მამია გოგოლიშვილი
მამია ალექსის ძე გოგოლიშვილი (დ. 16 სექტემბერი, 1914, სოფ. ბობოყვათი, ახლანდ. ქობულეთის მუნიციპალიტეტი — გ. 6 აგვისტო, 2006, თბილისი) — ქართველი აგრონომი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (1992). სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1961), პროფესორი (1962), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1979).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1938 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სუბტროპიკული ფაკულტეტი. 1938-1954 წლებში ეკავა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა, მ.შ. 1947-1953 წლებში იყო აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. 1953-1989 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრის ბოტანიკური ბაღის დირექტორი და ამიერკავკასიის ბოტანიკური ბაღების საბჭოს თავმჯდომარე, 1989-1994 წლებში – ბოტანანიკური ბაღის დირექციის მრჩეველი, 1958-1989 წლებში – ბოტანიკური ბაღების მსოფლიო ასოციაციის წევრი, 1962-1994 წლებში – საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მეხილეობის კათედრის გამგე, 1994-1998 წლებში – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადადემიის აჭარის რეგიონული სამეცნიერო ცენტრის თავმჯდომარე. 1994-2004 წლებში იყო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბათუმის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრობიოლოგიის ფაკულტეტის სუბტროპიკული და მრავალწლოვანი კულტურების კათედრის გამგე. გოგოლაშვილმა გამოიკვლია მულჩის გავლენა ციტრუსებისა და ყურძნის მოსავლიანობაზე. ავტორია რამდენიმე მონოგრაფიული ნაშრომისა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1999).
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დამულჩვის თეორია და პრაქტიკა მევენახეობის ზოგიერთ რაიონში, თბ., 1961;
- თბილისის ბოტანიკურ ბაღში ინტროდუცირებული ხე-ბუჩქები, თბ., 1982.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წივწივაძე ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 70.