2024 წლის ზამთრის განახლება

2024 წლის ზამთრის განახლება

წარმოგიდგენთ თანამასპინძელთა ქსელს

ახლა შეგიძლიათ თანამასპინძლის დაქირავება. პლუს, უფრო მარტივად მასპინძლობა და სტუმრობის დაგეგმვა.
თანამასპინძელთა პროფილების რამდენიმე ბარათი — თითოეულ მათგანზე მოცემულია მასპინძლის ფოტო, სახელი, მდებარეობა, სტუმრებისგან მიღებული შეფასება და მასპინძლობის კუთხით გამოცდილების ხანგრძლივობა წლებში.

დაიხმარეთ საუკეთესო თანამასპინძლები Airbnb‑ზე

Airbnb‑ს ეკრანებზე ნაჩვენებია სხვადასხვა თანამასპინძლის პროფილები გაცნობითი ხასიათის მოკლე ტექსტით, განცხადებების რაოდენობით, სტუმრებისგან მიღებული შეფასებითა და მასპინძლობის კუთხით გამოცდილების ხანგრძლივობით წლებში.
დაიქირავეთ სტუმარ‑მასპინძლობის სფეროში ჩახედული ადგილობრივი პარტნიორი, რომელიც საცხოვრებელსა და სტუმრებზე იზრუნებს. თანამასპინძლები არიან გამოცდილი მასპინძლები, რომლებსაც განსაკუთრებულად კარგი ისტორია აქვთ Airbnb‑ზე.

იპოვეთ სათქვენო თანამასპინძელი პირდაპირ აპიდან

Airbnb‑ს ეკრანებზე ნაჩვენებია სხვადასხვა თანამასპინძლის პროფილები გაცნობითი ხასიათის მოკლე ტექსტით, განცხადებების რაოდენობით, სტუმრებისგან მიღებული შეფასებითა და მასპინძლობის კუთხით გამოცდილების ხანგრძლივობით წლებში.
თანამასპინძლის შერჩევას, მისი გამოცდილების გაცნობას, მასთან თანამშრომლობის დაწყებასა და ანაზღაურების საკითხის მართვას ერთი სივრციდან შეძლებთ.

თანამასპინძლებს შეუძლიათ ერთ‑ერთ ან ყველა საკითხზე ზრუნვა

განცხადების შექმნა
საცხოვრებლის ფოტოების გადაღება
ფასებისა და ხელმისაწვდომობის განსაზღვრა
სტუმრებთან მიმოწერა
ჯავშნების მართვა
სტუმრებზე ზრუნვა ადგილზე
საცხოვრებლის დასუფთავება და ტექნიკური მომსახურება
ინტერიერის დიზაინსა და სტილზე ზრუნვა
მასპინძლობის ნებართვების მიღება
სპეციალური შეთავაზებები
 

მეტი სიახლე სიმარტივისთვის

მეტი სასარგებლო ინფორმაცია შემოსავლის შესახებ

Airbnb‑ს ეკრანებზე ნაჩვენებია შემოსავლის მართვის პანელი და ინდივიდუალური ანგარიშის შესაქმნელად გასავლელი ნაბიჯები.
გაეცანით შემოსავლის ინდივიდუალურ ანგარიშებს — გაფილტრეთ მონაცემები შემოსავლის წყაროს მიხედვით, ასევე, მარტივად შეიტყვეთ თქვენი კუთვნილი თანხის გაცემის შესახებ.

მიმოწერის განახლებული ფუნქციები თქვენ განკარგულებაში

Airbnb‑ს ეკრანებზე ნაჩვენებია მიმოწერა მასპინძელსა და სტუმარს შორის, იქვეა წარმოდგენილი მზა პასუხების შაბლონებთან დაკავშირებული ახალი ვარიანტები.
ახალი მზა პასუხების, ჯაჭვური პასუხების, ჩასწორებისა და გაგზავნის გაუქმების ფუნქციები უფრო ეფექტურად კომუნიკაციაში დაგეხმარებათ.
 

დაგეგმვა პერსონალური ელფერით

ძიება, რომელიც იწყება სასურველი მიმართულებით

Airbnb‑ს ეკრანებზე ნაჩვენებია სახეცვლილი საძიებო ინტერფეისი, მათ შორის, შემოთავაზებული მიმართულებების ახალი ფუნქცია და რუკა, რომელზეც მოცემულია მინიშნება დროულ ძიებასთან დაკავშირებით და საინტერესო ადგილები ახლომახლო.
შემოთავაზებული მიმართულებები, ბოლოს ნანახი განცხადებების ჩამონათვალი და რუკაზე აღნიშნული საინტერესო ადგილები დაგეხმარებათ, უკეთ გაცხრილოთ ძიების შედეგები.

სრულიად ახალი ფილტრები თქვენი კომფორტისთვის

Airbnb‑ს ეკრანებზე ნაჩვენებია სახეცვლილი ფილტრები, მათ შორის, ახალი რეკომენდებული ფილტრები.
ფილტრებს ამიერიდან სტუმრობის თქვენეული სტილის მიხედვით გირჩევთ. ამასთან, სახეცვლილ ფილტრებს უფრო სწრაფად დაამატებთ და წაშლით.

პერსონალური მიდგომა ყველაზე მთავარზე ფოკუსირებით

Airbnb‑ს ეკრანებზე ნაჩვენებია განცხადების გვერდი, შემდეგ კი გადასვლა იმ ნაწილზე, სადაც პერსონალურად არის გამოყოფილი ინფორმაცია.
საცხოვრებლების შედარება გამარტივდა — ამიერიდან ახლებურად იქნება გამოყოფილი თქვენთვის საინტერესო ცნობები: საჭირო საყოფაცხოვრებო პირობები, ახლომახლო ადგილები და ა.შ.

ყოველივე ეს გელით ზამთრის განახლებაში

მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ფუნქციები, შესაძლოა, განსხვავდებოდეს მდებარეობის მიხედვით.
თანამასპინძელთა ქსელში წარმოდგენილი მასპინძლები, როგორც წესი, გამოირჩევიან მაღალი შეფასებებით, გაუქმების დაბალი სიხშირითა და Airbnb‑ს მეშვეობით მასპინძლობის გამოცდილებით. შეფასებები ეფუძნება სტუმრებისგან მიღებულ მიმოხილვებს იმ საცხოვრებლებისთვის, რომელთა შემთხვევაშიც ისინი მასპინძლები ან თანამასპინძლები არიან. ამასთან, შეფასებები, შესაძლოა, უშუალოდ არ ეხებოდეს იმ გამორჩეულ მომსახურებებს, რომლებსაც კონკრეტული თანამასპინძელი გთავაზობთ.
თანამასპინძელთა ქსელს უზრუნველყოფს Airbnb Global Services Limited, Airbnb Living LLC და Airbnb Plataforma Digital Ltda. ხელმისაწვდომია მხოლოდ ზოგან. ვრცლად.