სანტა-ელენა-დე-უაირენი
ქალაქი | |
---|---|
სანტა-ელენა-დე-უაირენი Santa Elena de Uairén | |
ქვეყანა | ვენესუელა |
შტატი | ბოლივარი |
მუნიციპალიტეტი | გრან-საბანის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 4°36′00″ ჩ. გ. 61°06′00″ დ. გ. / 4.60000° ჩ. გ. 61.10000° დ. გ. |
დაარსდა | 1923-1929 |
ფართობი | 900 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 147 მ |
მოსახლეობა | 29 795 კაცი (2006) |
სასაათო სარტყელი | UTC-4 |
სატელეფონო კოდი | 0288 |
საფოსტო ინდექსი | 8052 |
სანტა-ელენა-დე-უაირენი (ესპ. Santa Elena de Uairén) — პატარა ქალაქი ვენესუელაში, ბოლივარის შტატში, ბრაზილიისა და გაიანის საზღვრის სიახლოვეს. 1923 წელს დააარსა ლუკას ფერნანდეს პენიამ, რადგან აქ არსებულმა ალმასის საბადოებმა მიიზიდა. ქალაქის სახელწოდება მომდინარეობს პენიას პირველი ქალიშვილის სახელისა და მდინარე უაირენისგან, რომელიც დასახლებას გადაკვეთს.
ქალაქი გრან-საბანის ცენტრში მდებარეობს, ამიტომ, აქ გახსნილია მრავალი ტურისტული სააგენტო, რომელიც მნახველებს სთავაზობენ ტურებს კანაიმის ეროვნულ პარკში, ანხელის ჩანჩქერზე გადაფრენასა და ცნობილ რორაიმას მთაზე ასვლას.
ქალაქი გამოირჩევა ადგილობრივ ინდიელთა დიდი რაოდენობით. სკოლებში სწავლება მიმდინარეობს როგორც ესპანური, ისე პემონურ ენებზე.
ბრაზილიის რორაიმას შტატთან სიახლოვის გამო, სანტა ელენა გადატვირთულია საბაჟოებით ამ ორ ქვეყანას შორის პროდუქციის გაცვლის მიზნით.