LibreOffice @ GEORGIA

home

LibreOffice ძლიერი საოფისე პაკეტია - გასაგები სამართავი პანელითა და ხელსაწყოების სიმრავლით იგი გვაძლევს საშუალებს გამოვავლინოთ ჩვენი კრეატიულობა და გავზარდოთ პროდუქტიულობა. LibreOffice მოიცავს რამოდენიმე აპლიკაციას, რომელიც მას ყველაზე მძლავრ, უფასო Open Source საოფისე პაკეტად აქცევს: Writer (ტექსტური რედაქტორი), Calc (ცხრილების რედაქტორი), Impress (პრეზენტაციები), Draw (ვექტორული გრაფიკა), Base (მონაცემთა ბაზები), და Math (ფორმულირებისთვის).

https://youtu.be/3KC0ZdcA6s8

პროფესიონალურად გაფორმებული დოკუმენტები

თქვენი დოკუმენტებს ექნება სუფთა და პროფესიონალური შესახედაობა, იმისგან დამოუკიდებლად თუ რა მიზანი გაქვთ თქვენ: წერილის დაწერა, თეზისის ჩამოყალიბება, ბროშურის შექმნა, ფინანსური რეპორტინგი, მარკეტინგის პრეზენტაცია, ტექნიკური ნახატი თუ დიაგრამების აწყობა. LibreOffice დაგეხმარებათ თქვენი ნამუშევრების გალამაზებაში, სანამ მის შექმნას ცდილობთ.

გამოიყენეთ ყველა სახის დოკუმენტი

LibreOffice თავსებადია ძალიან ბევრი ტიპის დოკუმენტურ ფორმატებთან, მაგალითად Microsoft® Word, Excel, PowerPoint and Publisher. LibreOffice-ის დახმარებით თქვენ მაქსიმალური კონტროლი გაქვთ თქვენც მონაცემებზე, ისინი შეგიძლიათ შეინახოთ სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის PDF-ში.

მიიღეთ უფრო მეტი extensions-ის დახმარებით

ისედაც არსებული მძლავრი ინსტრუმენტების გარდა, LibreOffice-ის შესაძლებლობები კიდევ შეიძლება გაიზარდოს მისი extention-ების დახმარებით. მიიღეთ უფრო მეტი შესაძლებლობა და დოკუმენტების შაბლონები ჩვენს საიტებზე.

უფასოა, ახლა და ყოველთვის

LibreOffice უფასო, ღია კოდის პრინციპზე დაფუძნებული პროგრამაა, რომელიც ხელმისაწვდომია ყველასთვის ვისაც ის სჭირდება. მასზე მუშაობს ასობით პროგრამისტი მსოფლიო მასშტაბით. პროგრამა ყოველდღიურად მოწმდება ერთგული გაერთიანების მიერ - ჩვენ ღია ვართ ახალი იდეებისთვის, ჩაერთე და მოახდინე გავლენა მომავალზე.