ბავშვების უფლებები მალაიზიაში

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბავშვების უფლებები მალაიზიაში1995 წლიდან მალაიზიაში ბავშვთა უფლებები პროგრესირდა მას შემდეგ, რაც მალაიზია შეუერთდა ბავშვის უფლებების კონვენციას (CRC) და 2001 წელს მიიღო ბავშვის აქტი.

მალაიზია

მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივების დახმარებით ბავშვთა უფლებების რეალიზაციისა და დაცვის მიზნით შეინიშნება პროგრესი ბავშვების განათლებისა და პირველადი ჯანდაცვის სფეროში.

კვლავ რჩება ძირითადი გამოწვევები, განსაკუთრებით ბავშვთა მარგინალიზებული და სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის. მალაიზიელები მოქალაქეობას მშობლებისგან იღებენ. პირებს, რომლებსაც არ შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ მათი მშობლები დაქორწინდნენ, ან რომელთა მშობლები სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები იყვნენ, უარს ეუბნებიან მოქალაქეობაზე და ითვლებიან მოქალაქეობის არმქონე პირებად. ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ დაბადების მოწმობა, ვერ ივლიან საჯარო და კერძო სკოლებში. დაწყებითი განათლება სავალდებულოა, მაგრამ ეს მოთხოვნა არ სრულდება. ინცესტი და ბავშვების სექსუალური ექსპლოატაციის სხვადასხვა ფორმები ხშირია, ისევე როგორც გოგონების სასქესო ორგანოების დასახიჩრება. მიუხედავად იმისა, რომ გაუპატიურება უკანონოა, აღსრულებას ართულებს ის ფაქტი, რომ შარიათის კანონი მენსტრუაციის მქონე გოგონებს მიიჩნევს მოზრდილებად. ბავშვ მეძავებს ხშირად განიხილავენ არა როგორც მსხვერპლს, არამედ როგორც დამნაშავეებს. არალეგალი ემიგრანტების ბევრი ბავშვი ცხოვრობს ქუჩაში და მუშაობს მძიმე სამუშაოებზე, დანაშაულს ჩადის ან პროსტიტუციაში მონაწილეობს. მალაიზია არ არის ჩართული 1980 წლის ჰააგის კონვენციაში ბავშვთა გატაცების შესახებ. [1]

საყურადღებო საკითხები

რედაქტირება

შემუშავებულ ბავშვის აქტის განმარტებებში შეუსაბამობები რჩება, როგორც სამოქალაქო, ისე შარიათის კანონმდებლობით. მალაიზიაში ჯერ კიდევ არ არის მიღებული საჭიროებებიდან გამომდინარე უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკა და პროგრამები. ბავშვებისადმი მიდგომა პატერნალისტულია და მათ მოსაზრებებს ძალა არ აქვთ. ბავშვებს არ აძლევენ უფლებას გადაწყვიტონ ის საკითხები, რაც მათ ეხებათ.

უსაბუთო ბავშვები

რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ დაბადების რეგისტრაცია ყველა ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა, დადგენილია, რომ მალაიზიაში 50,000 უსაბუთო ბავშვი ცხოვრობს. [2] მათ შორის არიან სოფლად მცხოვრები ღარიბი და ადგილობრივი მოსახლეობის შვილები, განსაკუთრებით საბაჰსა და სარავაკში, ასევე არალეგალი მიგრანტებისა და ლტოლვილების ბავშვები. [3]

მალაიზია არ აძლევს მოქალაქეობას დაბადებით. მოქალაქეობის მისაღებად საჭიროა ერთი მშობელი მაინც იყოს მალაიზიის მოქალაქე. [4] მიგრანტებმა უნდა წარმოადგინონ თითოეული მშობლის პასპორტი და ქორწინების მოწმობა, დოკუმენტები, რომლებსაც ბევრი არ ფლობს, თუ მალაიზიაში დაბადების მოწმობის მოპოვების სურვილი აქვთ. გარდა ამისა, მათ, ვინც სოფლად მუშაობს, ზოგჯერ ვერ ახერხებენ გამგზავრებას ეროვნულ სააგენტოში დაბადების მოწმობის მისაღებად. დაპატიმრებისა და დაკავების შიშმა და მიგრანტ მუშაკთა დაქორწინების შესაძლებლობების შეზღუდვამ განაპირობა ის, რომ ბევრი ლტოლვილი, თავშესაფრის მაძიებელი და არალეგალი მიგრანტი არ ითხოვს შვილების დაბადების მოწმობებს. [5]

დაბადების მოწმობის არმქონე ბავშვებს შეიძლება უარი ეთქვათ ჯანდაცვაზე და სხვა ძირითად სოციალურ მომსახურებებზე, რაც მათ ექსპლოატაციისა და ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობის წინაშე აყენებს. მათ არ შეუძლიათ ჩაირიცხონ სამთავრობო სკოლებში ან მონაწილეობა მიიღონ გამოცდებში.

ბავშვები სკოლის გარეთ

რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ 2002 წლის განათლების დამატებითმა აქტმა დაწყებითი განათლება სავალდებულო გახადა 6 წლის ასაკის ყველა ბავშვისათვის, ეს მოთხოვნა არ სრულდება. მალაიზიაში დაწყებითი სკოლის ასაკის 200,000 ბავშვი ცხოვრობს, რომლებიც სკოლაში არ სწავლობენ. [6] დაბალშემოსავლიანი ოჯახების ბავშვებისთვის სკოლის ღირებულება ერთ-ერთი დაბრკოლებაა. ბავშვებს დაბადების მოწმობის გარეშე ეკრძალებათ სკოლაში სწავლა. თავშესაფრის მაძიებელ ბავშვებს, ლტოლვილ ბავშვებს, მოქალაქეობის არმქონე ბავშვებსა და მიგრანტ მუშაკთა შვილებს არ ეძლევათ უფასო დაწყებითი განათლება სამთავრობო სკოლებში.

ბავშვთა ქორწინება

რედაქტირება

მალაიზიის მოსახლეობისა და საცხოვრებლის აღწერამ 2010 წელს აჩვენა, რომ მალაიზიაში 82,282 დაქორწინებული იყო 15-დან 19 წლამდე გოგონები. ამ ასაკობრივ ჯგუფში კიდევ 1000 დაქვრივდა და 842 დაშორდა ან განქორწინდა. [7] ქალთა მინისტრის მოადგილემ გამოავლინა, რომ იმავე წლის განმავლობაში 15 წლამდე ასაკის თითქმის 16,000 გოგონა დაქორწინდა. [8]

აგრეთვე იხილეთ

რედაქტირება
  1. Status Report of Children's Rights in Malaysia. Child Rights Coalition Malaysia Annual Report 2012. Child Rights Coalition Malaysia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2020-11-29.
  2. Research: 50,000 undocumented and stateless children in Malaysia. cj.my. CJMY.
  3. STATUS REPORT ON CHILDREN’S RIGHTS IN MALAYSIA. Child Rights Coalition Malaysia. UNICEF EAPRO. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2020-11-29.
  4. Malaysia: Undocumented Children in Sabah Vulnerable to Statelessness. Refugees International. Refugees International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-25. ციტირების თარიღი: 2020-11-29.
  5. Report for the Universal Periodic Review. Child Rights Coalition Malaysia. Child Rights Coalition Malaysia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-22. ციტირების თარიღი: 2020-11-29.
  6. MALAYSIA: Children's Rights References in the Universal Periodic Review.
  7. Statistics. Penang Monthly. Penang Monthly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-03. ციტირების თარიღი: 2020-11-29.
  8. Child marriage in Malaysia, a child rights issue. Girls not Bride.