წითელი მოცხარი

08:06, 14 აგვისტო 2021-ის ვერსია, 212.58.120.154 (განხილვა) (ნაყოფის ზომა სმ შევცვალე მმ-ით. 10ჯერ მეტი ზომა ეწერა)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

წითელი მოცხარი, ჩვეულებრივი მოცხარი[1] (ლათ. Ribes rubrum) — მცენარე ხუნწისებრთა ოჯახისა. ველურად იზრდება ევრაზიის ტყის ზონაში. უპირატესობას ანიჭებს მდინარეებისა და ნაკადულების სანაპიროებს, ქმნის ბუჩქნარებს. სიმაღლე 1-2 მ აღწევს. ყლორტი ნაცრისფერი ან მოყვითალოა. მერქანი მომწვანოა, შუაგული ღია ფერისაა. ყვავილები მოყვითალო მომწვანო ან მოწითალო მურა შეფერილობისაა. ყვავის მაისში. ნაყოფი ღია-მოწითალო წვნიანი კენკრაა, მომჟავო, დიამეტრი 8-12 მმ. ქმნის მტევანს. მისგან ამზადებენ ჯემსა და სხვ. სკანდინავიურ ქვეყნებში გამოიყენება როგორც სუპისა და პუდინგის კომპონენტი. თაფლოვანი მცენარეა.

წითელი მოცხარი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Ribes rubrum

აჭარაში უწოდებენ ჯენეთყურძენას.[1]