მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდა
მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქია — თეორია ფსიქოლოგიაში, რომელიც აბრაჰამ მასლოუმ 1943 წელს თავის ნაშრომში წარმოადგინა სახელწოდებით „ადამიანური მოტივაციის თეორია“. მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქიას პირამიდის სახე აქვს, სადაც ძირითადი მოთხოვნილებები პირამიდის ძირშია მოქცეული. პირველ ორ მოთხოვნილებას მასლოუ უწოდებს პირველად მოთხოვნილებებს, ხოლო მესამედან მოთხოვნილებები შეძენილი სახისაა. ადამიანს უფრო მაღალი მოთხოვნილება მაშინ უჩნდება, როდესაც მასზე დაბალი საფეხურის მოთხოვნილება მეტნაკლებად მაინცაა დაკმაყოფილებული.
მასლოუმ მოთხოვნილებათა 5 კლასი გამოყო:
- 1. ფიზიოლოგიური
- 2. უსაფრთხოება
- 3. სოციალური (მეგობრობა, თანამშრომლობა, სიყვარული, მიკუთვნებულობა)
- 4. დაფასება
- 5. თვითრეალიზაცია.
მასლოუ მიიჩნევდა, რომ თუ მოთხოვნილება დაკმაყოფილებულია, იგი მოტივატორი უკვე აღარ არის და ყურადღება იერარქიის შემდეგ დონეზე გადაინაცვლებს. თუმცა ასევე აღიარებდა, რომ თანმიმდევრობა შეუცვლელი არ არის, განსაკუთრებით მაღალ დონეებზე. მაგალითად, ზოგი ადამიანი თვითშეფასებას სიყვარულის მოთხოვნილებაზე მაღლა აყენებს, სხვები კი თვითრეალიზაციისკენ საერთოდ არ მიისწრაფიან.