შინაარსზე გადასვლა

ლინდა ბლერი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლინდა ბლერი

ბლერი 2018 წელს
დაბადების სახელი ლინდა დენიზ ბლერი
დაბადების თარიღი 22 იანვარი, 1959 (1959-01-22) (65 წლის)[1]
მისურის შტატი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა
  • მსახიობი
  • აქტივისტი
აქტიური 1962-დღემდე
ორგანიზაცია Linda Blair Worldheart Foundation
საიტი lindablair.com

ლინდა დენიზ ბლერი (ინგლ. Linda Denise Blair; დ. 22 იანვარი, 1959)[2]ამერიკელი მსახიობი და აქტივისტი. ცნობილია რეგან მაკნილის შესრულებული როლით 1973 წლის ამერიკულ საშინელებათაში, სახელწოდებით „ეგზორცისტი“. ამ როლის შესრულებისთვის მსახიობი დაჯილდოვდა ოქროს გლობუსით და ნომინირდა ოსკარზე. მსახიობმა 1977 წელს იგივე როლი ხელმეორედ ითამაშა ფილმში, „ეგზორცისტი II:ერეტიკოსი“, რომლითაც იგი ნომინირდა სატურნის ჯილდოზე.

ლინდა ბლერი გადაღებულია რამდენიმე სატელევიზიო ფილმში, მათ შორისაა ისეთი ფილმები როგორიცაა: 1974 წლის ამერიკული სატელევიზიო დრამა „უდანაშაულოდ დაბადებული“, 1975 წლის ფილმი, სახელწოდებით „სარა თ. - თინეიჯერი ალკოჰოლიკის პორტრეტი“ და 1978 წლის საშინელებათა ჟანრის ფილმი „უცხო ჩვენს სახლში“. 1979 წელს გადაიღეს ამერიკულ რომანტიკულ მიუზიკლში, სახელად „როლერ ბუგი“. 1980-იან წლებში ითამაშა რამდენიმე საშინელებათა ჟანრის ფილმში, მათ შორისაა: „ჯოჯოხეთის ღამე“ (1981), „მიჯაჭვული სითბო“ (1983) და 1984 წლის ამერიკული თრილერი „ველური ქუჩები“.

1990-იან წლებში გამოჩნდა რამდენიმე დამოუკიდებელ და დაბალი ბიუჯეტის მქონე ფილმებში. იყო Fox Family-ის რეალითი შოუს, „დედამიწის ყველაზე საშიში ადგილების“ (2001-2003) წამყვანი, 2006 წელს გამოჩნდა ამერიკული ტელესერიალის, „ზებუნებრივის“ ერთ-ერთ ეპიზოდში, რეგულარულად ჩნდებოდა „Animal Planet“-ის სერიალში, „პიტ ბოსი“ (2010-2012).

გარდა სამსახიობო კარიერისა, მსახიობს ხშირად დაუჭერია მხარი სხვადასხვა ფონდებისთვის, ძირითადად ცხოველების უფლებებისთვის. 2004 წელს მან დააარსა „Linda Blair Worldheart Foundation“, რომელიც არა-მომგებიანი ორგანიზაციაა და ემსახურება უპატრონო ძაღლების რეაბილიტაციას და მათ დახმარებას. როგორც ვეგანმა, 2001 წელს გამოსცა წიგნი, სახელად „Going Vegan!“.

ამერიკელი მსახიობი და აქტივისტი ლინდა ბლერი დაიბადა 1959 წლის 22 იანვარს, მისურის შტატში,[3] აშშ-ში. არის ჯეიმზ ფრედერიკ და ელინორ ბლერის ქალიშვილი.[4] ჰყავს ერთი უფროსი და, დები და ერთი უფროსი ძმა, ჯიმი. როდესაც ბლერი 2 წლის იყო მამამისმა სამსახური შეიცვალა და ოჯახს ვესტპორტში, ნიუ-იორკის ჩრდილოეთ მხარეს მოუწია საცხოვრებლად გადასვლა.[5] დედამისი ვესტპორტში უძრავი ქონების აგენტად მუშაობდა.[6]

სამოდელო კარიერა 5 წლის ასაკში დაიწყო, მოდელობდა სხვადასხვა ტანსაცმლის ბრენდისთვის, მათ შორის არის: „Sears“, „J.C. Penney“, „Macy's“ კომპანია და სხვა. 6 წლის ასაკში The New York Times-თან ხელშეკრულება გააფორმა და მალევე გამოჩნდა მის პრინტულ რეკლამებში. ექვსი წლის ასაკში ცხენის ტარება ისწავლა, მოგვიანებით გახდა კარგად გაწვრთნილი ცხენოსანი.

