ESP Company (Electric Sound Products) — გიტარების იაპონური მწარმოებელი, ძირითადად აწარმოებს ელექტრო, აკუსტიკურ და ბას-გიტარებს. დაფუძნებულია ტოკიოსა (იაპონია) და ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატში (აშშ). ESP Company აწარმოებს ინსტრუმენტებს რამდენიმე სახელით: „ESP Standard“, „ESP Custom Shop“, „LTD Guitars and Basses“, „Navigator“, „Edwards Guitar and Basses“, და „Grassroots“.

ESP Guitar Company
ტიპი კერძო
დარგი მუსიკალური ინსტრუმენტები
დაფუძნდა 1975; 49 წლის წინ (1975)
დამაარსებელი ჰისატაკე სიბუია
სათავო ოფისი

ტოკიო, იაპონია

ბერბანკი, კალიფორნია, აშშ
პროდუქცია ელექტრო, აკუსტიკური და ბას-გიტარები
მფლობელი ჰისატაკე სიბუია
შვილობილ(ებ)ი
საიტი espguitars.com (გლობალური)
espguitars.co.jp (იაპონური)

1975 წელს, ჰისიტაკე სიბუიამ ტოკიოში გახსნა მაღაზია სახელად „Electric Sound Products (ESP)“, სადაც იყიდებოდა გიტარის შემცვლელი ნაწილები. მაღაზიამ მალევე მოიპოვა მაღალი ხარისხის გიტარის ნაწილების მწარმოებლის სახელი. ამავე დროს ESP-მ დაიწყო გიტარების დამზადებაც. ამ გიტარების ცნობილი მომხმარებელი იყო რონი ვუდი როლინგ სტოუნზიდან და გიტარისტი აკირა ტაკასაკი.

ESP შემცვლელი ნაწილები პირველად 1983 წელს აშშ-ში შევიდა და 1984-1985 წლებში დაიწყო გიტარების აწყობა ნიუ-იორკის შემსრულებლებისთვის, რომელთა შორის იყო Kiss-ის და როლინგ სტოუნზის გიტარისტები. ამავე დროს, ESP-მ გამოუშვა 400 Series, როგორც პირველი პროდუქტი, რომელიც უნდა განაწილებულიყო აშშ-ში. ამავე დროს, ESP-მ დაიწყო გიტარის ტანის და გრიფის გაკეთება Kramer Guitars-ისთვის, რომლებსაც სხვა ბრენდები იყენებდნენ, ისეთები როგორებიცაა Robin Guitars, Schecter Guitar Research და DiMarzio. 2005 წელს კომპანიის 30 წლისთავის აღსანისნავად მათ გამოსცეს მოდელი ჯეიმზ ჰეტფილდის „Truckster“. 2015 წელს კომპანიამ დაიწყო Takamine Guitars-ის დისტრიბუცია აშშ-ში.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ESP AND TAKAMINE ANNOUNCE PARTNERSHIP IN THE USA. ციტირების თარიღი: 22 მარტი, 2018.