შინაარსზე გადასვლა

რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან რუსეთის სფსრ)
რსფსრ
რუს. РСФСР

 

1917 — 1991  

დროშა გერბი
დევიზი
პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით
ჰიმნი
რუსეთის სფსრ ჰიმნი

რუსეთის სფსრ (წითლად) საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ
დედაქალაქი პეტროგრადი
მოსკოვი
ენა რუსული
რელიგია ათეიზმი
ფულის ერთეული საბჭოთა მანეთი
ფართობი 17 075 ათ. კმ²
მოსახლეობა 147 386 ათ. (1989)
8,6 ად./კმ²
მმართველობის ფორმა სოციალისტური რესპუბლიკა
სატელეფონო კოდი +3
ისტორია
 - დაარსდა 7 ნოემბერი 1917
 - გაუქმდა 12 დეკემბერი 1991

რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა, რსფსრ (რუს. Российская Советская Федеративная Социалистическая Республика, РСФСР) — თხუთმეტიდან ერთ-ერთი მოკავშირე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა სსრ კავშირის შემადგენლობაში. დედაქალაქი — ქალაქი მოსკოვი.

პირველი საბჭოთა სახელმწიფო, რომელიც შეიქმნა რუსეთში ოქტომბრის რევოლუციის შედეგად, 1922–1991 წლებში — სსრკ-ში შემავალი ერთ-ერთი მოკავშირე რესპუბლიკა. მოკავშირე რესპუბლიკებს შორის ყველაზე დიდი ფართობით და მოსახლეობით და ეკონომიკურად ძლიერი რესპუბლიკა. რსფსრ-ზე მოდიოდა სსრ კავშირის სამი მეოთხედი ტერიტორია და ნახევარზე მეტი მოსახლეობა, ორი მესამედი მრეწველობა და დაახლოებით ნახევარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. სსრკ დაშლის შემდეგ იგი გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო, 1991 წლის 25 დეკემბრიდან იგი ატარებს ამჟამინდელ სახელწოდებას — რუსეთის ფედერაცია.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რსფსრ-ში 1989 წლისთვის იყო 6 მხარე: ალთაის, კრასნოდარის, კრასნოიარსკის, პრიმორიეს, სტავროპოლის და ხაბაროვსკის მხარე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]