasp the Solution to Save Valued Crops?. PBS NewsHour (May 24, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 27, 2011. ციტირების თარიღი: May 25, 2011.
  6. https://www.researchgate.net/publication/316277383 The_brown_marmorated_stink_bug_Halyomorpha_halys_Stal_1855_Heteroptera_Pentatomidae_in_Chile
  7. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-11. ციტირების თარიღი: 2017-11-02.
  8. „ყველაფერი, რაც აზიური ფაროსანას შესახებ უნდა იცოდეთ“. 1TV.GE | პირველი არხი. ციტირების თარიღი: 7 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)[მკვდარი ბმული]
  9. „2018 წელს ფაროსანას წინააღმდეგ 14 მილიონი ლარი დაიხარჯება“. imedinews.ge. ციტირების თარიღი: 7 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)[მკვდარი ბმული]
  10. Inkley DB, 2012. Characteristics of home invasion by the brown marmorated stink bug (Hemiptera: Pentatomidae). Journal of Entomological Science, 47(2):125–130.