ბლერმა სამსახიობო კარიერა ამერიკულ სერიალში, „დამალულ სახეებში“ მონაწილეობით დაიწყო, რომელიც NBC-ზე, 1968 წლის 30 ნოემბრიდან, 1969 წლის 27 ივნისამდე გამოდიოდა. პირველად გამოჩნდა ფილმში, სახელწოდებით „ისე, როგორც ახლა ვცხოვრობთ“ (1970), 1971 წელს გამოჩნდა ამერიკულ კომედიაში „მხარდამჭერთა კლუბი“.[7]

1972 წელს 600 აპლიკანტს შორის რეგანის როლზე აირჩიეს, უილიამ ფრედკინსის ფილმში „ეგზორცისტი“. ამ როლის შესრულებისთვის მსახიობი დაჯილდოვდა ოქროს გლობუსით და ნომინირდა ოსკარზე, საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორე ხარისხოვან როლში. ეგზორცისტის შემდეგ ბლერმა გაქცეული თინეიჯერის როლი მოირგო ფილმში, „უდანაშაულოდ დაბადებული“. მოგვიანებით, მეორეხარისხოვანი როლი განასახიერა ამერიკულ ფილმში, „აეროპორტი 1975“ (1974). 1975 წლიდან 1978 წლამდე მთავარი როლები ითამაშა რამდენიმე ტელეფილმში, მათ შორის არის: „სარა თ. - ალკოჰოლიკი თინეიჯერის პორტრეტი“ (1975), რომელშიც ბლერმა ალკოჰოლზე დამოკიდებული თინეიჯერის როლი ითამაშა, 1975 წელს გატაცებული მსხვერპლის როლს თამაშობს, ფილმში „Sweet Hostage“-ში. 1976 წელს გადაიღეს ამერიკულ დრამაში, სახელწოდებით „Victory at Entebbe“, რომელშიც ლინდა ბლერთან ერთად მონაწილეობა მიიღო ენტონი ჰოპკინზმა და ინგლისელ-ამერიკელმა მსახიობმა ელიზაბეთ ტეილორმა. 1977 წელს რეგანის როლი ითამაშა ფილმში, „ეგზორცისტი II:ერეტიკური“, რომლისთვის იგი სატურნის ჯილდოზე ნომინირდა.

ბლერი 2013 წელს

15 წლის ასაკში ბლერს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ავსტრალიელ მომღერალთან, რიკ სპრინგფილდთან, რომელიც მან ღამის კლუბის, „Whisky a Go Go“-ს ერთ-ერთ კონცერტზე გაიცნო. ასევე იყო მძიმე როკ ჯგუფის, „Deep Purple“-ს ბას გიტარისტის, გლენ ჰიუზის შეყვარებული. გვიანი 1979 წლიდან 1981 წლამდე ურთიერთობაში იყო „Styx“-ის გიტარისტთან, ტომი შოუსთან. ადრეულ 1990-იან წლებში სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა მსახიობთან, უინგს ჰაუზერთან.

13 წლის განმავლობაში იყო ვეგეტარიანელი, შემდეგ 2001 წელს გახდა ვეგანი.[8] 2015 წლის მონაცემებით ცხოვრობს კალიფორნიაში, აშშ-ში.[9]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Skin (January 1, 2005). Mr. Skin's Skincyclopedia: The A-to-Z Guide to Finding Your Favorite Actresses Naked. St. Martin's Press, გვ. 67. ISBN 978-0-312-33144-3. 
  2. Official website for "The Exorcist". Warner Brothers, "Cast, Linda Blair". Accessed March 18, 2010.
  3. „Linda Blair“. Biography. October 28, 2003. A&E Network.
  4. The Exorcist. American Film Institute. ციტირების თარიღი: September 26, 2017
  5. Leach, Robin (July 11, 1977). „The Devil Can't Make Her“. People. 8 (2).
  6. Kaufman, Joanne. „Wings of Desire“. People. 40 (22). ციტირების თარიღი: September 22, 2017.
  7. Lea, Tony Clayton. (January 6, 2001) Linda Blair. The Irish Times. ციტირების თარიღი: September 28, 2017
  8. Quinn, Karl. (December 21, 2013) Lunch with... Linda Blair. The Sydney Morning Herald. ციტირების თარიღი: September 28, 2017
  9. Bode Miller Selling Coto de Caza Home for $4.9 Million. Snow Industry News (October 21, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 28, 2017. ციტირების თარიღი: September 28, 2017