მთავარიმსოფლიოევროპაშარლ მიშელი კვლავ აკრიტიკებს ორბანს მისი ე.წ. სამშვიდობო მისიისთვის

შარლ მიშელი კვლავ აკრიტიკებს ორბანს მისი ე.წ. სამშვიდობო მისიისთვის

ვიქტორ ორბანის წერილსა და თვითგამოცხადებულ სამშვიდობო მისიას პასუხობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ახსენებს უნგრეთის პრემიერს, რომ მას არ აქვს მანდატი გამოიყენოს ევროკავშირის ექვსთვიანი როტაციული თავმჯდომარეობა უკრაინის ან სხვა საკითხებზე შეთანხმებული საგარეო პოლიტიკის შესაცვლელად.

”მე ვერ მივიღებ თქვენს მტკიცებას, რომ ჩვენ ვხელმძღვანელობდით ”ომის მომხრე პოლიტიკით”, – წერს მიშელი წერილში და დასძენს, რომ ყველაფერი „სულ საპირისპიროა.

“რუსეთი არის აგრესორი და უკრაინა არის მსხვერპლი, რომელიც იყენებს თავის ლეგიტიმურ უფლებას თავდაცვისათვის”.

რაც შეეხება ორბანის მოწოდებებს რუსეთთან მოლაპარაკებაზე, შარლ მიშელი წერს, რომ არ იქნება არანაირი მოლაპარაკება რუსეთთან უკრაინის გარეშე.

ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის ლიდერებს წერილი მიწერა, სადაც ტრამპის გამარჯვებაზე საუბრობს და ევროპას მოუწოდებს უკრაინის მიმართ ახალი სტრატეგია შეიმუშაოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend