შინაარსზე გადასვლა

კიმ კარდაშიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კიმ კარდაშიანი

2019 წელს
დაბადების სახელი კიმბერლი ნოელ კარდაშიანი
დაბადების თარიღი 21 ოქტომბერი, 1980 (1980-10-21) (44 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
საქმიანობა მსახიობი, ფოტომოდელი, ბიზნესმენი
აქტიური 2007-დღემდე
სიმაღლე 159 სმ
წონა 58 კგ
მშობლები მამა: რობერტ კარდაშიანი
დედა: კრის ჯენერი
საიტი https://kkwbeauty.com/
ხელმოწერა

კიმ კარდაშიანი (ინგლ. Kim Kardashian, სომხ. Քիմ Քարդաշյան; სრული სახელი: კიმბერლი ნეოლ კარდაშიან უესტი; დ. 21 ოქტომბერი, 1980, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია) — სომხური წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენი, მსახიობი და მოდელი. იგი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა მისი და ყოფილი შეყვარებულის, რეი ჯეის სექს-ფირები და ტელეარხზე E! ნაჩვენები რეალიტი შოუ მისი და მისი ოჯახის წევრების მონაწილეობით. მისი მამა რობერტ კარდაშიანი, გარდაცვლილია. კიმს ჰყავს ორი და: კლო და კორტნი კარდაშიანები. 2021 წლის 6 აპრილს მისმა ქონებამ 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.[1]

კიმ კარდაშიანი 2020 წელს

კიმ კარდაშიანი დაიბადა 1980 წლის 21 ოქტომბერს, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, ის არის რობერტ კარდაშიანისა და კრის ჯენერის საერთო შვილი. კარდაშიანს ჰყავს ორი და: კლო და კორტნი კარდაშიანები, და უმცროსი ძმა რობ კარდაშიანი. კიმის დედა ჰოლანდიური, ინგლისური, ირლანდიური და შოტლანდიური ფესვებისაა, მისი მამა კი მესამე თაობის სომეხი ამერიკელი იყო. მისი მშობლები ერთმანეთს 1991 წელს დაშორდნენ, მისი დედა იმავე წელს დაქორწინდა 1976 წლის ზამთრის ოლიმპიურ ჩემპიონ კეიტლინ ჯენერიზე, ამ ქორწინების შედეგად კიმს ჰყავს ნახევარძმები: ბარტონი, ბრენდონი, ბროდი და ნახევარდები: ქეიზი, კენდალი და კაილი. ის სწავლობა მერიმაუნთის უმაღლეს სკოლაში, ეს არის კათოლიკე გოგონათა სასწავლებელი ლოს-ანჯელესში.

კიმ კარდაშიანი ქრისტიანია, ის თავის თავს „ძალიან რელიგიურ ადამიანს“ უწოდებს. 2019 წლის 30 ოქტომბერს, სომხეთში, ეჩმიაძინის მონასტერში მისი სამი უმცროსი შვილი ბაპტისტად მოინათლა.

2000 წელს 19 წლის ასაკში დაქორწინდა მუსიკალურ პროდიუსერ დეიმონ ტომასზე, რომელსაც 2004 წელს დაშორდა. 2011-2013 წლებში დაქორწინებული იყო ამერიკელ NBA-ს კალათბურთელ კრის ჰამფრისზე. 2014 წელს დაქორწინდა ამერიკელ რეპერ კანიე უესტზე რომელთანაც 4 საერთო შვილი ჰყავს. მათი მესამე და მეოთხე შვილი სუროგაციით დაიბადა. 2021 წლის აპრილის მონაცემებით კარდაშიანის ქონება 1 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 Berg, Madeline (April 6, 2021). „Kim Kardashian West Is Officially A Billionaire“. Forbes (ინგლისური). ციტირების თარიღი: 6 აპრილი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)