ლედა (თანამგზავრი)
ლედა (ძვ. ბერძნ. Λήδα), იუპიტერ XIII — ციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი, რომელიც შედის ჰიმალიის ჯგუფში.
პლანეტიდან დაშორებულია 11 165 000 კმ-ით, გარემოქცევის პერიოდია 240 დღე 12 სთ, დიამეტრი — დაახლოებით 20 კმ, ვარსკვლავიერი სიდიდე — 19.5 მ. ორბიტას აქვს ექსცენტრისიტეტი 0,15 და მიდრეკილება ლოპლასის სიბრტყეზე 27,5°. მიეკუთვნება ჰიმალიის ჯგუფს.
თანამგზავრი ლედა აღმოაჩინა ჩარლზ თომას კოვალმა 1974 წლის 14 სექტემბერს, ფოტოგრაფიულ ფირფიტებზე, რომლებიც სამი დღით ადრე იყო გამოფენილი პალომარის ობსერვატორიაში (11-დან 13 სექტემბრამდე; ლედა იყო აღბეჭდილი ყველაზე)[1]. აქედან გამომდინარე, აღმოჩენის ოფიციალური თარიღია 1974 წლის 11 სექტემბერი. თანამგზავრს სახელი ეწოდა ბერძნული მითოლოგიის ზევსის სატრფოს ლედას სახელის მიხედვით. კოვალმა შესთავაზა სახელი და საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა ოფიციალურად დაამტკიცა 1975 წელს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Параметры Ледыდაარქივებული 2015-08-03 საიტზე Wayback Machine. на страничке НАСА NASA’s Solar System Exploration
- https://web.archive.org/web/20070624084542/http://www.ifa.hawaii.edu/~jewitt/irregulars.html
- https://web.archive.org/web/20021016114810/http://www.ifa.hawaii.edu/~sheppard/satellites/jupsatdata.html
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ IAUC 2702: Probable New Satellite of Jupiter. ციტირების თარიღი: 2008-10-19 20 сентября 1974 (discovery)
|
|